ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გუგა
ჟანრი: პოეზია
2 დეკემბერი, 2010


პაპსა

....

შეგერგებაო,
შეგერგებაო დედის რძესავით.
დავითვალე.
დაშლილივარ, დანაწევრებული.
ეს ვისი ხმაა?
ჩაუარა შუბლის ნაოჭებს.
ნატვრისთვლებით ავსებულ მუჭებს
ვუქნევ იესოს.
ეს ჩემი ხმაა.
ქვიშაში გაპარული წყალი.
ტრიოლეტებით სავსეა უჯრა,
რომლის სახელურს ბოქლომად დაეკიდე.
ამ ზიზღს ისევ ნაბიჯები გათელავს.
სიძულვილი კი როგორც მუდარა,
გაიხრწნება საკურთხეველთან.


...

მარილიანი ხელისგულები.
წყურვილით გამშრალი ხახა.
შავი კერტების მოტკბო გემო.
ტალღები მუცლისქვემოთ.
...დამთავრდა ასხლეტილი წვეთების ცეკვა.
შეურიგდი ქვესკნელს.
გაყრუებს წადილის ექო.
......................
გულსგირევს -
მარილიანი ხელისგულები და
შავი კერტების მოტკბო გემო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები