ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უფლისციხე
ჟანრი: პოეზია
10 დეკემბერი, 2010


სიყვარულის ქიმია

დღეს ბედნიერი ვიყავი,
რადგან მზე იყო თბილი...
აივანზე კი ფინჯანი ყავით
იღიმებოდა ლილი.
-
უეცრად ვიგრძენ ეს იყო,
ის მშვენიერი სახე,
რომელსაც პირველად ვეტრფოდი -
რომელიც პირველად ვნახე...
-
იდგა გაზაფხულის მწვანე ელფერი,
იგი ქორწილს მპირდებოდა -
იმ ქალთან, რომელსაც ყოველთვის შევფერდი...
და ვგრძნობდი, სასწაული იწყებოდა...
-
მითხარი; რატომ ხარ ასეთი,
უცხო და შეუცნობადი?
მე გულით მოვსულვარ სავსეთი -
მინდა ის, რაც არი მყოფადი...
-
ელფერშეუცვლელად დავატარებ
შენზე ხსოვნით სავსე სკივრს,
ახლოს არავის არ ვაკარებ -
თუ რატომ, თავადაც მიკვირს...
-
მასში გრძნობაა გაუნდობელი.
გრძნობა მორჩილი, დაუნდობელი...
მისი ნექტარის შხამი ნელია -
რაიც კაცისთვის დამღუპველია...
-
ნუ შემიძულებ ამისა გამო,
საითაც წავალ, შენც იქეთ წამო.
და თუ უფსკრულში გავექანები -
მე, შენ ცოცხალი დამენანები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს