 | ავტორი: ოთარრურუა... ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 6 დეკემბერი, 2010 |
მე @@@
სალამი ლელას! მომინდა კვლავ მომეწერა შენთვისა. ეს ადამიანობაა სიყვარულს ზედ რომ ერთვისა... ყველაზე აღმატებული სიყვარულია ღმერთისა!!!
ლელა @@@
სალამი ოთარ! - ვარ რა მეც როგორც ყოველთვის ჩემთვისა, სიყვარულს აღარ დავეძებ, რაც მაქვს ვიკმარე ხელთ ისა. ჯაბანი ნუ გეგონები, არც მორჩილი ვარ ბედისა, ბოლო დროს ჩემი ცხოვრება სიმღერასა ჰგავს გედისას. სადაც წავედი სატანა, ყველგან მპოულობს... მდევნისა, მაგრამ ადვილი არ არის, მოდრეკვა ლელას ქედისა!
მე @@@
არა მგონიხარ ჯაბანი, არც მაიხარო ქედია. კაფიაობა ყოფილა ლელაი შენი ბედია. ქალაუ, სიმღერ-სიმღერით გადაიარე მთებია. შეხედე: ცაში მერცხლებმა ლაღად გაშალეს ფრთებია... ფარ-ხმალი არ დაყარო და არც მაიხარო ქედია!!!
ლელა @@@
ხოდა გავკაფოთ ოთარი, მტერს დავატეხოთ მეხია. ძნელია ვიწრო ბილიკზე - კარგს არ აუცდეს ფეხია. და არ დაკარგოს კაცობა, ქალმა ქალობის წესია. ღმერთს მადლსა ვწირავ, არსებობს სულის სალხენად ლექსია. ენას ხმალივით ვინც ლესავს, მაიმახი და ქლესია. ყველას ვეყოფი სიტყვითა, სტრიქონში მიდგას ფესვია. ვერ დამადუმონ, ჩემმა მზემ... ვიდრე ტყვიას არ მესვრიან!
მე @@@
სიკვდილი ჯერე ადრეა, მტრები ვერ გაგაჩუმებენ. მჯერა: მუხრანის არ იყოს, შენაც ვერ დაგადუმებენ. დე, მტერმა - ავის მოსურნემ არ გაიხაროს ჩვენზედა. ღმერთს შევსთხოვთ მფარველობასა მინდობილი ვართ ღმერთზედა... არ ჩამქრალიყოს ვარსკვლავი, რომ დაგვნათოის მკერდზედა!!!
ლელა @@@
ისე მშვენივრად გახლავარ და ვიყურები ფერზედა, იასამანის ყვავილსა, მგონი შაშურდეს ხეზედა. წუთისოფელი მკიდია სულ ასკინკილა ფეხზედა, ღრუბლებსა დავდევ საავდროს ჩამოსაწველად კლდეზედა. დედოფლობასაც არ ვწუნობ ნაწნავებს ვირტყამ წელზედა, ვისაც არ სჯერა მოვიდეს მნახოს, მემთხვიოს ხელზედა!
მე @@@
ვახ, გული გამიმზიანდა ეგ რა კარგად სთქვი ქალაო. კაფიაობის დედოფალს ვერც რა დაგაკლოს ქარმაო... იდღეგრძელ-იმზიანე და ინათოს შენმა თვალმაო!!!
ლელა @@@
მადლობა ჩემო ოთარი, ვატყობ დღეისთვის კმარაო. კარგადა ვკაფეთ ორივემ, რო არ გვიმუხთლა ხმალმაო. დაგლოცოს ჩვენმა გამჩენმა, გზა გაგიშუქოს დარმაო. რა საქმეც უკუ ვიდოდა შაგბრუნებოდეს წაღმაო... გემშვიდობება ლელაი, მეტი მოგწეროს რაღაო!
მე @@@
შაირი მე დავიწყე და მე დავამთავრებ ლელაო, ყველანი კარგად ვიყოთ და აღარ დაგვჭირდეს შველაო... აქ დავასრულებ კაფიას, რასაც შეჰხარის ყველაო!!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. მესიამოვნა წაკითხვა. მესიამოვნა წაკითხვა.
11. 1. ლელასთან კაფიობა არ გეგონოს ადვილი ია-ია. 2010-12-06 00:47:42
გეთანხმები ია-ია, ლელასთან კაფიაობა ნამდვილად არ არის ადვილი, ძნელია და ცოტა დამღლელიც. :)))))))))))))) 1. ლელასთან კაფიობა არ გეგონოს ადვილი ია-ია. 2010-12-06 00:47:42
გეთანხმები ია-ია, ლელასთან კაფიაობა ნამდვილად არ არის ადვილი, ძნელია და ცოტა დამღლელიც. :))))))))))))))
10. 8. აქ ლელამ გაჯობა ოთარ, ეს რა, მაგარი ყოფილა, ჩვენი ურაკის ლელაო! მუხა. 2010-12-22 04:38:06
კი, ლელა მართლა მაგარია... კაფიაობაში მითუმეტეს! 8. აქ ლელამ გაჯობა ოთარ, ეს რა, მაგარი ყოფილა, ჩვენი ურაკის ლელაო! მუხა. 2010-12-22 04:38:06
კი, ლელა მართლა მაგარია... კაფიაობაში მითუმეტეს!
9. სახალისო და კარგია! სახალისო და კარგია!
8. აქ ლელამ გაჯობა ოთარ, ეს რა, მაგარი ყოფილა, ჩვენი ურაკის ლელაო! აქ ლელამ გაჯობა ოთარ, ეს რა, მაგარი ყოფილა, ჩვენი ურაკის ლელაო!
7. გაიხარეთ ყველამ!!!!!!!!!!! :)))))))))))))))))))))))))))))))) გაიხარეთ ყველამ!!!!!!!!!!! :))))))))))))))))))))))))))))))))
6. კარგია, გაიხარეთ!
კარგია, გაიხარეთ!
5. მერე ვინ სთქვა: რომ ადვილ არს ლელასთან კაფიაობა... ზოგს მასთან ჭიდილს ურჩევნის ხევსურთან ფარიკაობა!!!
:))))))))))))))) მერე ვინ სთქვა: რომ ადვილ არს ლელასთან კაფიაობა... ზოგს მასთან ჭიდილს ურჩევნის ხევსურთან ფარიკაობა!!!
:)))))))))))))))
4. 1. ლელასთან კაფიობა არ გეგონოს ადვილი ია-ია. 2010-12-06 00:47:42
ლელასთან კაფიაობა, არ გეგონოთ ადვილიო. დანდობა სულაც არ იცის მხეცია და ნადირიო :D ;) 1. ლელასთან კაფიობა არ გეგონოს ადვილი ია-ია. 2010-12-06 00:47:42
ლელასთან კაფიაობა, არ გეგონოთ ადვილიო. დანდობა სულაც არ იცის მხეცია და ნადირიო :D ;)
3. კარგები ხართ :D
მომეწონა:D კარგები ხართ :D
მომეწონა:D
2. მშვენიერია! გაიხარეთ:) მშვენიერია! გაიხარეთ:)
1. ლელასთან კაფიობა არ გეგონოს ადვილი :D ლელასთან კაფიობა არ გეგონოს ადვილი :D
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|