ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
6 დეკემბერი, 2010


რამდენიმე ლექსი ჟურნალ

***
გულის სითბოში ფიქრიოს ნათლობა
(უცხო სივრცეებს კვლავაც მოიარ)
მარადიული კოშკის მახლობლად
ვარსკვლავი უკრავს ღრუბლის როიალს.

სამყაროს ლოცვა-წყარო მზისყანის
(ცხადს უსახსოვრებ სიზმრის ფერადებს)
შორს მოანათებს ზღაპრის ცისკარი
მაგრამ ვინ იცის-მოვა ჩვენამდე?!

***
გაღმაით გამოხედულა
ლამაზი ჩანდი ქალაო.
ვით ტაძრა შარავანდედი
ისე გშვენოდა ყანაო.
ახლოს გნახე და გავნათდი
სიტყვამ დაკარგა ძალაო.
სად რომელ სამოთხეშია
სიცოცხლე შენისთანაო?!

***
სივრცეში აისის სითბო შემოვიდა
და ძილში გაეღიმათ
ჩვილსა ყვავილს...

***
ვით გამთენიისას ვარსკვლავები
სიმღერაში
სიტყვები ქრებიან...

***
დუმილის ჩრდილში
ანთია სიტყვა...

***
ღრუბლები ერთმანეთის სახეზე
მზის ფიქრებს კითხულობენ
და უფრო ნათდება ჩრდილები მათი.

სამშობლოში დაბრუნება
------------------------------
ერთმანეთის გადასწრებას
ცდილობენ თითქოს
მგზავრი და მისი ჩრდილი.

***
მათი დაშორება ვინა თქვა?!
ლოცვის სიტყვებივით არიან.

***
დასრულდა სიმღერა
და სიმებს
ერთმანეთი გაახსენდათ.

***
გგონია თითქოს კართან ვიღაცაა
გამოაღებ
და დაგხვდება ნათელი დილისა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები