ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინკა1320
ჟანრი: პროზა
5 დეკემბერი, 2010


ცრემლიანი სიყვარული

  წუხანდელის შემდეგ ცის თაღზე მოგროვდნენ შავი ღრუბლები, გარეთ ის სუსხი კვლავ შემორჩენილა... საწოლზე წამოვჯექი და დავხედე ნაღვლიანად საკუთარ ჩრდლს, შევათვალიერე და წამოვდექი...  სიჩუმემ წაიჩურჩულა- „მარტო ხარ და შეეგუე!“ როგორ გაირბინა დრომ, როგორ გავიდა წამები, მერამდენედ შემომიღო კარი ცივმა თებერვალმა. ვინ მოითვლის რამდენჯერ გაყინულა ჩემი გული უშენოდ... ფანჯარასთან მივედი და შევხედე ხეების შემოძარცვული ტოტებს, ოდესღაც ხომ შენც ასე შემოგეძარცვა ჩემდამი გრძნობა? დარჩი შიშველი სულით, გაყინული გულით და ცივი გამოხედვით... შენ უმოწყალოდ ამოგლიჯე გულიდან ის გრძნობა, რომელმაც ერთმანეთი შეგვაყვარა. ჰო, სწორედ ის უდიდესი სითბო, ვნება და სინაზე, რომელიც აღარ არსებობს. დღეს ისევ მოთოვს სევდიდგან დამძიმებულ სულში, ატირებულ და გაყინულ თვალებს ისევ აატირებს. სიბნელეში ვაწყდები შენს გაბუტულ ტუჩებს და გაყინულ თვალებს. გაბოროტებული ისევ მკრავ ხელს და მიმატოვებ, როგორც იმ საბედისწერო დღეს, პირველად რომ მიმატოვე. იცი რას ვეძებ? იმ გრძნობას შენ რომ წამართვი, აქა-იქ დამიმახინჯე და მიაგდე სადღაც ქუჩებში.. ცრემლები დამახრჩობს და 1 წლის ბავშვივით მინდება დედის კალთაში ტირილი, სიყვარული ხომ აღარ შემიძლია? გავღარიბდი.... დამტოვე შენზე უზომოდ შეყვარებული... ყველაფერი ერთ ცივ და სუსხიან ღამეს დასრულდა... !! ის დრო, რომელსაც უკან ვერ დააბრუნებ, ისევ მირბის და არ მელოდება.. ჩამოვრჩი.. დავიკარგე დროსა და სივრცეში... ღამდება, ვუყურებ მზის ჩასვლას და სიზმრებში ვიძირები ფიქრებთან ერთად. ვიხსენებ ყველა დეტალს, დაც გადამხდენია, კარგიც და ცუდიც... გავიხსენე ბავშვობა და გამეღიმა... ეს ხომ ის დროა, რომელსაც ვერ დააბრუნებ უკან ვერაფრით? ეს ის დროა, როცა არაფერზე ნაღვლობდი, როცა ცხოვრებას ვარდისფერ ფერებში აღიქვამდი. მაგრამ როცა იზრდები, ყველაფერი იცვლება. ნანობ, რომ ის წუთები არ გამოიყენე, რომლებიც კარგი იყო შენს ცხოვრებაში. აი უკვე გაიზარდე და პრობლემებმაც თავი იჩინა... ცდილობ გაუმკლავდე მათ, მაგრამ ჯერჯერობით ვერ იაზრებ, რომ დრო, როცა იცინოდი, წავიდა... ახლა უკვე ცხოვრება უნდა ააწყო. ცხოვრება კი რატომღაც აღარ გეჩვენება ლამაზი და ფერადი, როგორც აქამდე იყო. დაინგრა ის სამყარო, რომელშიც შენ ცხოვრობდი და შენთან ერთად ის უამრავი ზღაპრის გმირი. ეს ის წუთებია, რომლებსაც ვერ დააბრუნებ, ამიტომ ყველანაირად უნდა ეცადო, რომ ეს დრო მაქსიმალურად გამოიყენო, იმისთვის, რომ შენი ბავშვური სამყარო არასოდეს დაინგრეს!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები