 | ავტორი: უბრალო. ჟანრი: პოეზია 9 დეკემბერი, 2010 |
მე ისევ ვთამაშობ დაღლილს, დაქანცულს, და ისევ კედლები მიკრავენ ტაშს. ფოთლებით ვაგროვებ დაშლილს, დაფანტულს, და ისევ მივყვები საოცარ ხმას.
სადაც მივდივარ იქ სიყალბეა, იქ მუდამ ისმის ნგრევის ჰანგები, აქ ნადგურდება ძველი კედლები აღარ ჩნდებიან თუმცა ახლები.
ერთით მეტია ჩემი ნაბიჯი, ერთით მეტია ძველი კედელიც. მათ აღარ სჯერათ თავისუფლების, აღარც სიტყვების, აღარც ნოტების.
აქ არ იციან ფასი სიცოცხლის და საუბრობენ მხოლოდ წარსულზე. აქ იპარავენ ფოთლებს ნიჩბებით და უმალავენ ერთმანეთს მხრებზე.
ბევრი მინახავს გაგიჟებული, ბევრიც სიმწრისგან დადუმებული. აქ მუდამ ისმის ნგრების ჰანგები, აქ სიყალბეა მრავლისმეტყველი.
მე ისევ ვთამაშობ დაღლილს, დაქანცულს და ისევ კედლები მიკრავენ ტაშს. ფოთლებით ვაგროვებ დაშლილს, დაფანტულს და ისევ მივყვები საოცარ ხმას...
ერთი ნაბიჯით ხალხისგან შორს, ერთი ნაბიჯით კედლისგან შორს
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ერთი ნაბიჯით კედლისგან შორს
მომეწონა. შესრულება დააკლდა, ოდნავ :) ერთი ნაბიჯით კედლისგან შორს
მომეწონა. შესრულება დააკლდა, ოდნავ :)
1. სუსტია,წარმატებები სუსტია,წარმატებები
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|