ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: daviti
ჟანრი: პოეზია
9 დეკემბერი, 2010


..რატომ საოცრად

თბილისს წამოსკდეს თოვა ციდან...
რატომ საოცრად მელექსება ეს დეკემბერი?
და რა საოცრად გაურითმავს ღმერთს ეს სამყარო,
როცა დაღლილი მზის სხივებით თამაშობს ზეცა
მაშინ მოარულ ფიფქებივით ქრება სამყარო.

რამ შემაყვარა თბილისი და ეს დეკემბერი?...
როცა მძინარეს შეგიყვარებს ქართული ზეცა,
როცა არაფრის ბანალური გიყვარს ოცნება,
მაშინ ფიფქებით გაურითმავს დეკემბერს თოვა.

რატომ.. საოცრად მელექსება ეს სიყვარული
და რა საოცრად გაუფანტავს ოცნებებს გლოვა.

დ. მუხიგულაშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები