 | ავტორი: natinat ჟანრი: პოეზია 11 დეკემბერი, 2010 |
როცა დავსუსტდი, სწორედ მაშინ დამიმარტოვე, ცივად ადექი, დაუნდობლად და მიმატოვე… სულის მწვერვალზე ამაღლებულმა, სული დამიწვი, სულ არავისთვის არ დაგენანე, ისე გამიშვი. ახლა შენს ირგვლივ დაიწყება ბილწ ქალთა ქროლვა და მეძავები ყელს მოიღერენ, ქალწულებივით უმალ დატოვებს შენს გონებას სიწმინდის დოგმა, ცოდვის ფიქრები დაგიდგებიან მსახურებივით.
ჩვენს სახლში ისევ ორზე ვშლი სუფრას, ჩვევაა შენი პატარა ცოლის მიყვარდა, ღამით, შენს მკლავზე სუნთქვა, ახლა ოცნებად შემომრჩი, შორი. როგორ დააკლდი ცხოვრებას, ჩემო… ირგვლივ მეფობენ ფერები მუქნი… მაინც წინსვლას და სიცოცხლეს ვჩემობ, უშენოდ ყოფნა შევძელი, თუკი გაბრილ მუცელს რომ მიკოცნიდი, მე გულის ძგერას გითვლიდი მკერდზე შენ მჭირდებოდი, მე, სიცოცხლისთვის დავცარიელდი, ვეღარ ვძლებ, გეძებ... თავს რომ გაჩვენებ, არ ვნაღვლობ, თითქოს... როგორ ამოგშლი გულიდან, ჩემო?! სულზე წერიხარ, კვლავ ენატრებათ ჩემს ტუჩებს შენი ტუჩების გემო. თუკი, ოდესმე, მოსვლას გადაწყვეტ და წაიკითხავ, ამ ციცქნა ბარათს. ყველა სიტყვაზე, ცრემლის ნაკვალევს, რომ წაიკითხავ, შეამჩნევ, ალბათ... მიყვარხარ!!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. თუ ერთხელ მაინც, სიყვარულმა გატკინა გული თუ ერთხელ მაინც, სევდიანად შეხედე ზეცას, დროა მოიხსნა ყოველგვარი ურვა და დარდი დროა ხელახლა გადაეშვა გრძნობების ზღვაში. თუ ერთხელ მაინც, სიყვარულმა გატკინა გული თუ ერთხელ მაინც, სევდიანად შეხედე ზეცას, დროა მოიხსნა ყოველგვარი ურვა და დარდი დროა ხელახლა გადაეშვა გრძნობების ზღვაში.
5. ნუღარ გიყვარს რააა... თუმცა თუ გაწერინებს...
ლექსი ემოციური უფროა, ვიდრე –ლექსი ნუღარ გიყვარს რააა... თუმცა თუ გაწერინებს...
ლექსი ემოციური უფროა, ვიდრე –ლექსი
4. ფერები მუქნი , -ნ- რა საჭიროა .
პირველ ნაწილში გარითმვის მცდელობაა და სულ რომ ისე იყოს ,გაურითმავად,აჯობებდა,ჩემი აზრით
+1 ფერები მუქნი , -ნ- რა საჭიროა .
პირველ ნაწილში გარითმვის მცდელობაა და სულ რომ ისე იყოს ,გაურითმავად,აჯობებდა,ჩემი აზრით
+1
3. :(ჩვენს სახლში ისევ ორზე ვშლი სუფრას, ჩვევაა შენი პატარა ცოლის მიყვარდა, ღამით, შენს მკლავზე სუნთქვა, ახლა ოცნებად შემომრჩი, შორი. -კარგია+2 :(ჩვენს სახლში ისევ ორზე ვშლი სუფრას, ჩვევაა შენი პატარა ცოლის მიყვარდა, ღამით, შენს მკლავზე სუნთქვა, ახლა ოცნებად შემომრჩი, შორი. -კარგია+2
2. ჩვენს სახლში ისევ ორზე ვშლი სუფრას, ჩვევაა შენი პატარა ცოლის მიყვარდა, ღამით, შენს მკლავზე სუნთქვა, ახლა ოცნებად შემომრჩი, შორი.
კარგია ეს... ჩვენს სახლში ისევ ორზე ვშლი სუფრას, ჩვევაა შენი პატარა ცოლის მიყვარდა, ღამით, შენს მკლავზე სუნთქვა, ახლა ოცნებად შემომრჩი, შორი.
კარგია ეს...
1. გაბრილ მუცელს რომ მიკოცნიდი,
კორექტურაა,წარმატებები:) გაბრილ მუცელს რომ მიკოცნიდი,
კორექტურაა,წარმატებები:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|