 | ავტორი: მ.ე__ ჟანრი: იუმორისტული 21 აპრილი, 2011 |
მოგეხსენებათ, ძალიან რთული პერიოდია აბიტურიენტობა. განსაკუთრებით დღეს-დღობით.ფაქტობრივად, აბიტურიენტობის სიმძიმე უდრის ზრდასრული ქალის ექიმად მუშაობისა და ამასთან ერთად ბავშვების აღზრდის სიმძიმეს. რა თქმა უნდა აბიტურიენტს არ რჩება დრო არაფრისთვის, სწავლის გარდა, მით უმეტეს მუშაობისთვის და კიდევ უფრო მით უმეტეს, ოჯახში მოსამსახურედ მუშაობისთვის. მაგრამ ეს ეხება მას, ვინც არ მოიაზრება ჩვენი მოთხრობის გმირში. ხოლო ვისზეც მე მოგახსენებთ რამოდენიმე წუთში, ის შეუდარებლად მონდომებულია შეისწავლოს ყველა საგამოცდო საგანი, უმთავრესად კი მათემატიკა და პლიუს იმუშაოს მოსამსახურედ, საკუთარი მათემატიკის მასწავლებლის სახლში. მთელი უბედურება კი იმაშია, რომ იმუშაოს ანაზღაურების გარეშე (თუ არ ჩავთვლით ზემოთხსენებული საგნის შესწავლას) აი სწორედ ეს არის ის, რაც უნდა ახასიათებდეს ჟეშმარიტ აბიტურიენტს: უსაზღვრო მონდომება, თუნდაც იმის ხარჯზე, რასაც თქვენ სულ მალე გაიგებთ. ერთ დილას, ქალბატონმა და იმ ხანად უკვე აბიტურიენტმა თათულიმ, რახან შაბათი დღე იყო, თავს უფლება მისცა ,გაღვიძება ცოტა დააგვიანა და ერთ საათს გაიხანგრძლივა ძილი. ამ მოვლენას არც მისი მათემატიკის მასწავლებელი-მამიდა ჩამორჩა და მაშინვე გაიღვიძა. როგორც კი გამოთვალა გიულის ძილის ხანგრძლივობა, აღშფოთდა და მკაცრად უთხრა: -იცი რამდენი ხანი გეძინა?! -ცხრა საათი- ამოიკნავლა თათულიმ. -შენ შეგეძლო შვიდი საათი დაგეძინა და დარჩენილი დრო მატემატიკა გეწერა. -მაპატიე. მეძინებოდა. -წადი ახლავე მაღაზიაში და ვინსტონი სუპერ ლაითი ამომიტანე. მადლობის გადახდა არ დაგავიწყდეს გამყიდველისთვის. აი, სწორედ ამ ყოფაში იყო ჩვენი ძვირფასი გოგონა, რადგან მიეღო განათლება მათემატიკასა და უნარებში. ეს ბოლო ხანების ამბავია. ახლა ცოტა უკან გადავინაცვლოთ: -ილოცე ძილის წინ დეზდემონა?! აჰ, უკაცრავად, უკაცრავად. სხვაგან მოვხვდი. -იმეცადინე ხვალის საგნები თათული?! -მათემატიკა დამრჩა, ხვალ დავწერ.მოვასწრებ. -არავითარ შემთხვევაში. დაჯექი ახლავე და შეასრულე დავალება, თორემ ისედაც ხელები მექავება- და მადიანად გაიღიმა ლიანამ, რომელიც სწორედ მათემატიკის მასწავლებელებლის როლს ასრულებს ამ ნაწარმოებში. ეს იყო მეორე მხარე ამ პროცესისა. ახლა გადავიდეთ სამსახურზე და კვლავ უკან გადავახვიოთ ბედნიერი ყოფა თათულისი. -ლიანა მასწავლებელო, დღეს გაკვეთილები ადრე დამიმთავრდა და შეიძლება სახლში წავიდე?- (ლიანა იმავე სკოლაში სასწავლო ნაწილად მოღვაწეობდა, რომელშიც თათული ეს-ეს იყო გადასულიყო და ხომ წარმოგიდგენიათ იქაც რა დღეში აგდებდა?) -არავითარ შემთხვევაში! ჩადი სასადილოში და დაიცადე, სანამ ზურიკოს გაკვეთლები არ დამუმთვრდება. დავალებები აქვს ჩასანიშნი. ზურიკო იყო მათემატიკის მასწავლებლის დის შვილიშვილი. ჯერ პირველ კლასში იყო და ამიტომ მასზე მეთვალყურედ თათული დაენიშნათ. წარმოიდგინეთ, მოსამსახურე- ყველა მოვალეობის შეფარდებით! ჰმ! სასადილო კეთილმოწყობილი და გემრიელი არომატებით გაჟღენთილი დაწესებულება იყო. თუმცა ბედის წყალობითა და უხელფასო სამსახურის სიკეთით, მშიერ თათულის გროშიც არ ქონდა თავის ვარდისფერ საფულეში და ამ მდგომარეობაში მოუხდა გაძლება 45 წუთი ჩვენს გმირს. ახლა ზურიკოს არ იკითხავთ? ძალიან საყვარელი ბავშვი კი იყო და თათულიც უყვარდა, მაგრამ მასაც შეეგრძნო რა იყო სხვისგან მორჩილების სიტკბოება და მუდამ თავისთან ათამაშებდა გოგონას. თუ ის უარს ეტყოდა, გადმოყრიდა ნიანგის ცრემლებს და დიდად საცოდავი სანახავი ხდებოდა. თამაშის პროცესი ხანგრძლივი იყო და თათულის გაკვეთილები მოსამზადებელი რჩებოდა. ამას კი რა თქმა უნდა სხვა ამბები მოჰყვებოდა ხოლმე: -უსაქმურო. არაფრის მაქნისო. ზურიკოსაც აცდენ და შენც არ მეცადინეობ. ჩადი ეხლავე მაღაზიაში და ვინსტონი სუპერ ლაითი ამომიტანე, თხელ კოლოფში. იღბალის წყალობით, მაღაზიაში ერთი ფრიად ჭკვიანი ქალი მუშაობდა, რომელიც მუდამ არასწორად იძლეოდა, რასაც ეტყოდნენ და თათულისაც მუდამ არასწორად ამოჰქონდა ვინსტონი სუპერ ლაითი. ლიანას დაუნდობლობითა და მავნე ჩვევით, რომ სხვა სიგარეტს ვერ გააბოლებდა, თათული ხელახლა ჩადიოდა მაღაზიაში და ხმამაღლა და გარკვევით ეუბნებოდა გამყიდველს: -ვინსტონი, სუპერ ლაითი. თხელ კოლოფში. სუ პერ ლა იი თიი. ახლა მათემატიკის მეცადინეობის ხანგრძლივობას არ იკითხავთ? სრულ ოთხ საათსაც აღწევდა ხოლმე. თანაც ზოგჯერ ძალადობის გზით (აქ აღარ დავკონკრეტდები) ხო, კიდევ დამავიწყდა მეთქვა, როგორ იწყებოდა ყოველი დილა და როგორ მთავრდებოდა ყოველი საღამო. ლიანა: -ოხ თათული, თათული. შენი თავი მაცემინა ერთი მაგრად და მეტი არაფერი არ მინდა. შენი ბრალია ყველაფერი. ოხ თათული. იყო უფრო მძიმე შემთხვევებიც გოგონას ცხოვრებაში. მაგალითად: ერთ-ერთი შაბათი დღე ჩვეულებრივად დაიწყო. თათული ინგლისურზე იყო წასასვლელი და ამ დროს, გაიმართა შენდეგი დიალოგი, მამიდებს შორის. - ლიან, ეს ფარდები რომ გავრეცხეთ, ჩამოკიდება ხომ უნდა? ფანჯრებია ჯერ დასაწმენდი და მე არ შემიძლია- ამბობს მარიკა, მეორე მამიდა. -მერე თათულა რისთვის გვყავს? მიაყენე და აწმენდინე. -ხო, თათულ. აბა მისმინე,,,,- და მოჰყვა ინსტრუქციების მიცემას. "ვაიმე რა მეშველება- ფიქრობს გოგონა-ანდერძის დაწერა მაინც მოვასწრო" ახლა ლიანა ამბობს: -თათულ, ოთახში იატაკია მოსახეხი და ამ დღეებში მოიცალე. მაინც არაფერს მიკეთებ და წვლილი ხომ უნდა შეიტანო ოჯახის საქმეებში? "ეჰეე, ეს უკვე მეტისმეტია.მაგრამ რა ვუყო? მოთმინებითა შენითაო. საქმეს ასე სჭირდება" ერთ მშვენიერ, საამურ საღამოს, როცა გარეთ ხალხი სეირნობდა და ჩიტუნები ჭიკჭიკებდნენ, სალხში თათული და მისი მამიდები ტელეეკრანთან ისხდნენ და რა თქმა უნდა გოგონას დასცინოდნენ. ამაზე თავადაც იცინოდა ხოლმე. -ისე, თათული, მაინც არაფერს აკეთებ, სწავლა შენ არ გინდა, მონდომება შენ არ გაქვს და ხომ არ გათხოვდებოდი?- შეაცქერდა გამომცდელი მზერით ლიანა- აი, მოვძებნოთ ვინმე ხერხეულიძე, გააჩინე ცხრა ვაჟი. ქვეყანასაც წაადგები და სანამ ცხრავე სკოლას დაამთავრებს, ეგებ ისწავლო შენც რამე. მარინა იცინის და ამბობს: -თათულ, კიდევ კარგი სამასი არაგველი არ გითხრა. სასაცილოა არა? ჰმ. უბედურო აბიტურიენტობავ. აბიტურიენტობა კიდევ არაფერი. დამავიწყდა მეთქვა, რომ გიულის და არა მარტო მას, სკოლის საატესტატო რვა გამოცდა ჰქონდა ჩასაბარებელი და აბიტურიენტობის მთელს სიმძიმეს, სწორეს ეს წარმოადგენდა. ჩვენს გოგონას არ შეეძლო ღამეეები ერთია წიგნებთან და რომ იტყვიან - ტვინი დაესხა მათზე. ამიტომ წუხდა და თანახმა იყო ყველაფერზე, რასაც მისი მამიდა ავალებდა. ამასწინად მარინამ დასცინა: -შენზეა ნათქვამი, "აბანოში გამოჩნდება არსენ შენი ვაჟკაცობაო" გიულას "აბანომდე" კი აღაც ისე ბევრი დრო იყო დარჩენილი. ასე შეხმატკბილებულად ელოდა მთელი ეს შემადგენლობა გამოცდებს, რომელიც ეშაფოტსავით შემზარავად ესახებოდა ყველას, ვინც აბიტურიენტობის ყოფაში ჩავარდნილიყო. აი, ახლაც ზის თათული სამზარეულოს მაგიდასთან და სწუხს თავის მომავალზე, რომლისკენ სავალ გზასაც ამგვარად უმსუბუქნებენ მამიდები (და მათ მართლაც ჰგონიათ, რომ უმსუბუქებენ). ნუთუ ყველა აბიტურიენტი ამ დღეშია ჩემო თათული? არ ვიცი. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ შესაძლოა ერთ დღეს ადგე, ყველაფერი მიატოვო და მართლაც შეუდგე ხერხეულიძის ძებნას, რომლის პოვნის ალბათობა, ფაქტობრივად არ არსებობს. მანამდე კი დროა გაიხურო კარი და გაუდგე დიღომი-წერეთლის გზას, რომელიც ინგლისურის მასწავლებელთან მიგიყვანს და დროებით მაინც დაგაღწევინებს თავს უხელფასო სამსახურიდან.
11.12.10
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. ვაიმე,რა კარგად ვიხალისე...აბიტურიენტობა მეც გამოვცადე წელს და მართლაც საშინელებაა,მაგრამ ასეთი მწეველი მასწავლებელი არ მყოლია,საბედნიეროდ... :)) მე რუსულის მასწავლებელი მყავდა ძალიან კარგი...შოკოლადებითა და ბუტერბროდებით მანებივრებდა და მერე დესერტად ხილი გამოჰქონა ჩვენთვის...მოკლედ სახლში უჭმელს არასდროს მიშვებდა :D ვაიმე,რა კარგად ვიხალისე...აბიტურიენტობა მეც გამოვცადე წელს და მართლაც საშინელებაა,მაგრამ ასეთი მწეველი მასწავლებელი არ მყოლია,საბედნიეროდ... :)) მე რუსულის მასწავლებელი მყავდა ძალიან კარგი...შოკოლადებითა და ბუტერბროდებით მანებივრებდა და მერე დესერტად ხილი გამოჰქონა ჩვენთვის...მოკლედ სახლში უჭმელს არასდროს მიშვებდა :D
15. თეეე =)) არ მეწყინა რო გააოფეთ. ვიხალისე :D მადლობა თანაგრძნობისთვის გოგონებო :D ჩაიზე,ყავაზე, შოკოლადზე და კეთილ მასწავლებელზე კი არ ვიტყოდი უარს ;))
თეეე =)) არ მეწყინა რო გააოფეთ. ვიხალისე :D მადლობა თანაგრძნობისთვის გოგონებო :D ჩაიზე,ყავაზე, შოკოლადზე და კეთილ მასწავლებელზე კი არ ვიტყოდი უარს ;))
14. ამის პირველი მკითხველი მე ვარ;;) ფაქტიურად, სოკოს ჭამის პროცესია აღწერილი:-P Like
ამის პირველი მკითხველი მე ვარ;;) ფაქტიურად, სოკოს ჭამის პროცესია აღწერილი:-P Like
13. ვაა,რო ვკითხულობდი უცებ ეჭვი შემეპარა,ვინმე ჩემი ნაცნობი ხო არაა და ჩემზე ხო არ დაწერა რაღაც იუმორისტულშიო :D მეც თათული ვარ,მეც ტანჯული აბიტურიენტი,ოღონდ ბიცოლა მიბურღავს ტვინს უნარებით და უხელფასო სამუშაოს არ ვასრულებ,თორე ბიოგრაფიაა ლამის :D:D გაიხარე ავტორო :D:D ვაა,რო ვკითხულობდი უცებ ეჭვი შემეპარა,ვინმე ჩემი ნაცნობი ხო არაა და ჩემზე ხო არ დაწერა რაღაც იუმორისტულშიო :D მეც თათული ვარ,მეც ტანჯული აბიტურიენტი,ოღონდ ბიცოლა მიბურღავს ტვინს უნარებით და უხელფასო სამუშაოს არ ვასრულებ,თორე ბიოგრაფიაა ლამის :D:D გაიხარე ავტორო :D:D
12. შენგან რაუნდა მეწყინოს კატიე!:D როლანდის ეწყინა ძალიან რომ გავაღვიძე და ვკითხე კიკიმორა რას ნიშნავსთქო და ხვალ ალიონზე ყავას თუ მიარტმევ და მერე პარლამენტს(სიგარეტი) ამოუცუნცულებ გაპატიებს:)) ანუ ცოტა ხნით თათულის როლში ყოფნა მოგიწევს..;;)
თამუნია გაოფებისთვის მაპატიე;;) არმინდოდა :-* შენგან რაუნდა მეწყინოს კატიე!:D როლანდის ეწყინა ძალიან რომ გავაღვიძე და ვკითხე კიკიმორა რას ნიშნავსთქო და ხვალ ალიონზე ყავას თუ მიარტმევ და მერე პარლამენტს(სიგარეტი) ამოუცუნცულებ გაპატიებს:)) ანუ ცოტა ხნით თათულის როლში ყოფნა მოგიწევს..;;)
თამუნია გაოფებისთვის მაპატიე;;) არმინდოდა :-*
11. ნინიკოოოოოოოოო მე საწყენად არ მითქვამს =))
ანემონე, მიმიხედე მაგ ბაღანას, ალიან გავაბრაზე მგონი :)) არ გეწყინოს რააააააა და გაკოცებ, თან შოკოლადსაც ხომ შეგპირდი, წამოდი, 1 თათუკა და 1 ნინიკო მყავს მე და კიდევ დაგამატებთ ორივეეეს აბა, ახლა გაკოცე და ძილინებისაო, ხვალ მართლა მაქვს თათუკა-ანუკ-ელენიკოსთან გაკვეთილები :( ნინიკოოოოოოოოო მე საწყენად არ მითქვამს =))
ანემონე, მიმიხედე მაგ ბაღანას, ალიან გავაბრაზე მგონი :)) არ გეწყინოს რააააააა და გაკოცებ, თან შოკოლადსაც ხომ შეგპირდი, წამოდი, 1 თათუკა და 1 ნინიკო მყავს მე და კიდევ დაგამატებთ ორივეეეს აბა, ახლა გაკოცე და ძილინებისაო, ხვალ მართლა მაქვს თათუკა-ანუკ-ელენიკოსთან გაკვეთილები :(
10. არა,ჯერ წავიკითხავთქო:D ნინკო, მე გასწავლი ერთ სიტყვას ,კიკიმორაზე უკეთ ჟღერს :D შინაარსი დაახლოებით იგივე :D შეგიძლია გამოიყენო მომდევნო ''რაუნდში'' :D
თამ,როგორ მოგწონს აქაურობა?:) არა,ჯერ წავიკითხავთქო:D ნინკო, მე გასწავლი ერთ სიტყვას ,კიკიმორაზე უკეთ ჟღერს :D შინაარსი დაახლოებით იგივე :D შეგიძლია გამოიყენო მომდევნო ``რაუნდში`` :D
თამ,როგორ მოგწონს აქაურობა?:)
9. ანემონე ჯერ გაიცინებ და მერე ჩხუბზე გადახვალ?:)) თუ საჩხუბარია მითXარი არ დამიმალო=)) რას ნიშნავს კიკიმორა გოგო?:)) უნდა გავრაზდე თუ გამეცინოს?:)) ანემონე ჯერ გაიცინებ და მერე ჩხუბზე გადახვალ?:)) თუ საჩხუბარია მითXარი არ დამიმალო=)) რას ნიშნავს კიკიმორა გოგო?:)) უნდა გავრაზდე თუ გამეცინოს?:))
8. =)) ვაიმეეეე კიკიმორა რას ნიშნავს და რა ენაზე ნიშნავს?:D სასიამოვნოდაშკარად არ ჟღერს:D უცნაური სიტყვაა და ცოტა სასაცილოც:)) პირველ ვარიანტშიც და მეორეშიც შენთვის დამითმია ეგ სიტყვაა სიკეთეში მოიხმარე:)) მე სულ არ მეკიკიმარება თათულიც შენი იყოს:D :)) =)) ვაიმეეეე კიკიმორა რას ნიშნავს და რა ენაზე ნიშნავს?:D სასიამოვნოდაშკარად არ ჟღერს:D უცნაური სიტყვაა და ცოტა სასაცილოც:)) პირველ ვარიანტშიც და მეორეშიც შენთვის დამითმია ეგ სიტყვაა სიკეთეში მოიხმარე:)) მე სულ არ მეკიკიმარება თათულიც შენი იყოს:D :))
7. კიკიმორა კიკიას შვილიშვილი:)) ვაიმე ნინკო:)) ჯერ გავიცინებ რა :D:D
კიკიმორა კიკიას შვილიშვილი:)) ვაიმე ნინკო:)) ჯერ გავიცინებ რა :D:D
6. ნუ, ახლა, რა ჰქვია თქვენს საქციელს? მე ისედაც ვანებივრებ ჩემს მოსწავლეებს ჩაით, ყავით, შოკოლადით,სასუნავით, წიგნებით, საჩუქრებით
"მ.ე__" წამოიყვანე ეგ კიკიმორა- "კიკიას შვილიშვილი" ნუ, ახლა, რა ჰქვია თქვენს საქციელს? მე ისედაც ვანებივრებ ჩემს მოსწავლეებს ჩაით, ყავით, შოკოლადით,სასუნავით, წიგნებით, საჩუქრებით
"მ.ე__" წამოიყვანე ეგ კიკიმორა- "კიკიას შვილიშვილი"
5. მშვენიერი იდეაა:)) მე მოვალ ხოლმე და ყავას ან ჩაის(სურვილისამებრ) მოვუმზადებ;;) მშვენიერი იდეაა:)) მე მოვალ ხოლმე და ყავას ან ჩაის(სურვილისამებრ) მოვუმზადებ;;)
4. ვაიმე, რა ვუშველოთ თათულის?
წამოვიდეს მე ვამეცადინებ, არც სიგარეტზე გავაგზავნი, არც 4 საათი ვაყურყუტებ :)) ვაიმე, რა ვუშველოთ თათულის?
წამოვიდეს მე ვამეცადინებ, არც სიგარეტზე გავაგზავნი, არც 4 საათი ვაყურყუტებ :))
3. მეც დავბრუნდი...;;) უკვე წაკითხული და თათულიზე გულდამწვარი:D
მეც დავბრუნდი...;;) უკვე წაკითხული და თათულიზე გულდამწვარი:D
2. ახლავე ნახავთ კომენტარს :" აი, სწორედ ამ ყოფაში იყო ჩვენი ძვირფასი გოგონა, რადგან მიეღო განათლება მათემატიკასა და უნარებში. "
ერთდროულად გინახავთ მასწავლებლის და მათემატიკის სიყვარული :))
მე მინახავს და "ვიბლატავეეეეეეეეებ" :)) ახლავე ნახავთ კომენტარს :" აი, სწორედ ამ ყოფაში იყო ჩვენი ძვირფასი გოგონა, რადგან მიეღო განათლება მათემატიკასა და უნარებში. "
ერთდროულად გინახავთ მასწავლებლის და მათემატიკის სიყვარული :))
მე მინახავს და "ვიბლატავეეეეეეეეებ" :))
1. ეს თამუნიაა ხო?;;) და კომენტარებს რატომ ვერ ვხედავ?:D რაარის ეს რა უკომენტარობაა ურაკსაშინაა? ეს ის ურაკი აღარაა!:))
თამუნია მოგიკითხე მევო და ამას მერე წავიკითხავ ( დარცხვენილი სმაილი) :-* ეს თამუნიაა ხო?;;) და კომენტარებს რატომ ვერ ვხედავ?:D რაარის ეს რა უკომენტარობაა ურაკსაშინაა? ეს ის ურაკი აღარაა!:))
თამუნია მოგიკითხე მევო და ამას მერე წავიკითხავ ( დარცხვენილი სმაილი) :-*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|