საღამოს ფინჯან ყავაზე გეწვევი, დიდხანს ვიყუჩებთ და ერთ-ერთი დაიწყებს: - ხედავ? დაგვიზამთრდა. - გაჭირდა ცხოვრება, - მდა-ა!
როგორც კოვზიდან კაკლის მურაბის ჩამოგორება, ეგ შემოხედვა, ზანტი, კრიალა და უეცარი, ჩემს ყელში, სადაც ჩუმი ცრემლის სავსე ჟამია, ააწკრიალებს ძველ მელოდიას: ნაი, მომენატრე, ნაი, მომენატრე, ნაი, მომენატრე, ნაი!
ეს მელოდია ისმოდა ჩემში, მაშინ, როდესაც ჩახვეულები ცივ საბანში ვიწექით ერთად, თავფეხშექცევით და სიზმრებს დურად ვინაწილებდით; მაშინაც, როცა გაბუტული სანაპიროზე, ჭრელი კენჭებით გიმშვენებდი ქვიშის სამარეს.
ნაი, მომენატრე, ნაი, მომენატრე, ნაი, მომენატრე, ნაი!!!
ყველაფერს გადავდებ, ყველას დავივიწყებ, ჯანდაბას ყინვა თუ თოვა! ან ფინჯან ყავაზე, ან ჭიქა ჩაიზე საღამოს მე შენთან მოვალ! 1993
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. რატომღაც გერმანული ბალადები გამახსენა ამ ლექსმა. :) მომეწონა.
პატივისცემით: ტენდი რატომღაც გერმანული ბალადები გამახსენა ამ ლექსმა. :) მომეწონა.
პატივისცემით: ტენდი
16. როგორც კოვზიდან კაკლის მურაბის ჩამოგორება, ეგ შემოხედვა, ზანტი, კრიალა და უეცარი,
ეს მომეწონა განსაკუთრებით +7 როგორც კოვზიდან კაკლის მურაბის ჩამოგორება, ეგ შემოხედვა, ზანტი, კრიალა და უეცარი,
ეს მომეწონა განსაკუთრებით +7
15. ძვირფასებო! აქ დადებასთან ერთად, ლექსი მეზობელ საიტზეც განვათავსე. ერთ-ერთი კომენტატორის აზრით, ფინალი ძალზე მარტივია. სასიხარულოა, რომ დააფიქსირა ეს მომენტი, მაგრამ , ჩემი, როგორც ავტორის ფიქრით, , მას კიდევ ერთი საფეხური დარჩა გადასადგმელი - ამის შემდეგ ერთიანად უნდა გაეაზრებინა ტექსტი, რათა მიმხვდარიყო, რომ ეს ავტორისეული ჩანაფიქრია - რიტმისა და რითმისათვის დამატებითი - სემანტიკური ფუნქციის მინიჭების ცდა და ფინალში ,,გამარტივება" ლექსი ,,რთულად იწყება, პრობლემაც რთულია: ადამიანი წარმოისახავს ვიზიტს ოდესღაც ძალზე ახლობელ, მაგრამ აწ დაშორებულ, მონატრებულ მეგობართან, რაც ადვილი არ უნდა იყოს , ისინი ამინდზე, ყოფაზე - მოკლედ ისეთ თემებზე ისაუბრებენ, რაზეც ჩვეულებრივ, ლაპარაკობენ უცხო, ან მეტნაკლებად ნაცნობი ადამიანები შეხვედრისას და უხერხული სიჩუმის დასაძლევად. დასტურის, შეგუებისა და ორჭოფობის ერთდროულად შემცველი შორისდებული ,მდა-ა! '' ამ სიტუაციის ხაზგასმას ემსახურება. ფინალში კი ,,ჯანდაბას!" - გადაწყვეტილება მიღებულია.... და როგორ მარტივდება ყველაფერი, როცა ორჭოფობა დაიძლევა! ძვირფასებო! აქ დადებასთან ერთად, ლექსი მეზობელ საიტზეც განვათავსე. ერთ-ერთი კომენტატორის აზრით, ფინალი ძალზე მარტივია. სასიხარულოა, რომ დააფიქსირა ეს მომენტი, მაგრამ , ჩემი, როგორც ავტორის ფიქრით, , მას კიდევ ერთი საფეხური დარჩა გადასადგმელი - ამის შემდეგ ერთიანად უნდა გაეაზრებინა ტექსტი, რათა მიმხვდარიყო, რომ ეს ავტორისეული ჩანაფიქრია - რიტმისა და რითმისათვის დამატებითი - სემანტიკური ფუნქციის მინიჭების ცდა და ფინალში ,,გამარტივება" ლექსი ,,რთულად იწყება, პრობლემაც რთულია: ადამიანი წარმოისახავს ვიზიტს ოდესღაც ძალზე ახლობელ, მაგრამ აწ დაშორებულ, მონატრებულ მეგობართან, რაც ადვილი არ უნდა იყოს , ისინი ამინდზე, ყოფაზე - მოკლედ ისეთ თემებზე ისაუბრებენ, რაზეც ჩვეულებრივ, ლაპარაკობენ უცხო, ან მეტნაკლებად ნაცნობი ადამიანები შეხვედრისას და უხერხული სიჩუმის დასაძლევად. დასტურის, შეგუებისა და ორჭოფობის ერთდროულად შემცველი შორისდებული ,მდა-ა! `` ამ სიტუაციის ხაზგასმას ემსახურება. ფინალში კი ,,ჯანდაბას!" - გადაწყვეტილება მიღებულია.... და როგორ მარტივდება ყველაფერი, როცა ორჭოფობა დაიძლევა!
14. 1993 წელი... და მის მერეც არაფერი იცვლება, ხომ? ეს მონატრება ხომ სულ რჩება და რჩება... როგორც კოვზიდან კაკლის მურაბის ჩამოგორება, ეგ შემოხედვა, ზანტი, კრიალა და უეცარი,______ ძალიან უცხო და ლამაზი:) 1993 წელი... და მის მერეც არაფერი იცვლება, ხომ? ეს მონატრება ხომ სულ რჩება და რჩება... როგორც კოვზიდან კაკლის მურაბის ჩამოგორება, ეგ შემოხედვა, ზანტი, კრიალა და უეცარი,______ ძალიან უცხო და ლამაზი:)
13. 12. მადლობა ძვირფასებო! ლექსი გამოქვეყნებულია გაზეთ ,,ლიტერატურულ საქართველოში`, როგორც მახსოვს, 1993 წელს, შემდგომ შეტანილი მაქვს კრებულში ,,ჩემი სიყვარულის პწკარედი``, მგონი, ადრე აქაც მედო. რიტმიკა - ორი საზომის ვარიაციებს ეყრდნობა. დასაწყისიდანვე მოცემულია იმპულსი რიტმული ინერციიდან გასათავისუფლებლად. ჩემი ჩანაფიქრით, მკითხველი პირველი სტრიქონების გაცნობისას უნდა ,,დამებნია". ასეთი თამაშური ხერხისთვის მერეც არაერთგზის მიმიმართავს. ნინო დარბაისელი. 2010-12-12 22:44:43
ციკლიდან ნინო დარბაისელი და უცხო სიტყვათა ლექსიკონი,ანუ როგორ დაგაბნიოთ ურაკელებო =))
რიტმული ინერვაციიდან გათავისუფლებული ლაცაბიძემ დატოვე გვერდი =))
არ მიწყინოტ ვხუმრობ რა. 12. მადლობა ძვირფასებო! ლექსი გამოქვეყნებულია გაზეთ ,,ლიტერატურულ საქართველოში`, როგორც მახსოვს, 1993 წელს, შემდგომ შეტანილი მაქვს კრებულში ,,ჩემი სიყვარულის პწკარედი``, მგონი, ადრე აქაც მედო. რიტმიკა - ორი საზომის ვარიაციებს ეყრდნობა. დასაწყისიდანვე მოცემულია იმპულსი რიტმული ინერციიდან გასათავისუფლებლად. ჩემი ჩანაფიქრით, მკითხველი პირველი სტრიქონების გაცნობისას უნდა ,,დამებნია". ასეთი თამაშური ხერხისთვის მერეც არაერთგზის მიმიმართავს. ნინო დარბაისელი. 2010-12-12 22:44:43
ციკლიდან ნინო დარბაისელი და უცხო სიტყვათა ლექსიკონი,ანუ როგორ დაგაბნიოთ ურაკელებო =))
რიტმული ინერვაციიდან გათავისუფლებული ლაცაბიძემ დატოვე გვერდი =))
არ მიწყინოტ ვხუმრობ რა.
12. მადლობა ძვირფასებო! ლექსი გამოქვეყნებულია გაზეთ ,,ლიტერატურულ საქართველოში', როგორც მახსოვს, 1993 წელს, შემდგომ შეტანილი მაქვს კრებულში ,,ჩემი სიყვარულის პწკარედი'', მგონი, ადრე აქაც მედო. რიტმიკა - ორი საზომის ვარიაციებს ეყრდნობა. დასაწყისიდანვე მოცემულია იმპულსი რიტმული ინერციიდან გასათავისუფლებლად. ჩემი ჩანაფიქრით, მკითხველი პირველი სტრიქონების გაცნობისას უნდა ,,დამებნია". ასეთი თამაშური ხერხისთვის მერეც არაერთგზის მიმიმართავს. მადლობა ძვირფასებო! ლექსი გამოქვეყნებულია გაზეთ ,,ლიტერატურულ საქართველოში`, როგორც მახსოვს, 1993 წელს, შემდგომ შეტანილი მაქვს კრებულში ,,ჩემი სიყვარულის პწკარედი``, მგონი, ადრე აქაც მედო. რიტმიკა - ორი საზომის ვარიაციებს ეყრდნობა. დასაწყისიდანვე მოცემულია იმპულსი რიტმული ინერციიდან გასათავისუფლებლად. ჩემი ჩანაფიქრით, მკითხველი პირველი სტრიქონების გაცნობისას უნდა ,,დამებნია". ასეთი თამაშური ხერხისთვის მერეც არაერთგზის მიმიმართავს.
11. თბილია.. .: )
გაიხარეთ !!
5 თბილია.. .: )
გაიხარეთ !!
5
10. ეს სადღაც წამიკითხავს, თითქოს... +5 სითბოს, რომელიც ნაწერშია... ეს სადღაც წამიკითხავს, თითქოს... +5 სითბოს, რომელიც ნაწერშია...
7. ყველაფერს გადავდებ, ყველას დავივიწყებ, ჯანდაბას ყინვა თუ თოვა! ან ფინჯან ყავაზე, ან ჭიქა ჩაიზე საღამოს მე შენთან მოვალ!
მობრძანდით! :)
ლექსად მაინცდამაინც ვერ აღვიქვი, ვერც ვერლიბრად და ვერც კონვენციად ყველაფერს გადავდებ, ყველას დავივიწყებ, ჯანდაბას ყინვა თუ თოვა! ან ფინჯან ყავაზე, ან ჭიქა ჩაიზე საღამოს მე შენთან მოვალ!
მობრძანდით! :)
ლექსად მაინცდამაინც ვერ აღვიქვი, ვერც ვერლიბრად და ვერც კონვენციად
5. ამ ნაწერს პოეზიასთან არაფერი ესაქმება გარწმუნებთ. ამ ნაწერს პოეზიასთან არაფერი ესაქმება გარწმუნებთ.
3. მიუხედავად იმისა, რომ ვერლიბრს არ სწყალობს ჩემი განუვითარებელი გონება, რაღაც მესიამოვნა ამ ლექსის წაკითხვა მიუხედავად იმისა, რომ ვერლიბრს არ სწყალობს ჩემი განუვითარებელი გონება, რაღაც მესიამოვნა ამ ლექსის წაკითხვა
1. ეს მელოდია ისმოდა ჩემში, მაშინ, როდესაც ჩახვეულები ცივ საბანში ვიწექით ერთად, თავფეხშექცევით და სიზმრებს დურად ვინაწილებდით; მაშინაც, როცა გაბუტული სანაპიროზე, ჭრელი კენჭებით გიმშვენებდი ქვიშის სამარეს.
კარგი და მოგიკითხეთ ნინო... ეს მელოდია ისმოდა ჩემში, მაშინ, როდესაც ჩახვეულები ცივ საბანში ვიწექით ერთად, თავფეხშექცევით და სიზმრებს დურად ვინაწილებდით; მაშინაც, როცა გაბუტული სანაპიროზე, ჭრელი კენჭებით გიმშვენებდი ქვიშის სამარეს.
კარგი და მოგიკითხეთ ნინო...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|