ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ემმა
ჟანრი: პოეზია
12 დეკემბერი, 2010


დუელი

ქალაქში წვიმს...
წვიმს ქალაქში...
ჩემი განწყობა ფოთლებგამხმარ
მცენარეს მოჰგავს.
ქოთნის ყვავილებს წყალს რომ ვუსხამ
დროგამოშვებით,
ცოცხლდებიან, მერე კი ვუცდი,
ვუცდი მანამდე დაიწყებენ თავიდან კვდომას .
კრიტიკულ დღეებს ჩემთან ჰქვიათ შიზოიდური,
ყველაზე ლამაზ სიზმრებს ვხედავ თეთრ ღამეებში
და ისევ ისე, ძველებურად, ვუსმენ ზემფირას
მაღალ ხმაზე,
ვყვირი, როდესაც ესმის არავის,
არავის ესმის!
არ შეუძლიათ რადგან გაგება გიჟის და მაინც...
შუბლით ვეყრდნობი შეციებულ კედლებს ოთახში,
ვერ დამთავრებულ შეგრძნებებით ვიწვევ დეკემბერს
ღია ფანჯრიდან.
დუელი თოვლთან!
დუელი თოვლთან!
დუელი თოვლთან!

ქალაქში არ თოვს...

მე დაორთქლილი სარკის წინ ვდგავარ,
ვიღებ მაკრატელს
და მოგრძო თმას ვიჭრი,
განწყობა
ფოთლებგამხმარ მცენარესავით
უნდა გადავრგო.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები