_გამოანათებს? _რა?-ისმის გაოცებული ხმა _არაფერი.......არა ისე ხმამაღლა გავიფიქრე....მზე გამოანათებს? _რა დაგემართა ბიჭო? გამოცოცხლდი, გამოგლიჯე მაგ ილუზიებით შექმნილი სამყაროს კარები, მიაყოლე კედლები და გაასწორე მიწასთან ასე ჯობს. ამოდენა მზეს როგორ ვერ ხედავ?! _ჰო, მზეს ვხედავ, მაგრამ ანათებს? _კიდევ დაიწყო...აბა მე ვანათებ, ვისია ეს სხივები?- იკითხა ღიმილით სახეგანათებულმა რომელიც არ იყო დარწმუნებული თანამოსაუბრის ფსიქიკურ მდგრადობაში _კარგი, ახლა გამახსენდა მეჩქარება უნდა წავიდე. _არანაირი საქმე არ მქონდა, მაგრამ ჩამოვიშორე ზედმეტი, რათა დავრჩენილიყავით მარტო მე და ჩემი საუკეთესო მეგობარი, "მე".გადავუხვიე პარალელურ ქუჩაზე და დავიწყე ხეტიალი ჩემი პატარა, მტირალა ქალაქის ქუჩებში, ჩვეული რიტმებითა და მდგომარეობით, გადავეშვი შორეულ ფიქრებსა და ოცნებებში, იქ სადღაც შორს ანუ შევუდექი ჩემს საყვარელ საქმიანობას. მზე ანათებდა ქალაქში მაგრამ მხოლოდ ქალაქში...ტყუილად მიიჩნევენ მზეს უზენაეს და მიუწვდომელ არსებად, ყველასა და ყველაფრის დამმარცხებლად, ტყუილად ეთაყვანებოდნენ და აღმერთემდნენ მას...მან უბრალო ბარიერის გადალახვაც კი ვერ შეძლო, ვერ შეაღწია ერთი ჩვეულებრივი მოკვდავის გულში, ვერ შეძლო გაელღო ყინვა...მზე ანათებს მე კი მცივა...მცივა, იმიტომ რომ როცა სახლიდან გამოვედი უკან მიხედვა ვერ შევძელი, შემეშინდა, ცრემლიანი და სევდიანი თვალების შემეშინდა,წარმოიდგინეთ, მე ვგრძნობდი თბილ მზერას, ყველაზე თბილ მზერას, ისეთ თბილს რომ მზეს მისთვის უნდა ეთხოვა მხურვალება, და უკან არ მივიხედე...მაგრამ არ ვიცი რისი უფრო შემეშინდა მისი ცრემლიანი თვალების, თუ იმის რომ ჩემს თვალებზეც ბრწყინავდა პატარა მარგალიტები(მგონი პირველად, დიდი ხნის შემდეგ)...ალბათ წმინდა მარგალიტების გამო მრცხვენოდა და ამიტომაც ვერ მივიხედე, არადა როგორ მინდოდა რომ მიმეხედა, ძალიან მინდოდა, ვიცი რომ დიდხანს ვეღარ ვნახავდი... არ მინდოდა მომღერალი გედისთვის შემევლო თვალი...არადა რამდენ ხანს მიყურებდა... გაყინულია ჩემი გული. აბა რა არის?!...მზეს კი ცხრათვალას უწოდებენ, ცხრა კი არა ციკლოპივით ერთი თვალიც კი არა აქვს, ან ცხრავე თვალი აქვს და უბრალოდ ძალიან უსუსურია, მარტო დარჩენილი ჰიტლერივით უსუსური სიკვდილის წინ, მე დღეს დავრწმუნდი მზეო, ბევრისთვის მკვლელო, ბევრისთვის სიცოცხლის მიმნიჭებელო, ტყუილად წერენ შენზე შეშლილი პოეტები და ხატავენ შემოქმედებით წვაში მყოფი მხატვრები...შენ ხარ იმ შავი კვადრატის შთაგონების წყარო, რომლის მოტივსაც კაცობრიობამ ვერ მიაგნო, აი, ეს შავი კვადრატია შენი ნამდვილი სახე, შენი სიშიშვლე, არარაობა ხარ, მზეო, ზღვასაც კი ვერ უმკლავდები, უბრალო ადამიანის სულამდეც კი ვერ აღწევ და საღამოს მოახლოებისას მთვარესთან დამარცხებულს მახინჯი სიწითლე გეპარება. შენ მე ვერ მომერიე და სხვას მოერევი?! ფუჭია შენი ოცნებები და ფიქრები ფუჭი, შენ ერთ-ერთი ვარსკვლავი ხარ არაფრით გამორჩეული უბრალოდ ისე შემოეტმასნე ცხრა დედმამიშვილს, როგორც თავგზააბნეული უსახლკარო, შენ თუ გგონია ის ცხრა დაიმონე ცდები...იმათ შენ შეგიწყალეს, შეგიფარეს და შენი ორბიტა უბრალო ქირაა, რომელიც აუცილებლად უნდა გადაუხადო მათ,წინააღმდეგ შემთხვევაში შენთან კავშირს გაწყვეტენ და შენ კვლავ უპატრონოდ დარჩები, როგორც სხვა შენნაირები. ტყუილად იხოცებიან შენზე წერაში, შენს ხატვაში იმიტომ რომ ყველაზე კარგად მალევიჩმა შეძლო შენი გამოსახვა, ერთი უბრალო ციური სხეული ხარ განსაკუთრებული ნიჭის გარეშე, ნათება შენი ნიჭი კი არა ფუნქციაა.რამე რომ შეგეძლოს ყინულს გაალღობდი, კისერს მომიგრეხდი და უკან მიმახედებდი _ოჰ, რა მცხუნვარეა დღეს მზე, დაგვხოცა...ამბობს ერთი _ასე იცის აგვისტოში-ამბობს მეორე და ოფლს იწმენდს გახურებული სახიდან _ძლიერად ანათებს...ძლიერად -ამბობს მესამე ხმამაღლა, მომაკვდავი მზესავით წითელი და წინა ორზე მეტად შეწუხებული _ეჰ, მზეა იმ წყაროს დასაწყისი და დასასრული, რომელსაც ცხოვრება ქვია, მიუწვდომელი ხარ და ამიტომაც ხარ სათაყვანებელი, არავის შეუძლია შეგწვდეს, იმიტომ რომ შენ ერთადერთი ხარ, მზეს უდიდესი კომპლიმენტი ჩემგან, ვის ძალუძს მეტად განგადიდოს ან რამე გითხრას ვინემ ამ სიტყვებს, შენი მსგავსი მხოლოდ შენა ხარ.-თქვა ღიმილით და "გაბღენძილი" თვითკმაყოფილება აღებეჭდა სახეზე. მისმა "ქებანმა და დიდებანმა მზისამან" გამაღიზიანა, მაგრამ განვაგრძე გზა..... მზე ზენიტშია...ქალაქში ცხელა, მზე გამალებით ანათებს, მე კი ისევ მცივა........
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. "ტყუილად მიიჩნევენ მზეს უზენაეს და მიუწვდომელ არსებად, ყველასა და ყველაფრის დამმარცხებლად, ტყუილად ეთაყვანებოდნენ და აღმერთემდნენ მას...მან უბრალო ბარიერის გადალახვაც კი ვერ შეძლო, ვერ შეაღწია ერთი ჩვეულებრივი მოკვდავის გულში, ვერ შეძლო გაელღო ყინვა..."
ძალიან მომეწონა +5 "ტყუილად მიიჩნევენ მზეს უზენაეს და მიუწვდომელ არსებად, ყველასა და ყველაფრის დამმარცხებლად, ტყუილად ეთაყვანებოდნენ და აღმერთემდნენ მას...მან უბრალო ბარიერის გადალახვაც კი ვერ შეძლო, ვერ შეაღწია ერთი ჩვეულებრივი მოკვდავის გულში, ვერ შეძლო გაელღო ყინვა..."
ძალიან მომეწონა +5
7. ვაჰ რა მაგარია... ბრავო გიო... ნამდვილად ბრავო! მეტი წერე ძმა... ;) ვაჰ რა მაგარია... ბრავო გიო... ნამდვილად ბრავო! მეტი წერე ძმა... ;)
5. კარგია, გიორგი, კარგი:)
კარგია, გიორგი, კარგი:)
4. მადლობა:)აქ მზე მხოლოდ მზე არ არის:) მადლობა:)აქ მზე მხოლოდ მზე არ არის:)
3. ყოჩაღ გიორგი,მართლა მომეწონა...იხვეწები ,,ჩქარ-ჩქარა,, :D ,,უბრალო ბარიერის გადალახვაც კი ვერ შეძლო, ვერ შეაღწია ერთი ჩვეულებრივი მოკვდავის გულში, ვერ შეძლო გაელღო ყინვა...მზე ანათებს მე კი მცივა,, მზეს არ დააბრალო,უბრალოდ შინაგანს გარეგანი ვერ უშველის... ყოჩაღ გიორგი,მართლა მომეწონა...იხვეწები ,,ჩქარ-ჩქარა,, :D ,,უბრალო ბარიერის გადალახვაც კი ვერ შეძლო, ვერ შეაღწია ერთი ჩვეულებრივი მოკვდავის გულში, ვერ შეძლო გაელღო ყინვა...მზე ანათებს მე კი მცივა,, მზეს არ დააბრალო,უბრალოდ შინაგანს გარეგანი ვერ უშველის...
2. საინტერესოა!
სად არის მკითხველი-ესეც საინტერესოა! საინტერესოა!
სად არის მკითხველი-ესეც საინტერესოა!
1. მზეს კი ცხრათვალას უწოდებენ, ცხრა კი არა ციკლოპივით ერთი თვალიც კი არა აქვს, ან ცხრავე თვალი აქვს და უბრალოდ ძალიან უსუსურია, მარტო დარჩენილი ჰიტლერივით უსუსსური სიკვდილის წინ, მე დღეს დავრწმუნდი მზეო, ბევრისთვის მკვლელო, ბევრისთვისსიცოცხლის მიმნიჩებელო, ტყუილად წერენ შენზე შეშლილი პოეტები, და ხატავენ შემოქმედებით წვაში მყოფი მხატვრები...შენ ხარ იმ შავი კვადრატის შთაგონების წყარო, რომლის მოტივსაც კაცობრიობამ ვერ მიაგნო, აი, ეს შავი კვადრატია შენი ნამდვილი სახე, შენი სიშიშვლე, არარაობა ხარ მზეო ზგვასაც კი ვერ უმკლავდები... წარმატებები...!!!! :) :) კორექტურა გაქვს ადგილ-ადგილ! ისე კაია მზეს კი ცხრათვალას უწოდებენ, ცხრა კი არა ციკლოპივით ერთი თვალიც კი არა აქვს, ან ცხრავე თვალი აქვს და უბრალოდ ძალიან უსუსურია, მარტო დარჩენილი ჰიტლერივით უსუსსური სიკვდილის წინ, მე დღეს დავრწმუნდი მზეო, ბევრისთვის მკვლელო, ბევრისთვისსიცოცხლის მიმნიჩებელო, ტყუილად წერენ შენზე შეშლილი პოეტები, და ხატავენ შემოქმედებით წვაში მყოფი მხატვრები...შენ ხარ იმ შავი კვადრატის შთაგონების წყარო, რომლის მოტივსაც კაცობრიობამ ვერ მიაგნო, აი, ეს შავი კვადრატია შენი ნამდვილი სახე, შენი სიშიშვლე, არარაობა ხარ მზეო ზგვასაც კი ვერ უმკლავდები... წარმატებები...!!!! :) :) კორექტურა გაქვს ადგილ-ადგილ! ისე კაია
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|