ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიპო
ჟანრი: პოეზია
14 დეკემბერი, 2010


დინჯი მღელვარება, აღძრავს ყოველ ვნებას
სულის მდუმარება, ალისფრად მელანდება
დღეს გაზაფხული ვარდისფრად ხარობს
და თვით ზამთარიც გაზაფხულია

სიტყვები ქარში, სიტყვები წყალში
სიტყვები მუდამ ზღვასთან მიდიან
ვით პოეზიის ცრემლი და ლექსი
სიტყვები მუდამ შენთან მოდიან

გაქრება ოდეს ყველა კარიბჭე
მსაზღვრელი გულთა და გონებათა
და გზას სულისას, იპოვის გული
ვითა ლაჟვარდი, ნაძერწი სხივთა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები