ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან63
ჟანრი: პოეზია
16 დეკემბერი, 2010


სამიჯნუროები

ერთი გოგო შემიყვარდა

ერთი გოგო შემიყვარდა,
და გაცნობა გავიფიქრე,
თუმცა ნატვრა, ნატვრად დამრჩა
ბოთე ვარ და,
სიმორცხვისგან გავირინდე.

მუცელს ენა გადავყლაპე,
და ამეწვა ვით ვასაბი,
ერთი სიტყვაც ვერ ვუთხარი,
ბოთე ვარ და,
საუბარი ვერ გავაბი.

იმ თბილისის ალიონზე,
გაცნობა რომ ვერ გავბედე,
ის გოგონა სხვამ გაიცნო,
მე კი, ბოთე დავდივარ და
ამ გოგონას დღესაც ვეძებ.

სიყვარულის ანგელოზებს,
ჩაეჭიდეთ ორივ ხელით,
არ გაუშვათ თქვენი შანსი,
დრო ვერ ითმენს აჯამობას,
როცა ბედი ცხვირწინ გელით.
------------------------------------------
*  *  *

ბევრს ვერ შეგპირდები,
სიყვარულის გარდა,
თავსაც შემოგწირავ
თუ საჭირო გახდა.
მხოლოდ ერთს გპირდები,
ხელში ატატებულს,
შენი სიყვარულით მარად აღტაცებულს,
ფეხით მოგატარებ მე მთელ საქართველოს,
ბოლო წამს კი, ისევ ფეხზე მდგომი,
ბოლო წვეთად დავცლი კვლავ შენს სადღეგრძელოს.
სულ ეგ შემიძლია და კიდევ რაა?
ღვთისგან ნაბოძები რითმის მირონები,
შერბეთ მოგაპკურო და,
ნანად შემოგწირო მე ეს სტრიქონები:
“ალუბლის მელანი და ატმის რტოს კალამი,
ჩემი სიყვარულის არის დასტურ ალმავალი,
ბევრს ვერ შეგპირდები,
ფულს და ბრილიანტებს,
ბრიზად მოვქროლდები და სულს შთაუბერავ,
ჩვენი ტრფობის, იასამნისფერ იაქლნებს”.
----------------------------------------------------
მაგ თვალებს

განთიადზე, ზურმუხტივით მწვანე თვალებს,
მზე თბილისის, მთაწმინდიდან აგილვარებს,
ვის ვადარო, რას ვადარო მწველი მზერა,
შენზე ნაზი და ლამაზი, მე არსების არა მჯერა.
ეგ თვალები ზურმუხტივით ანთებული,
სანთელია ხატის პირად დანთებული,
მუხლს მოვიყრი შენს წინაშე ჩემო ღმერთო,
სურვილი მაქვს, სანთელივით ზედ დაგენთო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები