ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
17 დეკემბერი, 2010


მეუღლეს

მეუღლეს

------------------------

შენ დაღლილი ხარ

ვიცი მგზავრობით,

ლაბირინთებში

ღამე იგრძნობა,

როგორც ვაშლის ხეს

მწიფე ნაყოფი,

ისე ჩამოვწყდით

მარადისობას...



მეც დავიღალე,

ჩემი ღრუბელიც,

ჩემი ბილიკიც,

ჩემი მაღლობიც,

ახლა ვაშლის ხეს

მივეყუდები,

როგორც დაკარგულ

ტოტებს ნაყოფი...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები