ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გია კობაური
ჟანრი: პოეზია
15 იანვარი, 2011


ხევსურის ქალო

ხევსური ქლის ფიქრები

თავი ასწიე ვაჟკაცო,
გადმოდი არაგვს გამოღმა
შენმა ნათქვამმა სიტყვებმა,
გული გამიპო დამბოღმა.

არ ვემონები მაგ სახეს,
მოგკვეთ ხევსურის მკლავითა,
ვის შავარჩინო ურჯულოს,
სიტყვა მიამბოს ავითა.

ცხენს მოაჭენებს ხევსური,
აბჯარ ასხმული ტანადა,
გულში ნატვრად აქვს ნეტავი,
რად შემქმნა ღმერთმან ქალადა.

ანდა არაგვსა რადავარ,
გამომწყვდეული კარადა,
რად მკრძალავს მთები თუ ცხენსა,
გამოვაჭენებ ბარადა.

ოხ ეს არაგვის ტალღებიც,
რად მიიწევენ მტკვარადა,
გადვიდე სატრფოს შევხედო?
ღალატს დამდებენ ბრალადა.

რად მიგაჩნია მეფედა,
ხევსურო ბარად ქებული,
ვინ შექმნა შენში ოცნება,
დაწერა ლექსთა კრებული.

უფლის მადლიმცა გეფინოს,
მზედ გწვავდეს მისი სხივები,
ხევსურის ქალო გიხდება,
თეთრი რაში და მძივები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები