 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 21 დეკემბერი, 2010 |
შიმშილსა და ჩემს მოდგმას ვეომები ნიადაგ, ტრამალების მგელი ვარ, გაწვრთნილ მარტოხელობით. გადარჩენის ინსტიქტი იმ საზღვრებსაც მიადგა, საკუთარი თავისგან თვითონ რომ არ ველოდი... მარტო კაცი ჭამაშიც ცოდოაო, - ამბობენ. მე კი ამ სიმარტოვით ავიშენე გოდოლი. თავს გადაღმა მყეფარე ქარიშხლები დავტოვე, სულისშემშლელ ღრიალით სულ ჩემსკენ რომ მორბოდნენ. დღეს ვყავარ და ღამე მყავს, ჰოდა, მარტოც არა ვარ, ჩემსკენ ვინ რისთვის მოდის, ვატყობ ფეხის ნაბიჯზე. რა ხანია ავხსენი სიმარტოვის ქარაგმა, მთვარეს მაშინ შევყმუი, როცა სავსე მაგიჟებს... მგლურიაო ცხოვრება, მკაცრი ეპითეტია. უმადლოდეთ ჩემს ჯილაგს, ცხოვრება რომ გასწავლეთ. კაცს სიზმარში აწუხებს, მე კი ცხადში მეტკინა, მშვენიერი ირემის გადმოყრილი ნაწლავი... 21.12.10
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
43. მგლების ქალღმერთო-ბიური-ანა, გეძახი და გევედრები მე-მგელი აკბარა, წამიყვანე მთვარეზე, ამ ადამიანების სამგლეთიდან... მგლების ქალღმერთო-ბიური-ანა, გეძახი და გევედრები მე-მგელი აკბარა, წამიყვანე მთვარეზე, ამ ადამიანების სამგლეთიდან...
42. მგელი :))) არ მეგონა ვაჟას შემდეგ ვინმეს ,,მგელი’’ თუ მომეწონებოდა :))) მგელი :))) არ მეგონა ვაჟას შემდეგ ვინმეს ,,მგელი’’ თუ მომეწონებოდა :)))
40. მშვენიერია :) მშვენიერია :)
39. მარტო კაცი ჭამაშიც ცოდოაო, - ამბობენ. მე კი ამ სიმარტოვით ავიშენე გოდოლი. თავს გადაღმა მყეფარე ქარიშხლები დავტოვე, სულისშემშლელ ღრიალით სულ ჩემსკენ რომ მორბოდნენ.
* ბრწყინვალეა. :-*
მარტო კაცი ჭამაშიც ცოდოაო, - ამბობენ. მე კი ამ სიმარტოვით ავიშენე გოდოლი. თავს გადაღმა მყეფარე ქარიშხლები დავტოვე, სულისშემშლელ ღრიალით სულ ჩემსკენ რომ მორბოდნენ.
* ბრწყინვალეა. :-*
38. კარგი ლექსია ნამდვილად. და არც ის არის მართალი, რომ მგლისგან ვერაფერს ისწავლი სასარგებლოს... 5 კარგი ლექსია ნამდვილად. და არც ის არის მართალი, რომ მგლისგან ვერაფერს ისწავლი სასარგებლოს... 5
37. კარგი ლექსი.
აქ მგლის და პოეტის ალღოა შერწყმული. "ჩემსკენ ვინ რისთვის მოდის, ვატყობ ფეხის ნაბიჯზე".
კარგი ლექსი.
აქ მგლის და პოეტის ალღოა შერწყმული. "ჩემსკენ ვინ რისთვის მოდის, ვატყობ ფეხის ნაბიჯზე".
36. ჩამაფიქრებელია .... აზრიანი და მომეწონა :) ისე , ამას წინათ ბავშვებს ვკითხე მგელი როგორი წარმოგიდგენიათ თქო და ზოგიერმა კი დაახასიათა "წითელქუდას" მგელი, მაგრამ მალევე გაიხსენეს მაუგლიც და რომი და რომულის გამზრდელი მგელიც და რაღაცნაირად გამიხარდა , მგელი მარტო მგელი რომ არაა და ადამიანური მგელიც რომ არსებობს, ან პირიქით ..... თუმცა რა მნიშვნელობა აქვს ისე, ორივე ღმერთმა შექმნა , თანაც ყოველივე სიკეთით :) ჩამაფიქრებელია .... აზრიანი და მომეწონა :) ისე , ამას წინათ ბავშვებს ვკითხე მგელი როგორი წარმოგიდგენიათ თქო და ზოგიერმა კი დაახასიათა "წითელქუდას" მგელი, მაგრამ მალევე გაიხსენეს მაუგლიც და რომი და რომულის გამზრდელი მგელიც და რაღაცნაირად გამიხარდა , მგელი მარტო მგელი რომ არაა და ადამიანური მგელიც რომ არსებობს, ან პირიქით ..... თუმცა რა მნიშვნელობა აქვს ისე, ორივე ღმერთმა შექმნა , თანაც ყოველივე სიკეთით :)
35. "...თავს გადაღმა მყეფარე ქარიშხლები დავტოვე, სულისშემშლელ ღრიალით სულ ჩემსკენ რომ მორბოდნენ..."
კარგია...გაადამიანებული მგელი და რა ცუდია ხშირად გამგელებული ადამიანი... აზრიანი იდა მუხტის მომტანია. "...თავს გადაღმა მყეფარე ქარიშხლები დავტოვე, სულისშემშლელ ღრიალით სულ ჩემსკენ რომ მორბოდნენ..."
კარგია...გაადამიანებული მგელი და რა ცუდია ხშირად გამგელებული ადამიანი... აზრიანი იდა მუხტის მომტანია.
34. რა ხანია ავხსენი სიმარტოვის ქარაგმა, მთვარეს მაშინ შევყმუი, სავსე როცა მაგიჟებს... მგლურიაო ცხოვრება, მკაცრი ეპითეტია. უმადლოდეთ ჩემს ჯილაგს, ცხოვრება რომ გასწავლეთ.
მგელი ჭკვანი,უჭკვიანესი ცხოველია.. მე მომწონს ლექსი! რა ხანია ავხსენი სიმარტოვის ქარაგმა, მთვარეს მაშინ შევყმუი, სავსე როცა მაგიჟებს... მგლურიაო ცხოვრება, მკაცრი ეპითეტია. უმადლოდეთ ჩემს ჯილაგს, ცხოვრება რომ გასწავლეთ.
მგელი ჭკვანი,უჭკვიანესი ცხოველია.. მე მომწონს ლექსი!
32. ორივე ფინალი მომეწონა, ეგ მეორე კიდევ ახალ მგელს გავს, ამის ბიძაშვილს, ანუ ცალკე ლექსის სახეს მიიღებს, ასე მგონია... კარგია მოკლედ!
ორივე ფინალი მომეწონა, ეგ მეორე კიდევ ახალ მგელს გავს, ამის ბიძაშვილს, ანუ ცალკე ლექსის სახეს მიიღებს, ასე მგონია... კარგია მოკლედ!
31. აკბარას თხოვნა გამახსენა ამ ლექსმა ბიური-ანასადმი. დასასრულს მიბრუნება წაადგებოდა. ჩემი აზრით აკბარას თხოვნა გამახსენა ამ ლექსმა ბიური-ანასადმი. დასასრულს მიბრუნება წაადგებოდა. ჩემი აზრით
30. ..
ხასიათიანი ნაწერია.. მოძრავი.. მომწონს.. 5!
25-ე კომენტარი მომეწონა კიდევ და კიპლინგი მიყვარს მაგრად.. მაგრად.. :)
ყველა სიკეთე.. ..
ხასიათიანი ნაწერია.. მოძრავი.. მომწონს.. 5!
25-ე კომენტარი მომეწონა კიდევ და კიპლინგი მიყვარს მაგრად.. მაგრად.. :)
ყველა სიკეთე..
29. კაცს სიზმარში აწუხებს, მე კი ცხადში მეტკინა, მშვენიერ ანტილოპას გადმოყრილი ნაწლავი...
თამარ... მთელი განწყობა მოიტანა ჩემამდე, ზუსტად ვხვდები მგონია, რასაც განიცდიდით, როცა ამას წერდით. მომეწონა, განცდებიან-ემოიციებიანად და ლექსის შესრულება ხომ, დახვეწილი და ლაზათიანი უდავოდ :) კაცს სიზმარში აწუხებს, მე კი ცხადში მეტკინა, მშვენიერ ანტილოპას გადმოყრილი ნაწლავი...
თამარ... მთელი განწყობა მოიტანა ჩემამდე, ზუსტად ვხვდები მგონია, რასაც განიცდიდით, როცა ამას წერდით. მომეწონა, განცდებიან-ემოიციებიანად და ლექსის შესრულება ხომ, დახვეწილი და ლაზათიანი უდავოდ :)
28. ვაიმე, ქალბატონო, თამარ, მგონი პირველი ლექსი თქვენებიდან,რომელიც ჩემთან ვერაფრით''მოვიყვანე'' :) მაგრამ მაინც მელოდიისა და შესრულების ფონზე სასიამოვნოდ წასაკითხი ლექსია :)
ვაიმე, ქალბატონო, თამარ, მგონი პირველი ლექსი თქვენებიდან,რომელიც ჩემთან ვერაფრით``მოვიყვანე`` :) მაგრამ მაინც მელოდიისა და შესრულების ფონზე სასიამოვნოდ წასაკითხი ლექსია :)
27. ''მგელი უნდა იყო, მგელი და მგელზე უფრო მგელი'' (ნაწყვეტი ფილმიდან ''ლონდრე'') :D :D :D ``მგელი უნდა იყო, მგელი და მგელზე უფრო მგელი`` (ნაწყვეტი ფილმიდან ``ლონდრე``) :D :D :D
26. მაგარია ძაან! მაგარია ძაან!
25. ხაჩიკას ჰკითხეს - მგელი მოერევა თუ ლომიო? რა თქმა უნდა, ლომი! - პასუხობს ხაჩიკა. რატომო? ლომი მაინც "ვოლკიაო!" - იყო პასუხი... ხაჩიკას ჰკითხეს - მგელი მოერევა თუ ლომიო? რა თქმა უნდა, ლომი! - პასუხობს ხაჩიკა. რატომო? ლომი მაინც "ვოლკიაო!" - იყო პასუხი...
23. 10. ხორუმი ქართველი მგლების ცეკვაა თამარ ანტილოპა სადაცაა იქ მე მგონი უფრო გიენები დარბიან , და მეც ფინალს შევცვლიდი ჰარირამა. 2010-12-21 21:31:12
გაცნობებთ, რომ მგლის გავრცელების არეალი საკმაოდ ფართოა, შუა აზიის "საიგაკიც" იგივე ანტილოპაა, ქართული არჩვიც ანტილოპას ჯიშს განეკუთვნება. მე ზოგადად მგლის სახე მქონდა მხედველობაში... თორემ, არც ბრემი ვარ და არც ჩარლზ დარელი, (ბრემი- დიდი გერმანელი ზოოლოგი)...
10. ხორუმი ქართველი მგლების ცეკვაა თამარ ანტილოპა სადაცაა იქ მე მგონი უფრო გიენები დარბიან , და მეც ფინალს შევცვლიდი ჰარირამა. 2010-12-21 21:31:12
გაცნობებთ, რომ მგლის გავრცელების არეალი საკმაოდ ფართოა, შუა აზიის "საიგაკიც" იგივე ანტილოპაა, ქართული არჩვიც ანტილოპას ჯიშს განეკუთვნება. მე ზოგადად მგლის სახე მქონდა მხედველობაში... თორემ, არც ბრემი ვარ და არც ჩარლზ დარელი, (ბრემი- დიდი გერმანელი ზოოლოგი)...
22. ძვირფასო მკითხველო! ისეთი დიდი მწერალი, როგორიც კიპლინგია, ტყუილ-უბრალოდ არ გამოიყვანდა მგელს დადებით პერსონაჟად. "მაუგლი" ხომ ყველას გვაქვს წაკითხული? რაც შეეხება ჩემი მარტოხელა მგლის პერსონაჟს, მის "სულის გადარჩენაზე" ფიქრს, აქ ალეგორიას მივმართე, ცხოველი ადამიანური თვისებებით აღვჭურვე, რომ მის ფონზე ადამიანის ადამიანობა დაკარგული სახე უკეთ წარმომეჩინა... სულ ეს იყო... ისე, ბევრ ადამიანს სჯობს მგელი. დაუნდობელ ხასიათს არ ნიღბავს... ძვირფასო მკითხველო! ისეთი დიდი მწერალი, როგორიც კიპლინგია, ტყუილ-უბრალოდ არ გამოიყვანდა მგელს დადებით პერსონაჟად. "მაუგლი" ხომ ყველას გვაქვს წაკითხული? რაც შეეხება ჩემი მარტოხელა მგლის პერსონაჟს, მის "სულის გადარჩენაზე" ფიქრს, აქ ალეგორიას მივმართე, ცხოველი ადამიანური თვისებებით აღვჭურვე, რომ მის ფონზე ადამიანის ადამიანობა დაკარგული სახე უკეთ წარმომეჩინა... სულ ეს იყო... ისე, ბევრ ადამიანს სჯობს მგელი. დაუნდობელ ხასიათს არ ნიღბავს...
21. ჩავიკითხე სხვა კომენტარებიც...ხალხო, განა ღირს, კერძოდ მგლის გამო, ამდენი დავა? ეს ხომ პოეზიაა, განა ”ალგეთის მგლის ლეკვები” არაფერს გეუბნებათ საამაყოსა და საამურს? ჩავიკითხე სხვა კომენტარებიც...ხალხო, განა ღირს, კერძოდ მგლის გამო, ამდენი დავა? ეს ხომ პოეზიაა, განა ”ალგეთის მგლის ლეკვები” არაფერს გეუბნებათ საამაყოსა და საამურს?
20. ძალიან, ძალიან მაგარი ლექსია, დიდი სიამოვნება მივიღე, ბევრჯერ მოვბრუნდები ამ გვერდზე ამ ლექსის გამო. ძალიან, ძალიან მაგარი ლექსია, დიდი სიამოვნება მივიღე, ბევრჯერ მოვბრუნდები ამ გვერდზე ამ ლექსის გამო.
19. ''მგელი არ მაშლის მგლობასა, არწივი არწივობასა''-ო, ნათქვამია. ლეგენდარული ქალაქი რომი-ხომ მგლის ნაშიერია! აკი კიდევაც აქვს დაწერილი შოთა ნიშნიანიძეს: ''მგლის ნაშიერი რომი''
''თავისუფლები ვყოფილვართ მონათმფლობელურ რომში, ახლა კი ვლოღნით გალიებს ამ კაცთმოყვარულ დროში''.
ასე რომ მგელმაც შეასრულა მნიშვნელოვანი როლი კაცობრიობის ისტორიაში!
''ძუ მგელი''
:))))))))))))))))))) ``მგელი არ მაშლის მგლობასა, არწივი არწივობასა``-ო, ნათქვამია. ლეგენდარული ქალაქი რომი-ხომ მგლის ნაშიერია! აკი კიდევაც აქვს დაწერილი შოთა ნიშნიანიძეს: ``მგლის ნაშიერი რომი``
``თავისუფლები ვყოფილვართ მონათმფლობელურ რომში, ახლა კი ვლოღნით გალიებს ამ კაცთმოყვარულ დროში``.
ასე რომ მგელმაც შეასრულა მნიშვნელოვანი როლი კაცობრიობის ისტორიაში!
``ძუ მგელი``
:)))))))))))))))))))
18. მგელი სულის გადარჩენისთვის ზრუნავს?...არა მგონია ამდენი იცოდეს...:)
მგელი სულის გადარჩენისთვის ზრუნავს?...არა მგონია ამდენი იცოდეს...:)
16. არ მჯერა ბატონო ჰა-რა-ლე და მოკალით, თუ გნებავთ. ამ საიტზეც და ზოგადადაც გამგელებული ადამიანი რომ მგელზე უარესია, ეგ ხომ ისედაც ვიცით, მაგრამ ეგ მგლის მდგომარეობას ვერ აკეთილშობილებს ჩემს თვალში. რომ არ ყოფილყო მგელი, ადამიანი ვერ მიბაძავდა მას :) არ მჯერა ბატონო ჰა-რა-ლე და მოკალით, თუ გნებავთ. ამ საიტზეც და ზოგადადაც გამგელებული ადამიანი რომ მგელზე უარესია, ეგ ხომ ისედაც ვიცით, მაგრამ ეგ მგლის მდგომარეობას ვერ აკეთილშობილებს ჩემს თვალში. რომ არ ყოფილყო მგელი, ადამიანი ვერ მიბაძავდა მას :)
15. ეეეჰ, ნეტავ იცოდეთ ჩემო ძვირფასო ჭავ და დაისო, რა კარგი ცხოველია მგელი და რამდენ ადამიანს სჯობია, თუნდაც აქ, ამ საიტზე, თავის აღზრდით, წესებით თუ გონებით. :) ეეეჰ, ნეტავ იცოდეთ ჩემო ძვირფასო ჭავ და დაისო, რა კარგი ცხოველია მგელი და რამდენ ადამიანს სჯობია, თუნდაც აქ, ამ საიტზე, თავის აღზრდით, წესებით თუ გონებით. :)
14. დაისო, გითქვამს ჩემი სათქმელი... არც მგელი მიყვარს და არც მისი კანონები...:(
ლექსად კი ლამაზია და ეს ავტორიც მომწონს...:-* დაისო, გითქვამს ჩემი სათქმელი... არც მგელი მიყვარს და არც მისი კანონები...:(
ლექსად კი ლამაზია და ეს ავტორიც მომწონს...:-*
13. მგლურიაო ცხოვრება, მკაცრი ეპითეტია. უმადლოდეთ ჩემს ჯილაგს, ცხოვრება რომ გასწავლეთ. კაცს სიზმარში აწუხებს, მე კი ცხადში მეტკინა, მშვენიერ ანტილოპას გადმოყრილი ნაწლავი...
ლექსად კი, მაგრამ მგელი არც მიყვარს და არც მეცოდება, თავისი ტრაგიკულობის მიუხედავად..ადამიანი მისგან კარგს ვერაფერს ისწავლიდა და ამიტომ მგლურიაო ცხოვრება, მკაცრი ეპითეტია. უმადლოდეთ ჩემს ჯილაგს, ცხოვრება რომ გასწავლეთ. კაცს სიზმარში აწუხებს, მე კი ცხადში მეტკინა, მშვენიერ ანტილოპას გადმოყრილი ნაწლავი...
ლექსად კი, მაგრამ მგელი არც მიყვარს და არც მეცოდება, თავისი ტრაგიკულობის მიუხედავად..ადამიანი მისგან კარგს ვერაფერს ისწავლიდა და ამიტომ
12. მიყვარს მგელი, ტრამალის და მარტოხელაც.:) მათზე დაწერილი ნაწარმოებები და არც ეს შემთხევაა გამონაკლისი.:) მიყვარს მგელი, ტრამალის და მარტოხელაც.:) მათზე დაწერილი ნაწარმოებები და არც ეს შემთხევაა გამონაკლისი.:)
11. ტელემაყურებელთა, თფუ, მკითხველთა დაჟინებული "მზერის" გამო ვცვლი ფინალს, თუმცა, გიზოს თქმისა არ იყოს, "ესაა მგლური ცხოვრება"... ისე, რა კარგი გამოგონება ხარ, მკითხველო...
ესეც თქვენთვის სასურველი ფინალი: მგელი არასდროს არღვევს დაუწერელ კანონებს. კაცთა მოდგმამ რაც სისხლი ღვარა, ნილოსს შეავსებს. კბილს რას გავკრავ - ვიცი და არც არასდროს ვნანობ მე მერქვას დაუნდობელი მტაცებელთა სიაში. მე ჩემს სიმარტოვეზე არასოდეს ვნაღვლობ და დარდებს ჩემგან დაფლეთილს, ვუნაწილებ ტრამალებს. ძუ მგელი მელოდება, სადღაც, მთვარის მახლობლად, ასე, ორი დღისა და სამი ღამის სავალზე...
ტელემაყურებელთა, თფუ, მკითხველთა დაჟინებული "მზერის" გამო ვცვლი ფინალს, თუმცა, გიზოს თქმისა არ იყოს, "ესაა მგლური ცხოვრება"... ისე, რა კარგი გამოგონება ხარ, მკითხველო...
ესეც თქვენთვის სასურველი ფინალი: მგელი არასდროს არღვევს დაუწერელ კანონებს. კაცთა მოდგმამ რაც სისხლი ღვარა, ნილოსს შეავსებს. კბილს რას გავკრავ - ვიცი და არც არასდროს ვნანობ მე მერქვას დაუნდობელი მტაცებელთა სიაში. მე ჩემს სიმარტოვეზე არასოდეს ვნაღვლობ და დარდებს ჩემგან დაფლეთილს, ვუნაწილებ ტრამალებს. ძუ მგელი მელოდება, სადღაც, მთვარის მახლობლად, ასე, ორი დღისა და სამი ღამის სავალზე...
10. ხორუმი ქართველი მგლების ცეკვაა თამარ:) ანტილოპა სადაცაა იქ მე მგონი უფრო გიენები დარბიან , და მეც ფინალს შევცვლიდი:) ხორუმი ქართველი მგლების ცეკვაა თამარ:) ანტილოპა სადაცაა იქ მე მგონი უფრო გიენები დარბიან , და მეც ფინალს შევცვლიდი:)
9. ფინალი რეალობაა, ეგაა მგლის ცხოვრება... წარმატებები + + + ფინალი რეალობაა, ეგაა მგლის ცხოვრება... წარმატებები + + +
8. ბოლოში არც მე. 4 ბოლოში არც მე. 4
7. თავიდან ჰომ. ბოლოში ნწუ. თავიდან ჰომ. ბოლოში ნწუ.
6. ლექსი კარგი და სრულიად, სრულიად მოულოდნელი ფინალი... ვერ გავიგე ოღონდ მომეწონა, თუ არ მომეწონა... ლექსი კარგი და სრულიად, სრულიად მოულოდნელი ფინალი... ვერ გავიგე ოღონდ მომეწონა, თუ არ მომეწონა...
5. მდააა.... მერამდენე მგელი გამოჩნდა ამ საიტზე? მხოლოდ მე ვიყავი მეგონა... :)))) მდააა.... მერამდენე მგელი გამოჩნდა ამ საიტზე? მხოლოდ მე ვიყავი მეგონა... :))))
4. კარგია ნამდვილად!
5 კარგია ნამდვილად!
5
3. ჰო, ოთარ! HOMO HOMINI LUPUS EST! მაგრამ თურმე მგლები ყევლაზე ერთგული მეოჯახეებიც არიან! ჰო, ოთარ! HOMO HOMINI LUPUS EST! მაგრამ თურმე მგლები ყევლაზე ერთგული მეოჯახეებიც არიან!
2. კარგი ლექსია, მომეწონა. :)
თან შოთა ნიშნიანიძის ერთი ლექსი გამახსენა მგლებზე:
''მგელი ვიყავი ბიჭებო'' - ო, რომ ამბობს.
არის ასეთი გამოთქმაც: ''ადამიანი ადამიანისათვის მგელია''. ასე ამბობდნენ ძველ რომში. კარგი ლექსია, მომეწონა. :)
თან შოთა ნიშნიანიძის ერთი ლექსი გამახსენა მგლებზე:
``მგელი ვიყავი ბიჭებო`` - ო, რომ ამბობს.
არის ასეთი გამოთქმაც: ``ადამიანი ადამიანისათვის მგელია``. ასე ამბობდნენ ძველ რომში.
1. ფინალი ამაზზრზენია :|
პატვისცემით
მტლიანობაში + ფინალი ამაზზრზენია :|
პატვისცემით
მტლიანობაში +
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|