 | ავტორი: მე_ ჟანრი: პროზა 26 დეკემბერი, 2010 |
ერთ პატარა სოფელში დგას ერთი ხის სახლი...გარედან ეტყობა,რომ ძველია .. იქ, ცხოვრობენ ორნი, ანა და ბებია ...ანა ობოლია და ბებიასთან იზრდება . ბებია ძალიან მოხუცებულია , უკვე ისეთი ასაკიანია, რომ ძვლივს დადის ... ღმერთი აძლევს ძალას, რომ იცოცხლოს და არ დატოვოს ანა მარტო ... იგი ანასთვის ცოცხლობს , ხშირად ეუბნება ხოლმე : ,,შენ ხარ ჩემი იმედი ბებო, შენ ხარ , ბებო გენაცვალოს ,, ბებია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ანა კარგი გოგო იყოს, სამაგალითოდ ზრდის ... სურს გაუკვალოს ანას ცხოვრების გზები და დაიფაროს ყველა განსაცდელისგან.ახლა დრო დგება,რომ ანამ ცხოვრების ახალი ფურცელი გადაშალოს,წარმატებულად... დიდი გოგოა,ანა,ექვსი წლის...სულ ცოტაც,რაღაც დღეებიც და სკოლაში წავა..ძალიან არ უნდა , ეზარება და ამისთვის ხან ფეხებს იტკიებს,ხან თავს და ხანაც კი გულს ... თან ყველაზე მეტად იმიტომ ეზარება , რომ იცის სკოლა ძალიან შორსაა მისი სახლიდან. მაგრამ ანა მაინც ვერაფერს გახდა, იგი მაინც უნდა წასულიყო სკოლაში,რადგან ბებიამ ეს მთელი გული თხოვა ... სკოლის პირველი დღისთვის საგანგებოდ ლექსიც კი ასწავლა,ლექსი დედაზე იყო ... აი, გათენდა დილაც , როცა ყველა ბავშვი სიხარულით მიდის სკოლაში . ბებიამ თავისი შვილიშვილი საგანგებოდ გამოპრანჭა,დალოცა და შემდეგ ერთად გაუდგნენ გზას ... - ბებოოო ? ბეეეეე ? - რაო, ბებო გენაცვალოს ? - ბეე, კიდევ შორსაა ? -არა, მალე მივალთ ... - აუ დავიღალე, მემგონი ლექსიც დამავიწყდა ... ...... ...... ....... ....... ...... ........ - აუ,არ მინდა ! არ შეიძლება უკან დავბრუნდეთ ? მემგონი გზა შეგვეშალა , დავბრუნდეეთ რაა ?! - არა, ცოტაც მოითმინე ბებო , ცოტაც ... - ბებო, სკოლაში დიდი ხანი უნდა ვიყოო ? - არა ბებო .. თან იციი რა კარგია სკოლა ?! იქ ისწავლი, მერე ჭკვიანი გოგო იქნები,მერე კიდე ექიმი გახდები და ყველას ვინც ავად იქნება მოარჩენ ... სკოლაში ახალი დაიკოები და ძამიკოები გეყოლება .. წამო,წამო, წავიდეთ ... - კარგიი ... ანას მოეწონა ბებოს ნათქვამი და მთელი გზა მხიარულად მიდოდა ... სულ ცეკვით და სიმღერით ... მერე კი მართლა რომ იგრძნო დაღლა ,ისევ შეეკითხა ბებოს : - კიდევ ბევრიაა ? - არა ბებო , აი უკვე მოვედით , აი შენი სკოლაც ... ბებოო, კარგად მოყევი ლექსი, იცოდე შენი დედიკო და მამიკო გიყურებენ ... ანამ ამ სიტყვებზე მოიწყინა,მაგრამ მიხვდა რომ არ შეიძლებოდა და თავი შეიკავა ... ამ დღეს ლექსი კარგად მოყვა, კარგადაც გაერთო, ახალი ბავშვები გაიცნო და ასე მხიარულად გავიდა ერთი სასწავლო დღე ... გამოვიდნენ ყველანი გარეთ, ანას გარდა ყველას თავის დედა შეეგება, ყველა გაიფანატა ..იდგა კარგა ხანი, ვერავინ ვერ შეამჩნია მისკენ მომავალი.. ეს რომ დაინახა, რომ სულ მარტო იყო,შეეშინდა, დაიწყოო ხმამაღლა ტირილი... ამ ტირილზე ბებოც წამოდგა, ძალა გამოცლილი, ჯოხს დაეყრდნო და წავიდა ანასკენ, გულში ჩაიკრა,მოეფერა ...ამშვიდებდა, მე შენთან ვარ,ნუ გეშინია... -ბებო,მე მეგონა , რომ სულ მარტო დავრჩი .. - არა, ეგ როგორ იფიქრე , შენ ხარ ჩემი იმედი,ჩემი სიცოცხლე ,ჩემი ყველაფერი ...შენთვის ვცოცხლობ , ბებო გენაცვალოს შენ ... - ბებო იცი ყველაზე მეტად რა მინდა ? - ექიმობა ბებოოო ? - არა , ეგ არ მინდა ... მე მინდა რომ , ერთხელ მეც წამომიყვანოს სკოლიდან ჩემმა დედიკომ , მაგრამ ... და აევსო ანას ცრემლებით თვალები ... - აბა შეხედე ყველას აკითხავს ბებოოო ?! ისინი კი ამას ოცნებობენ .. დაამშვიდა , როგორც შეეძლოო .. - მართლა ბებოო ? - კი, ჩემო ცხოვრება,კი ... და ასე ლაპარაკში ,არც გრძელი გზა იყო დიდი, ყოველდღე, ყოველთვე,ყოველწელს გრძელდებოდა ასე ....
ისინი ცხოვრობდნენ ერთმანეთით ... ერთმანეთის იმედით .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. გაიხარე :-*
გაიხარე :-*
14. ჩავთბი ამ სიცივეში. კარგი გოგო ხარ შენ! ჩავთბი ამ სიცივეში. კარგი გოგო ხარ შენ!
13. კარგია, წარმატებებს გისურვებთ... :) კარგია, წარმატებებს გისურვებთ... :)
12. გაიხარეთ, დიდი მადლობა ყველას :) გაიხარეთ, დიდი მადლობა ყველას :)
11. საერთოდ, არ მომწონს ასეთი ტიპის ნაწერები, მაგრამ ეს გამონაკლისი აღმოჩნდა, მიზეზთა და მიზეზთა გამო. საერთოდ, არ მომწონს ასეთი ტიპის ნაწერები, მაგრამ ეს გამონაკლისი აღმოჩნდა, მიზეზთა და მიზეზთა გამო.
10. ჰო + :( :-* ჰო + :( :-*
9. საყვარელი :(
ერთმანეთის იმედით :( :( :( :(
საყვარელი :(
ერთმანეთის იმედით :( :( :( :(
8. აა კი თამუნიაში შემეშალე, მაგრამ მაინც :-* ;;) აა კი თამუნიაში შემეშალე, მაგრამ მაინც :-* ;;)
7. მადლობ ... მაგრამ გეშლები მემგონი ვინმეში ... მე ხატია ვარ,ხატიაა .... :) მადლობ ... მაგრამ გეშლები მემგონი ვინმეში ... მე ხატია ვარ,ხატიაა .... :)
6. პროზა??? როგორ მომენატრე :( :-* :-* თბილი ხარ პროზა??? როგორ მომენატრე :( :-* :-* თბილი ხარ
5. რა თბილი იყო :) რა თბილი იყო :)
4. მადლობთ ... :) მადლობთ ... :)
3. ერთმანეთის იმედი არ მოგშლოდეს :)
კორექტურას მიხედე მართალს გეუბნება ეს... ერთმანეთის იმედი არ მოგშლოდეს :)
კორექტურას მიხედე მართალს გეუბნება ეს...
2. კარგი გოგო ხარ. კარგი გოგო ხარ.
1. სევდიანი ჩანახატია. :( (კორექტურაა გასასწორებელი)
+5 :) სევდიანი ჩანახატია. :( (კორექტურაა გასასწორებელი)
+5 :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|