| ავტორი: სანდრო ბერიძე ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 27 დეკემბერი, 2010 |
ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყველამ, ვინც ნდომით შეხედა ქალს, უკვე იმრუშა მასთან საკუთარ გულში.
მათე 5.28
არასდროს შემხვედრია ქალი, რომლისგან შვილები მესურვოს, გარდა ერთი ქალისა, რომელიც მიყვარს: რამეთუ შენ მიყვარხარ, ჰე მარადისობა!
ფრიდრიხ ნიცშე
ორ წერტილზე შეიძლება ავაგოთ მონაკვეთი. ამ მონაკვეთის ნებისმიერი წერტილი იქნება ის ადგილი, საიდანაც ჩანს ეს მონაკვეთი, ანუ ნებისმიერი წერტილი სხვა არაფერია, თუ არა ამ მონაკვეთის წერტილი, - წერტილი საიდანაც ამ მონაკვეთთან შეხება ხდება. ეს კალამი ეხება ფურცელს და ამ შეხების ადგილიდან ჩანს მთელი სათქმელი, როგორც მანძილი ორ ეპიგრაფს შორის. დაწერილი ტექსტი, თავად წერის პროცესი და ის რაც შეიძლება დაიწეროს(როგორც შესაძლებლობა) აქ, ამ ფურცელზე, და ისიც, რასაც ვერ დაწერ, რადგან მის უბიწოებას მხოლოდ ფურცელის სითეთრე შეესატყვისება, - ყველაფერი ეს ეკუთვნის ამ მონაკვეთს, ამ ფურცელს, ამ ადგილს. დრო დგას, როგორც ადგილის ანარეკლი. იცვლება ადგილი და იცვლება ანარეკლი და მოჩანს დრო როგორც მოძრაობა ერთისა მეორისკენ, იმის დავიწყებით რომ ერთიცა და მეორეც, - ერთშია. ერთში არ არის მოძრაობა, ერთში ხდება გადანაცვლება და ეს გადანაცვლება თავად არის ერთი მთლიანობა. თვით ცვლილება არის ადგილი. დრო დგას ცვლილების ადგილზე, როგორც ლამაზი ქალი სარკის წინაშე, ოღონდ განსხვავებით ქალისგან, იგი არ კარგავს თავის სილამაზეს, არ ბერდება და არ კვდება. შეუძლებელია დაიწეროს გაზაფხულის ისტორია, გაზაფხული დგას, ან არის, ან არ არის, მაგრამ მაშინაც კი როცა იგი არ არის, გაზაფხული მაინც დგას როგორც შესაძლებლობა მისი დადგომისა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. "შეუძლებელია დაიწეროს გაზაფხულის ისტორია, გაზაფხული დგას, ან არის, ან არ არის, მაგრამ მაშინაც კი როცა იგი არ არის, გაზაფხული მაინც დგას როგორც შესაძლებლობა მისი დადგომისა."
ვინც ვერ გაიგებს, წაიკითხოს მეორედ, მესამედ,მეოთხედ და წაიკითხოს მანამ,სანამ არ გაიგებს! "შეუძლებელია დაიწეროს გაზაფხულის ისტორია, გაზაფხული დგას, ან არის, ან არ არის, მაგრამ მაშინაც კი როცა იგი არ არის, გაზაფხული მაინც დგას როგორც შესაძლებლობა მისი დადგომისა."
ვინც ვერ გაიგებს, წაიკითხოს მეორედ, მესამედ,მეოთხედ და წაიკითხოს მანამ,სანამ არ გაიგებს!
9. ...მაშ, სულ გაზაფხული მიდგას თურმე და ....როგორ არ ვიცოდი აქამდე..... რა ლამაზია, ბატონო სანდრო, ბრავო! :) ასე ლამაზი თუ იყო ფილოსოფია, ნამდვილად არ ვიცოდი.......;) ...მაშ, სულ გაზაფხული მიდგას თურმე და ....როგორ არ ვიცოდი აქამდე..... რა ლამაზია, ბატონო სანდრო, ბრავო! :) ასე ლამაზი თუ იყო ფილოსოფია, ნამდვილად არ ვიცოდი.......;)
6. ორ წერტილზე შეიძლება ავაგოთ მონაკვეთი. ამ მონაკვეთის ნებისმიერი წერტილი იქნება ის ადგილი, საიდანაც ჩანს ეს მონაკვეთი, ანუ ნებისმიერი წერტილი სხვა არაფერია, თუ არა ამ მონაკვეთის წერტილი, - წერტილი საიდანაც ამ მონაკვეთთან შეხება ხდება
რამოდენიმეჯერ წავიკითხე... ორ წერტილზე შეიძლება ავაგოთ მონაკვეთი. ამ მონაკვეთის ნებისმიერი წერტილი იქნება ის ადგილი, საიდანაც ჩანს ეს მონაკვეთი, ანუ ნებისმიერი წერტილი სხვა არაფერია, თუ არა ამ მონაკვეთის წერტილი, - წერტილი საიდანაც ამ მონაკვეთთან შეხება ხდება
რამოდენიმეჯერ წავიკითხე...
5. ბევრჯელ წავიკითხე რომ კარგად გამეზარებინა.დასაწყისმა ცოტა დამაბნია მაგრამ ვფიქრობ რომ ბოლოში მივხვდი სათქმელს და ჩავწვდი აზრს.. ანუ ვთქვათ(სიტყვაზე) დრო არის სკამი,და ეს სკამი არ იცვლება მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ეს სკამი და შევუცვალოთ ადგილ-მდებარეობა,მაგარმ თვითონ ეს სკამი რჩება უცვლელი... ბევრჯელ წავიკითხე რომ კარგად გამეზარებინა.დასაწყისმა ცოტა დამაბნია მაგრამ ვფიქრობ რომ ბოლოში მივხვდი სათქმელს და ჩავწვდი აზრს.. ანუ ვთქვათ(სიტყვაზე) დრო არის სკამი,და ეს სკამი არ იცვლება მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ეს სკამი და შევუცვალოთ ადგილ-მდებარეობა,მაგარმ თვითონ ეს სკამი რჩება უცვლელი...
4.
ძალიან კარგი ნაწერია ვფიქრობ დასაფასებელია და გულისყურით მოსასმენია ამ ადამიანის მოსაზრება....
წარმატებები მეგობაროოოოო......
პატივისცემით ”დიადი ბლაგვი”
ძალიან კარგი ნაწერია ვფიქრობ დასაფასებელია და გულისყურით მოსასმენია ამ ადამიანის მოსაზრება....
წარმატებები მეგობაროოოოო......
პატივისცემით ”დიადი ბლაგვი”
3. სანდრო არაჩვეულებრივი ხარ სანდრო არაჩვეულებრივი ხარ
2. ამ მონაკვეთის ნებისმიერი წერტილი იქნება ის ადგილი, საიდანაც ჩანს ეს მონაკვეთი, ამ მონაკვეთის ნებისმიერი წერტილი იქნება ის ადგილი, საიდანაც ჩანს ეს მონაკვეთი,
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|