ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბესცელერა
ჟანრი: პოეზია
26 დეკემბერი, 2010


კაცი ღმერთნარევი

აი კიდევ ერთი, როგორ ეღიმება,
ლექსი დაწერა და ტაშის მოლოდინში,
ისე განაბულა, ისე თავხედურად -
მეფე დაუმხია თავის ბინძურ ფიქრში.

სცენას წაგვიბილწავს გრძნობის მათხოვარი,
ზიზღი დაუყარეთ გაშლილ ხელის გულზე.
ტალახს ნუ დაზოგავთ და ეგ სიძულვილიც
უხვად გააჩუქეთ ღვთისგან შერისხულზე.

- ვიღაც ყვიროდა და მერე ასე იყო
რისხვა შერისხულის ცრემლად გაიყიდა.
იყო თვითმკვლელობით მკვდარი პოეზია,
ამბის დასასრულთან - სცენა გაირინდა.

ნეტავ რას ფიქრობდა კაცი ღმერთნარევი,
როცა იცინოდა ღმერთი არაფერზე.
ადრეც ასე იყო, დღესაც ასე ხდება;
ჩვენში ლექსს კიარა პოეტს აფასებენ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები