ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მალიმალი
ჟანრი: პოეზია
29 დეკემბერი, 2010


მოდი

მოდი,დამლიე,ნუ დამტოვებ,
გამიმეტე და ბოლომდე დამცალე.
შენით ნაშობი ეს ტკბილ-მწარე
მოგონებები შემომაცალე.
მოდი,მიცანი,შენი ცხოვრების ამოცანა,
ჩემმა ბატონმა,შენი მონა ამომიცანი.
მოდი,გამათბე,სანამ გული ჯერ კიდევ ფეთქავს,
სანამ სისხლი შეეყინა ვენების კედლებს.
სანამ თბილია მონატრება.
გაყინულ ყელთან,
ლურჯი ვენები უშენობის სიცივეს ითმენს.
მოდი,გამხადე,ტკივილები,ტანზე რომ მეკვრის,
სულს რომ მიხეთქავს,იმედებად დაცლილი სევდა.
მინდა მოგიყვე,როგორ გადის ლოდინში დრო და
ცხელი ცრემლები გაყინულ ღაწვებს,როგორა ხეთქავს.
მოდი,მისუნთქე,ჰაერივით გამფილტრე შენში.
კვლავ გამახსენე შენი გულის ძლიერი ცემა.
კვლავ ჩამიხუტე.შენს მკლავებში გამომამწყვდიე.
გთხოვ დამიბრუნე ერთგულების და ნდობის რწმენა.
მოდი,გეძახი,გამომშრალი,ცივი ბგერებით,
ისევ უსახო,უიმედო თვალებით გიმზერ.
მოდი,დამლიე,სანამ გული ოცნებას შეწყვეტს,
თორემ უშენოდ ვერ მივაღწევ დასახულ მიზნებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები