ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰერმინე
ჟანრი: პროზა
30 დეკემბერი, 2010


პერსონაჟების დევნაში

ბებიაჩემი წიგნის ფურცლებს აძველებდა გამხმარი ფოთლებით,ბარათებით,სანიშნებით.კითხულობდა და აყვითლებდა,ამწვანებდა სტრიქონებს და სიტყვა-სიტყვა ყვიროდა ფურცელი,აქ წამიკითხე,აქ ყველაზე მეტად შეგაძულებ ან შეგაყვარებ თავსო!
კარგი ქალი იყო ბებიაჩემი-არავის ერჩოდა და ვერც ვერავინ გეტყოდათ მასზე რამეს.
წიგნის კარადას მივუახლოვდებოდი თუ არა,საიდანღაც ჩემს გვერდით ჩნდებოდა სათვალემომარჯვებული ქალი,რომელსაც თვალები დაჰკარგვოდა.ვიდექი და ვეხმარებოდი დაკარგული თვალების ძებნაში:ფურცელ-ფურცელ გადავუვლიდით ყველა წიგნს და გადაღლილები ერთხმად ვეშვებოდით მიწაზე.
ერთ დღესაც ძებნისას ზუსტად ისე ამეწვა თვალები,როგორც ბებიას ოდესღაც.საშინელი წვა იყო,იმდენად საშინელი რომ ჩემს გვერდით მჯდომი ქალი ლამის დაიხრჩო უჰაერობისაგან,მე კი ამ დროს ‘’ტრამალის მგელს’’ მივდევდი ფედაფეხ ქუჩაში.’’მხოლოდ შეშლილთათვის’’ ვკითხულობდი და უცბად ვიღაცის რვეული აფრიალდა ჩემს ცხვირწინ:-ცოტა ფანჯარა შეაღეთ! -ასე უკეთია? წყალი! წყალი! გაეცალეთ!-იფხრიწებოდნენ ჩემს გარშემო ადამიანები თანაგრძნობით,მე კი თვალებდამწვარი თურმე ვერაფერს ვხედავდი.
ბებიამ თქვა,პირველად მეც ასე მომივიდაო,ოღონდ მე მაშინ ,მორიაკის ’’პატარა მაიმუნმა’’ დამიკარგა მოსვენებაო.და მომიყვა პოლ მელიერის უბედურებაზე,გიუს ბავშვობის ყველა ჯალათზე.ყვებოდა და ვგრძნობდი,როგორ მექავებოდა ხელები ახალი ფურცლების მოლოდინში.
ნელ-ნელა უფროდაუფრო მეწვოდა თვალები და ხანდახან სულაც უჩინარდებოდნენ გარშემომყოფები.უკვე სათვალე მჭირდებოდა ბებიასავით,რომ ყველაფერი გარედანაც დამენახა!
ჩემი თვალები ჩემს ფიქრებს დასდევდნენ ერთგული ფინია ძაღლებივით.და მეც მომწონდა,რომ მალე ბებიას დავემსგავსებოდი,ყველა მის გამხმარ ფოთოლს მივულაგებდი გვერდზე ნაფიქრალს.მალე წიგნის კარადასთან დავდგებოდით:ორი ბრმა და ყველაზე კარგი მხედველი!
ბებია მოკვდა!
აღარ მშიოდა,აღარც მწყუროდა,რაკი ყვეაზე გემრიელ კერძებს ვაგემოვნებდი,-დედას კი არაფერი ესმოდა!არავინ აღარ მენატრებოდა,ყველა ვინც მიყვარდა ჩემთან მყავდა,მაგრამ ვინ დაგიჯერებდა?! Aარც გუდაური მინდოდა და არც ალპები,ყველგან ვიყავი და განა რაღა უნდა მენახა?!
-დავხევ,ყველაფეს დავხევ,დავწვავ ამ წიგნებს და ხომ მოისვენებ?!-კიოდა დედა,სახლი და ხალხიც-ჩემს გულგრილობას გიჟობად რაცხავდნენ.რაღა უნდა მექნა?თვალები უკვე დამწვარი მქონდა!
მეათასედ ვკითხულობდი გამხმარ ფოთლებზე ბებიას მინაწერებს და ათასმეერთედ ფოთლის მაგივრად ბებიას თვალები შემრჩა ხელში:‘‘-‘‘სასოწარკვეთილება და სიძულვილი ზოგჯერ ძნელი გასარჩევია‘‘,-წერს მორიაკი და მეც ვერაფერი გამიგია!მძულს ეს ხალხი,აღარ ვხედავო.‘‘
ბებიას თვალებზე უარი თვითონ უთქვამს! Bბებიას აღარავისთვის გაუგია!-ამერია ფიქრები რწყილებივით თავის კანში.ამეწვა მთელი თავი,სახეც,თვალები-მდუღარე წყალი გადამავლესო თითქოს.და გამოჩნდა საზიზღრად წამოსკუპებული სათვალე პატარა გოგოს ცხვირზე.სიძულვილით მოვიგლიჯე ეს ოხერი და გულიანად ავტირდი მთელი ხმით.გამახსენდა ლამის დამხრჩვალი ქალი და საკუთარი გულგრილი სახე.რატომ არასდროს  მიფიქრია,რომ ზოგიერთი წიგნის გმირი.აქამდე რომ კუდში დავდევდი,სწორედ ეს ქალი ყოფილა.გამახსენდა გუშინდელი საღამო,გზაზე ხელიხელ ჩაკიდებული გოგო-ბიჭი რომ გადარბოდა სიცილ-ხარხარით.როგორ ვერ ვიცანი ტომ სოიერი და ბეკ ტეტჩერი.ხომ მართლა დავბრმავდი,დავყრუვდი და გამოვტვინდი!
ცუდი ქალია ბებიაჩემი-ყველას ერჩოდა და არც არავინ გეტყოდათ მასზე რამეს-არ ჰქონდათ სათქმელი და იმიტომ!






1.‘‘ტრამალი მგელი‘‘ -ჰერმან ჰესეს ნაწარმოები.
2.ფრანსუა მორიაკი-ფრანგი მწერალი.
3.‘‘პატარა მაიმუნი‘‘-ფრანსუა მორიაკის ნაწარმოები.
4.პოლ მელიერი,გიუ-’’პატარა მაიმუნის’’ პერსონაჟები

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ რურუა ვულოცავთ დაბადების დღეს