 | ავტორი: დავით მოსეშვილი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 30 დეკემბერი, 2010 |
ვაზიდან მიიღება ძვირფასი კვებითი პროდუქტები,როგორიცაა:_სუფრის ყურძენი,ქიშმიში,ყურძნის წვენი,ბადაგი,ღვინო და სხვა... მაგრამ მათ შორის წამყვანია ღვინო,მთელი რიგი დადებითი თვისებების გამო. იგი ბიოლოგიური სითხეა და წარმოადგენს ყურძნის წვენის დადუღების რთულ პროდუქტს. მასში 10-ამდე სხ.სხ. სახის სპირტია,15-ამდე სიმჟავე და 25-ამდე ეთერი,ამათ გარდა ღვინო შეიცავს მღებავ ნივთიერებებს,ცილებს,ადვილად ასათვისებელ ორგანულ მჟავებს(ღვინის,ლიმონის,ქარვის და სხვა), ორგანულად ბმული ფოსფორი,აზოტოვანი შენაერთები(პროტეინები,ამინომჟავეები) პექტინები,რადიოაქტიური ემანაცია,შაქარი(სადესერტო და საშამპანიურე ღვინოებში) გლიცერინი და აგრეთვე მინერალური ნივთიერებები (კალიუმი,კალციუმი,მაგნიუმი,რკინა და სხვა) მთელ რიგ ქვეყნებში ღვინის წინააღმდეგ ილაშქრებდნენ და სთვლიდნენ მათრობელა და მავნე სასმელად და სურდათ ამ ძვირფასი პროდუქტის წარმოებაზე კაცობრიობას ხელი აეღო,ან მოითხოვდნენ მისი წარმოების შემცირებას. ანტიალკოჰოლურ ლიტერატურაში ზოგიერთები ღვინოს არაყთან აიგივებენ და უფრო მეტიც,მას თვლიან არაყზე უფრო მავნებლადაც. ამ მოსაზრების ავტორები ღვინის სმას თვლიან ალკოჰოლიზმად. უდავოა,რომ ალკოჰოლური სასმელების ბოროტად გამოყენება იწვევს ალკოჰოლიზმს,მაგრამ ალკოჰოლის საერთოდ აკრძალვა არ მოგვცემს დადებით შედეგებს. მთელი რიგი გამოკვლევების შედეგად დადგინდა რომ მცირე დოზით არაყიც კი არ არის მავნებელი ორგანიზმისთვის,მითუმეტეს რომ არაყსა და ღვინოს შორის საკმაოდ დიდი განსხვავებაა.მაშინ როცა არაყი არის უმთავრესად ეთილის სპირტისა და წყლის ნარევი,რომელშიც ურევია აგრეთვე უმაღლესი სპირტებიც,ხანდახან სხ.სხ. ესენციები და არომატიზატორები,ხოლო ნატურალური ღვინო შეიცავს მეტად სასარგებლო ნივთიერებებს,ის ადამიანის ორგანიზმზე მოქმედებს დადებითად და მიჩნეულია კარგ დიეტურ სასმელად. ღვინო ცოცხალი სხეულია,იგი იშობა,ღვინდება,მწიფდება,ძველდება და კვდება. სხ.სხ. ჯიშისა და სახის ღვინის სიცოცხლის ხანგრძლივობა სხ.სხ.ა ღვინო არის ყველაზე საღი,ჰიგიენური სასმელი. ჭამის დროს ღვინის ზომიერი მოხმარება ძალზე დადებითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე,იგი აღძრავს მადას,აძლიერებს საჭმლის მონელებას,გულის მუშაობას და მთლიანად ნივთიერებათა ცვლას. ღვინო ფანტავს დაღლილობას და მატებს ენერგიას,იგი ზოგავს ორგანიზმში ცილებს და ნახშირწყლებს,ხელს უწყობს ცხიმების დაწვას.მასში შემავალი სპირტის ერთი გრამი გამოყოფს 7კ.კალორია სითბოს,რაც ორგანიზმში 95პროცენტით იწვის,5 % კი გამოდის გარეთ თირკმელების,ნაწლავების და სასუნთქი გზების საშუალებით.ღვინო აგრეთვე ანტიტოქსიკური და ბაქტეროციდული საშუალებაა,იგი სპობს მრავალ ტოქსინს,მასში იღუპებიან ისეთი პათოგენური მიკროორგანიზმები,როგორიცაა ნაწლავის ჩხირები,ხოლერის ვიბრინები, ასევე ტუბერკულიოზისა და ტიფის ბაქტერიები და უამრავი სხვა ბაქტერიებიც. ნებისმიერი წარმოშობის წყალი სრულიად უვნებელი ხდება,თუ მასში დავუმატებთ ერთ მესამედ წილ ღვინოს. მკვლევარების მიერ როგორც ყურძენში,ასევე ღვინოში აღმოჩენილია ცინგის საწინააღმდეგო ვიტამინი ც(ასკორბინმჟავა)ანტინერვული ვიტამინები ბ ჯგუფიდან,პ ჯგუფის ფლაბიფენური ნივთიერებანი,რომელსაც ღვინო შეიცავს კატეხინების ფორმით,აღადგენს რა სისხლძარღვების ელასტიურობას,ხელს უწყობს სისხლის უკეთ მიმოქცევას ორგანიზმში. პპ ვიტამინს,ანუ ნიკოტინმჟავას აქვს პელაგრიის საწინააღმდეგო თვისებები და ააქტიურებს ასკორბინმჟავას მოქმედებას. რაც შეეხება ვიტამინ პ-ს იგი გვხვდება მხოლოდდამხოლოდ კახური ტიპის ღვინოებში,ანუ კახური ტექნოლოგიით დამზადებულში,სხვა წესით დამზადებულში იგი ან სულმთლად არ არის,ან ძალიან უმნიშვნელო რაოდენობითაა. პპ ვიტამინი ხელს უშლის გიპერტონიის განვითარებას(სისხლძარღვების გაუხეშება და მტვრევა) ერთ ლიტრ ღვინოში ვიტამინების შემცველობა ასეთია:_ ვიტ.ც(ასკორბინმჟავა) 1-დან 10 მილიგრამამდე, ბ 1(თიამინი)8-დან 86 მლგ-მდე, ბ2(რიბოფლავინი)80-დან 450მლგ-მდე, პპ(ნიკოტინმჟავა)0,7-დან 2მლგ-მდე. ამათ გარდა კიდევ არის ა,დ,ე,ბ6 და ბ12 ვიტამინები. მასში არის ასევე ისეთი მიკროელემენტები,როგორიცაა:_მანგანუმი,რკინა,სპილენძი,თუთია,კობალტი,დარიშხანი,ბორი,ბრომი,ფლორი,იოდი და სხვა. რომლების ღეულობენ მონაწილეობას ნივთიერებათა ცვლაში,როგორც ჰორმონებისა და ფერმენტების გამააქტივებელი ბიოკატალიზატორები. ასევე ღვინოს გააჩნია რადიოაქტიური თვისებები,თეთრ ღვინოებში რადიოაქტიურობა მერყეობს 0,03-დან 0,1მიკროკიურამდე და წითლებში კი0,042-დან 0,6 მიკროკიურამდე. ღვინო ჯანმრთელი ადამიანისათვის წარმოადგენს საუკეთესო საშუალებას ავადმყოფობისაგან დასაცავად,ხოლო ავადმყოფთათვის კი საშუალებაა მათ დროულად განსაკურნავად. და მაინც საინტერესოა რამდენია ყოველდღიური მოხმარების ნორმა? მოკლედ,მთელი რიგი მეცნიერებისა და მკვლევარების აზრით 70-დან 75 კგ-მდე ადამიანისათვის ყოველდღიური მოხმარების ნორმა საშუალოდ განისაზღვრება 0,75 ლიტრით. ეს დოზა შეიძლება გაიზარდოს,ან შემცირდეს წლოვანების,საყოფაცხოვრებო პირობების,ჩვევების და ღვინის სიმაგრის მიხედვით. ამასთან ღვინო მხოლოდ მაშინ არის სასარგებლო,თუ ის საღია,მიღებულია ყურძნის წვენის ალკოჰოლური დუღილის შედეგად,ყოველგვარი მინარევების გარეშე,რაც ნებადართული არ არის კანონით. (თეთრი სადესერტო ღვინო ძირითადად დიეტურია,ხოლო წითელი ღვინოები ტონუსური,ამასთან წითელი ღვინო დადებითად მოქმედებს კუჭის ეპიდემიური დაავადებების დროს.)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
61. ღვინო მაგარია :) მაგრამ არაყი მაინც სულ სხვაა :D ეს პატარა ბავშვური გამოუცდელი გამოსვლა უცხო პლანეტიდან "ჩამოთრეულისგან" :D ღვინო მაგარია :) მაგრამ არაყი მაინც სულ სხვაა :D ეს პატარა ბავშვური გამოუცდელი გამოსვლა უცხო პლანეტიდან "ჩამოთრეულისგან" :D
59. მაგრამ ყველაზე "მაგარი" ის ღვინოა, რომელსაც შენ თვითონ დაწურავ !!! :) :) :) :) :) :) მაგრამ ყველაზე "მაგარი" ის ღვინოა, რომელსაც შენ თვითონ დაწურავ !!! :) :) :) :) :) :)
58. :D:D:D უნდა დალიო შატილიონ,მეტი გზა არაა... მეც მაგ დღეში ვარ!;) :D:D:D უნდა დალიო შატილიონ,მეტი გზა არაა... მეც მაგ დღეში ვარ!;)
57. გუშინწინ დავლიე, გუშინაც, დესაც დავლევ, მაშ რა ვუყო ამდენ საფერავს? გუშინწინ დავლიე, გუშინაც, დესაც დავლევ, მაშ რა ვუყო ამდენ საფერავს?
56. კი,მართლაც კარგი რამეა,თანაც ისეთ საკრალურ სითხეს ეხება რასაც ღვინო ჰქვია,მაგრამ მჯერა რომ ჩემი ჩათვლით უამრავმა თქვენგანმა გადააჭარბეთ უკვე ნორმას :D:D:D:D:D:D:D:D (წუხანდლის მერე მეორედ გამოვიფხიზლე უკვე და ალბათ მესამე წრეზე წავალ მალე) ;);) კი,მართლაც კარგი რამეა,თანაც ისეთ საკრალურ სითხეს ეხება რასაც ღვინო ჰქვია,მაგრამ მჯერა რომ ჩემი ჩათვლით უამრავმა თქვენგანმა გადააჭარბეთ უკვე ნორმას :D:D:D:D:D:D:D:D (წუხანდლის მერე მეორედ გამოვიფხიზლე უკვე და ალბათ მესამე წრეზე წავალ მალე) ;);)
55. ვახ, ეს რა კარგი რამე დაგიწერიათ! ვახ, ეს რა კარგი რამე დაგიწერიათ!
54. ხო,მართალი ხარ თამარ,მასე იყო ეგ ამბავი:):) ხო,მართალი ხარ თამარ,მასე იყო ეგ ამბავი:):)
53. 2. ეს ინფორმაცია დაახლოებით 5-6 წიგნიდან არის მოკრეფილი,ის ოდესღაც ჩემი საკონფერენციო ნაშრომი იყო და შეკვეცილი ფორმით თქვენამდე მოვიტანე არამითი777. 2010-12-30 01:41:17
და არა მხოლოდ საკონფერენციო... სახელმწიფო გამოცდაზეც ეს საკითხი შეგხვდა, ცხონებულ გივის რომ შენი მაგისტრანტობის საღერღელი აუშალა... და მერე რომ მაინც "ჩემმა ანტიკვარიატმა" გადმოგძალა! შენ რომ მე ამირჩიე მაგისტრატურის ხელმძღვანელად, მაგის გამო გივიმ კინაღამ მაგიდა ამოაყირავა! :)))) მოკლედ, მრავალმხრივი ცოდნისა და ნიჭის კაცი ხარ, დათო! გაიხარე! აქაც გილოცავ ახალ 2011 წელს! სიკეთე და ბედნიერება მოეტანოს! 2. ეს ინფორმაცია დაახლოებით 5-6 წიგნიდან არის მოკრეფილი,ის ოდესღაც ჩემი საკონფერენციო ნაშრომი იყო და შეკვეცილი ფორმით თქვენამდე მოვიტანე არამითი777. 2010-12-30 01:41:17
და არა მხოლოდ საკონფერენციო... სახელმწიფო გამოცდაზეც ეს საკითხი შეგხვდა, ცხონებულ გივის რომ შენი მაგისტრანტობის საღერღელი აუშალა... და მერე რომ მაინც "ჩემმა ანტიკვარიატმა" გადმოგძალა! შენ რომ მე ამირჩიე მაგისტრატურის ხელმძღვანელად, მაგის გამო გივიმ კინაღამ მაგიდა ამოაყირავა! :)))) მოკლედ, მრავალმხრივი ცოდნისა და ნიჭის კაცი ხარ, დათო! გაიხარე! აქაც გილოცავ ახალ 2011 წელს! სიკეთე და ბედნიერება მოეტანოს!
52. კარგი და საინტერესო ცნობებია.
მრავალ შობა-ახალ წელს დაესწარი, დათო. კარგი და საინტერესო ცნობებია.
მრავალ შობა-ახალ წელს დაესწარი, დათო.
51. გილოცავთ ახაკლ წელს. გილოცავთ ახაკლ წელს.
50. გაიხარე სოლე,მეც გილოცავთ ყველას დამდეგ ახალ წელს, ვირტუალურ სამყაროში ვირტუალური შაშხანები როგორ გავცალოთ? :)))))))))))) გაიხარე სოლე,მეც გილოცავთ ყველას დამდეგ ახალ წელს, ვირტუალურ სამყაროში ვირტუალური შაშხანები როგორ გავცალოთ? :))))))))))))
49. მაშ შევსვათ და დავთვრეთ ერთმანეთის სიყვარულით!გაიხარე, დათო!გილოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს!კეთილ სურვილებს გიტოვებ და ღიმილებს:))) მაშ შევსვათ და დავთვრეთ ერთმანეთის სიყვარულით!გაიხარე, დათო!გილოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს!კეთილ სურვილებს გიტოვებ და ღიმილებს:)))
48. გაიხარე ზაზა:D:Dასევე მრავალს დაესწარი... გაიხარე ზაზა:D:Dასევე მრავალს დაესწარი...
47. +, პირველია რაც საიტიდან ჩემით მიმაქვს დღიურში. დამდეგს გილოცავ დავით!!! +, პირველია რაც საიტიდან ჩემით მიმაქვს დღიურში. დამდეგს გილოცავ დავით!!!
46. მაგრამ მათ შორის წამყვანია ღვინო
აქ ყველაფერია ნათქვამი! მაგრამ მათ შორის წამყვანია ღვინო
აქ ყველაფერია ნათქვამი!
45. გაიხარე დათო!!! გამახსენდი შენი ნაირ-ნაირი ღვინოებით:D:D:D :-* მრავალ შობა-ახალ წეელს!!! :) გაიხარე დათო!!! გამახსენდი შენი ნაირ-ნაირი ღვინოებით:D:D:D :-* მრავალ შობა-ახალ წეელს!!! :)
44. გაიხარე, დაგლოცოს გამჩენმა, მრავალ ახალ წელს....
გაიხარე, დაგლოცოს გამჩენმა, მრავალ ახალ წელს....
43. ხოდა არ დაიმახსოვრო ეხლა დალევა რომ მიყვარს და არ დამიჭირო ნასვამზე პატრულ! :D:D:D ხოდა არ დაიმახსოვრო ეხლა დალევა რომ მიყვარს და არ დამიჭირო ნასვამზე პატრულ! :D:D:D
42. იმ "ოდესღაც" დროშიც ლოთი იყავი,საკონფერენციო ნაშრომებს რომ წერდი? =)) ჩემი მელოტი კუ ხარ და ასეთი ლოთიც მიყვარხარ! იმ "ოდესღაც" დროშიც ლოთი იყავი,საკონფერენციო ნაშრომებს რომ წერდი? =)) ჩემი მელოტი კუ ხარ და ასეთი ლოთიც მიყვარხარ!
41. დღეს 21-ე საუკუნეა, ეს ცნობა მათთვის - ვინც ჯერ არ იცის ეგ ამბავი დღეს ქართველი მამაკაცების ლოზუნგი ასე ჟღერს: "ღვინო!ღვინო!ღვინო!" - მე ვერ დავიწუნებ ლილე სანოძე.
:D:D:D:D:D:D:D:D:D:D გაიხარე შენა! ხმამაღლა ვიცინი და ოჯახში მეკითხებიან რა მოხდაო:D დღეს 21-ე საუკუნეა, ეს ცნობა მათთვის - ვინც ჯერ არ იცის ეგ ამბავი დღეს ქართველი მამაკაცების ლოზუნგი ასე ჟღერს: "ღვინო!ღვინო!ღვინო!" - მე ვერ დავიწუნებ ლილე სანოძე.
:D:D:D:D:D:D:D:D:D:D გაიხარე შენა! ხმამაღლა ვიცინი და ოჯახში მეკითხებიან რა მოხდაო:D
40. :) მეც მომენატრა ოთარ,არაჩვეულებრივი საღამო იყო,თანაც საკმაოდ მეგობრული ატმოსფერო. რა კარგია არავის არავინ რომ არ სძულს... :) მეც მომენატრა ოთარ,არაჩვეულებრივი საღამო იყო,თანაც საკმაოდ მეგობრული ატმოსფერო. რა კარგია არავის არავინ რომ არ სძულს...
39. ახლა რა ხდება ააააქ: დღეს 21-ე საუკუნეა, ეს ცნობა მათთვის - ვინც ჯერ არ იცის ეგ ამბავი :D მე-20 საუკუნეში ქართველი მამაკაცების ერთგვარი ლოზუნგი ჟღერდა ასე: "ღვინო! დუდუკი! ქალები! " დღევანდელობამ ისე მოიტანა, რომ მუსიკის ფასი გახდა ფაქტიურად ნულის ტოლფასი(განსაკუთრებით კლასიკური მუსიკის :D), ამიტომ დუდუკის ადგილი ლოზუნგში აღარ არის :D ქალები კიდევ - ძალიან გამრავლდნენ,ინტერესიც გაიცრიცა მათ მიმართ - ლოზუნგში მოხსნიების ღირსნი აღარ არიან :D
დღეს 21-ე საუკუნეა, ეს ცნობა მათთვის - ვინც ჯერ არ იცის ეგ ამბავი :D დღეს ქართველი მამაკაცების ლოზუნგი ასე ჟღერს: "ღვინო!ღვინო!ღვინო!" - მე ვერ დავიწუნებ :)) ახლა რა ხდება ააააქ: დღეს 21-ე საუკუნეა, ეს ცნობა მათთვის - ვინც ჯერ არ იცის ეგ ამბავი :D მე-20 საუკუნეში ქართველი მამაკაცების ერთგვარი ლოზუნგი ჟღერდა ასე: "ღვინო! დუდუკი! ქალები! " დღევანდელობამ ისე მოიტანა, რომ მუსიკის ფასი გახდა ფაქტიურად ნულის ტოლფასი(განსაკუთრებით კლასიკური მუსიკის :D), ამიტომ დუდუკის ადგილი ლოზუნგში აღარ არის :D ქალები კიდევ - ძალიან გამრავლდნენ,ინტერესიც გაიცრიცა მათ მიმართ - ლოზუნგში მოხსნიების ღირსნი აღარ არიან :D
დღეს 21-ე საუკუნეა, ეს ცნობა მათთვის - ვინც ჯერ არ იცის ეგ ამბავი :D დღეს ქართველი მამაკაცების ლოზუნგი ასე ჟღერს: "ღვინო!ღვინო!ღვინო!" - მე ვერ დავიწუნებ :))
38. შენი არ ვიცი და მე უკვე მომენატრა 2010 წლის 26 დეკემბერი. :) შენი არ ვიცი და მე უკვე მომენატრა 2010 წლის 26 დეკემბერი. :)
37. ოთარ უზომოდ თუ დალევ მარტო ღვინო კი არა კაკაოც დაგაკარგვინებს ჭკუას,მთავარი ნორმაა მეგობარო,ნორმა ;):D ოთარ უზომოდ თუ დალევ მარტო ღვინო კი არა კაკაოც დაგაკარგვინებს ჭკუას,მთავარი ნორმაა მეგობარო,ნორმა ;):D
36. ბარემ აქაც გეტყვი ტარიელ ჭანტურიას ლექსს:
''რაც რომ ჭკუა მომემატა ვერიდები კარგ ღვინოს, კარგმა ღვინომ შეიძლება ჭკუა დაგაკარგვინოს''.
:D :D :D ბარემ აქაც გეტყვი ტარიელ ჭანტურიას ლექსს:
``რაც რომ ჭკუა მომემატა ვერიდები კარგ ღვინოს, კარგმა ღვინომ შეიძლება ჭკუა დაგაკარგვინოს``.
:D :D :D
35. მე ვთქვი ჩემი მეგობრის სახელი?:D:D რაღაც არ მახსოვს:D:D მას მორისონი არ ჰქვია,ზედმეტსახელად პიკასოს ვეძახით,გვარსა და სახელს კი არ დავასახელებ ;) მე ვთქვი ჩემი მეგობრის სახელი?:D:D რაღაც არ მახსოვს:D:D მას მორისონი არ ჰქვია,ზედმეტსახელად პიკასოს ვეძახით,გვარსა და სახელს კი არ დავასახელებ ;)
34. ხოდა მე არამითის მეგობარზე არ მიფიქრია, მე ვიფიქრე რომ კიდევ იყო ვინმე ცნობილი მორისონი, რომელიც არქიტექტორი იყო, და მე არ ვიცოდი. და არამითმა იფიქრა რომ თავისი ქეში მეგობრის შესახებ დავწერე პირი ხისკენ მიქნია და 28 წლის ასაკში გარდაცვალება და დიმამ იფიქრა რომ ამ ორს თუ არ ვუშველე დაიხოცებიან ამ ფიქრებშიო და მერე ყველამ ერთად ვიფიქრეთ რომ მოწევა კლავს!!!
გურულმა მაღაზიაში მოითხოვა სიგარეტი, მიაწოდეს კოლოფი რომელსაც ეწერა - მოწევა კლავს! "აი არ მინდა ძამა, იმპოტენციას რომ იწვევს იი მირჩევნია ამასო" უთხრა გამყიდველს. :D :D ხოდა მე არამითის მეგობარზე არ მიფიქრია, მე ვიფიქრე რომ კიდევ იყო ვინმე ცნობილი მორისონი, რომელიც არქიტექტორი იყო, და მე არ ვიცოდი. და არამითმა იფიქრა რომ თავისი ქეში მეგობრის შესახებ დავწერე პირი ხისკენ მიქნია და 28 წლის ასაკში გარდაცვალება და დიმამ იფიქრა რომ ამ ორს თუ არ ვუშველე დაიხოცებიან ამ ფიქრებშიო და მერე ყველამ ერთად ვიფიქრეთ რომ მოწევა კლავს!!!
გურულმა მაღაზიაში მოითხოვა სიგარეტი, მიაწოდეს კოლოფი რომელსაც ეწერა - მოწევა კლავს! "აი არ მინდა ძამა, იმპოტენციას რომ იწვევს იი მირჩევნია ამასო" უთხრა გამყიდველს. :D :D
33. 28.
ვინც არ ეწევა და არ სვამს, ჯანმრთელი მოკვდება :) 28.
ვინც არ ეწევა და არ სვამს, ჯანმრთელი მოკვდება :)
32. არამითმა თავის ძმაკაცზე იფიქრა ანანე. :დ მორისონზე არა.;დ
რამ დაგაბნიათ. :დ
არამითმა თავის ძმაკაცზე იფიქრა ანანე. :დ მორისონზე არა.;დ
რამ დაგაბნიათ. :დ
31. სხვადასხვა მორისონზე ვლაპარაკობთ ესე იგი, მე არქიტექტორზე არ მქონდა საუბარი. :) მე ვლაპარაკობდი ჯგუფ ''The Doors''-ის ჯიმ მორისონზე, რომელიც 28 თუ 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. : ) არქიტექტორი მორისონი უკაცრავად მაგრამ არ ვიცი. ფურთხი ჩემს ახალგაზრდობას. :D
სხვადასხვა მორისონზე ვლაპარაკობთ ესე იგი, მე არქიტექტორზე არ მქონდა საუბარი. :) მე ვლაპარაკობდი ჯგუფ ``The Doors``-ის ჯიმ მორისონზე, რომელიც 28 თუ 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. : ) არქიტექტორი მორისონი უკაცრავად მაგრამ არ ვიცი. ფურთხი ჩემს ახალგაზრდობას. :D
30. ბაბუაჩემიც უსიგარეტოდ გარდაიცვალა:D:D მეგონა ანინე ჩემს მეგობარზე იხუმრა:D:D:D ბაბუაჩემიც უსიგარეტოდ გარდაიცვალა:D:D მეგონა ანინე ჩემს მეგობარზე იხუმრა:D:D:D
29. :დ ანინემ ჯიმ მორისონზე თქვა, სამოციანების ამერიკელ როკ ვარკვლავსა და პოეტზე. :დ
საფლავი მაქვს ნანახი არამით. :დ :დ ანინემ ჯიმ მორისონზე თქვა, სამოციანების ამერიკელ როკ ვარკვლავსა და პოეტზე. :დ
საფლავი მაქვს ნანახი არამით. :დ
28. :დ მორისონი ცოცხალია. :დ
აი ბაბუჩემი კიდევ ისე გარდაიცვალა რომ სიგარეტიც არ მოუწევია. :დ
:დ მორისონი ცოცხალია. :დ
აი ბაბუჩემი კიდევ ისე გარდაიცვალა რომ სიგარეტიც არ მოუწევია. :დ
27. არა ანინე არ გარდაცვლილა,ძალიან წარმატებული არქიტექტორია ამჟამად,ეგაა რომ აღარ ხატავს;):D არა ანინე არ გარდაცვლილა,ძალიან წარმატებული არქიტექტორია ამჟამად,ეგაა რომ აღარ ხატავს;):D
26. ხოდა ნუ...... იმიტომაც გარდაიცვალა 28 წლის ასაკში, ვითომ გულის შეტევით... : ) ხოდა ნუ...... იმიტომაც გარდაიცვალა 28 წლის ასაკში, ვითომ გულის შეტევით... : )
25. მოსაწევის უკუჩვენებებზე სხვა დროს დიმიტრი:D:D:D ისე სიგარეტის მავნეობაზე იყო აქ ვიღაცის კომენტარში დადებული ინფორმაცია. მე კი თამბაქო ვიცი როგორც კვების პროდუქტი და მაგასაც გაგაცნობთ ოდესმე ;) რაც შეეხება თრიაქს,მაგის შესახებ მწირ ინფორმაციას ვფლობ,ანუ უკუჩვენებას ვერ დავასახელებ, და დადებით შე3დეგზე კიდე გეტყვით:_ მოკლედ ძმაკაცი მყავს მხატვარი და ნახატებს მშრალ ხიდზე ყიდდა ხოლმე,ჰოდა როცა დაბოლილი ხატავდა,იმ ნახატებს ესევე ყიდდა და ისე რომელსაც ხატავდა,ანუ ნორმალურ მდგომარეობაში,ტვეობით დაატარე4ბდა ხოლმე და მერე სხვებს ჩუქნიდა:D :D:D ძალიან უჭირდა ამ კაცს და ძირითადად ყიდდა ნახატებს;) ანუ სულ კაიფში იყო ხოლმე:D:D:D მოსაწევის უკუჩვენებებზე სხვა დროს დიმიტრი:D:D:D ისე სიგარეტის მავნეობაზე იყო აქ ვიღაცის კომენტარში დადებული ინფორმაცია. მე კი თამბაქო ვიცი როგორც კვების პროდუქტი და მაგასაც გაგაცნობთ ოდესმე ;) რაც შეეხება თრიაქს,მაგის შესახებ მწირ ინფორმაციას ვფლობ,ანუ უკუჩვენებას ვერ დავასახელებ, და დადებით შე3დეგზე კიდე გეტყვით:_ მოკლედ ძმაკაცი მყავს მხატვარი და ნახატებს მშრალ ხიდზე ყიდდა ხოლმე,ჰოდა როცა დაბოლილი ხატავდა,იმ ნახატებს ესევე ყიდდა და ისე რომელსაც ხატავდა,ანუ ნორმალურ მდგომარეობაში,ტვეობით დაატარე4ბდა ხოლმე და მერე სხვებს ჩუქნიდა:D :D:D ძალიან უჭირდა ამ კაცს და ძირითადად ყიდდა ნახატებს;) ანუ სულ კაიფში იყო ხოლმე:D:D:D
24. არადა მორისონი რამდენს ეწეოდა. :დ
არადა მორისონი რამდენს ეწეოდა. :დ
23. მრავალმხრივი ნიჭის მატარებელი ადამიანი ხარ, დათო. გაიხარე! მრავალ შობა-ახალ წელს! მრავალმხრივი ნიჭის მატარებელი ადამიანი ხარ, დათო. გაიხარე! მრავალ შობა-ახალ წელს!
22. ანუ პლანის? :D რა და მე გეტყვი. პლანის ანუ იგივე კანაფის ხშირი და მუდმივი მოხმარება ახშობს თვინის უჯრედებს. ოღონდ ხანგრძლივი მოხმრება. და მხოლოდ იმათ ტვინის უჯრედებს ვისაც აქვს საერთოდ ტვინი. ვისაც არ აქვს იმათ შემთხვევაში პირიქით - ხსნის გონებას. ანუ უტვინოებმა უნდა მოწიონ, გონიერებმა არა. ვოტ ტაკ, როგორც ცხონებული ჰიპოკრატე იტყოდა. :D :D :D ანუ პლანის? :D რა და მე გეტყვი. პლანის ანუ იგივე კანაფის ხშირი და მუდმივი მოხმარება ახშობს თვინის უჯრედებს. ოღონდ ხანგრძლივი მოხმრება. და მხოლოდ იმათ ტვინის უჯრედებს ვისაც აქვს საერთოდ ტვინი. ვისაც არ აქვს იმათ შემთხვევაში პირიქით - ხსნის გონებას. ანუ უტვინოებმა უნდა მოწიონ, გონიერებმა არა. ვოტ ტაკ, როგორც ცხონებული ჰიპოკრატე იტყოდა. :D :D :D
21. 19.სამწუხაროდ ჭიქაში მეტი ადამიანია დამხრჩვალი, ვიდრე ზღვაში. დაკარგული.
:D:D:D:D:D:D აუ რა გამახალისე მარიკო,არადა მართლა მასე იქნება,ოღონდ მა\შინვე დამხრჩვალი ცოტაა,ეგ მერე იხრჩობიან თანდათანობით:D:D:D 19.სამწუხაროდ ჭიქაში მეტი ადამიანია დამხრჩვალი, ვიდრე ზღვაში. დაკარგული.
:D:D:D:D:D:D აუ რა გამახალისე მარიკო,არადა მართლა მასე იქნება,ოღონდ მა\შინვე დამხრჩვალი ცოტაა,ეგ მერე იხრჩობიან თანდათანობით:D:D:D
20. ღვინოს არ ვსვამ და მოსაწევის უკუჩვენებებზე დაწერეთ რა. :D:D:D:D ღვინოს არ ვსვამ და მოსაწევის უკუჩვენებებზე დაწერეთ რა. :D:D:D:D
19. კარგ ინფორმაციულ ხასიათს ატარებს და დროულია, რაც ყველაზე მთავარია. :)
დავამატებდი: ღვინო წამალია, რომელსაც ყველა წამლის მსგავსად უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები ახასიათებს, რომელთა არგათვალისწინების შემთხვევაში შედეგებიც სავალალოა! სამწუხაროდ ჭიქაში მეტი ადამიანია დამხრჩვალი, ვიდრე ზღვაში კარგ ინფორმაციულ ხასიათს ატარებს და დროულია, რაც ყველაზე მთავარია. :)
დავამატებდი: ღვინო წამალია, რომელსაც ყველა წამლის მსგავსად უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები ახასიათებს, რომელთა არგათვალისწინების შემთხვევაში შედეგებიც სავალალოა! სამწუხაროდ ჭიქაში მეტი ადამიანია დამხრჩვალი, ვიდრე ზღვაში
18. შენი ღვინოები მართლაც მაგარია, დათო! :) ბედნიერი შობა-ახალიწლები, მეგობარო! :) შენი ღვინოები მართლაც მაგარია, დათო! :) ბედნიერი შობა-ახალიწლები, მეგობარო! :)
17. მისი (კ)ვებითი ღირებულება. (კორექტურა იყო):) მისი (კ)ვებითი ღირებულება. (კორექტურა იყო):)
16. მართალია დაისო,მე მხოლოდ მისი ვებითი ღირებულება და სწორად მოხმარების წესი ავღნიშნე,თორემ ღვინო ყველაზე საკრალული სითხეა ქათველი ხალხის ცნობიერებისთვის და არა მარტო ქართველი ხალხისთვისაა საკრალული,ამიტომაც მისი სწორად გამოყენება უმნიშვნელოვანესია. ხოლო არასწორი გაიოყენების შემთხვევაში ყველას გსმენიათ ა უარყოფითი შედეგები გამოუწვევია და ეს მარტო ნაბახუსევი არაა,არც ალკოჰოლიზმი,ეს უფრო უარესია:_მკვლელობა,თვითმკვლელობა,სულის წაბილწვა და სხვა... ასე რომ ამ მართლაც ღვთიურ სითხეს თავისი ზომა-წონა სჭირდება და უდიერად მოპყრობასაც ვერ იტანს. ღვინო იმეორებს მომყვანისა და დამყენებლის ხასიათსაც,თუ ბოროტი და გულღრძო ადამიანის გაკეთებულია,ის ამ თვისებებს ავლენს ჭარბი მოხმარებისას და ადამიანებს საჩხუბრად განაწყობს,ხოლო კეთილი და მოსიყვარულე ადამიანის გაკეთებული ღვინო ყოველთვის სიმღერის,ქეიფისა და სიყვარულის ხასიათზე გაყენებს (არის გამონაკლისებიც;) ) თუმცა ზომა-წონის დაცვა ყველა შემთხვევაში საჭიროა. მართალია დაისო,მე მხოლოდ მისი ვებითი ღირებულება და სწორად მოხმარების წესი ავღნიშნე,თორემ ღვინო ყველაზე საკრალული სითხეა ქათველი ხალხის ცნობიერებისთვის და არა მარტო ქართველი ხალხისთვისაა საკრალული,ამიტომაც მისი სწორად გამოყენება უმნიშვნელოვანესია. ხოლო არასწორი გაიოყენების შემთხვევაში ყველას გსმენიათ ა უარყოფითი შედეგები გამოუწვევია და ეს მარტო ნაბახუსევი არაა,არც ალკოჰოლიზმი,ეს უფრო უარესია:_მკვლელობა,თვითმკვლელობა,სულის წაბილწვა და სხვა... ასე რომ ამ მართლაც ღვთიურ სითხეს თავისი ზომა-წონა სჭირდება და უდიერად მოპყრობასაც ვერ იტანს. ღვინო იმეორებს მომყვანისა და დამყენებლის ხასიათსაც,თუ ბოროტი და გულღრძო ადამიანის გაკეთებულია,ის ამ თვისებებს ავლენს ჭარბი მოხმარებისას და ადამიანებს საჩხუბრად განაწყობს,ხოლო კეთილი და მოსიყვარულე ადამიანის გაკეთებული ღვინო ყოველთვის სიმღერის,ქეიფისა და სიყვარულის ხასიათზე გაყენებს (არის გამონაკლისებიც;) ) თუმცა ზომა-წონის დაცვა ყველა შემთხვევაში საჭიროა.
15. ღვინო ჯანმრთელი ადამიანისათვის წარმოადგენს საკუკეთესო საშუალებას ავადმყოფობისგან დასაცავად, ხოლო ავადმყოფისათვის კი საშუალებაა მათ დროულად განსაკურნავად.
დამრჩა შთაბეჭდილება, რომ წინასაახლწლო განწყობა უდევს ამ ტექსტს საფუძვლად :)
ცოტას დავამატებ: ღვინით სრულდება ყველაზე დიდი საეკლესიო საიდუმლო -ზიარება, (სისხლი უფლისა ჩვენის იესო ქრისტესი_ საკურნებელი სულისა და ხორცისა) რომლის გარეშეც ადამიანის სული ვერ ცოდვისგან იწმინდება და ვერც ცხონდება. ღვინით იკურთხება მიწა და ისმევა მიცვალებულის სულის შესანდობარი...ღვინის პატივით მიღება ადამიანისთვის მადლის მიღებას ნიშნავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა გამოვლინებებიც ემართება ადამიანს მისადმი უღირსი მიდგომა- მოხმარების გამო, მოგეხსენებათ. ''ღვთივკურთხეული ქართველი ერი" უწყვეტ კავშირშია ვაზის, ღვინის და ჯვრის საიდუმლოსთან და მისი გაცნობიერების გარეშე, ღვინოს მთელი თავისი საოცრებით ადამიანი ვერც შეიგრძნობს.
მახსოვს, ჩემს წინაპარი საკუთარ შვილებს და საახლობლოს როგორ ტუქსავდა, ღვინის მოჭარბებულად დალევის შემდეგ: ღვინოს ნუ აფუჭებთ, თორემ კაცობაში გაფუჭდებითო.
და კიდევ ერთი: ღვინის "გაუპატურება" მძიმე ცოდვაში აგდებს და აგიჟებს მის უღირსად მომხმარებელს, მაგრამ მხოლოდ ღვინის სმით ადამიანი ალკოჰოლიკი არ ხდება :) ღვინო ჯანმრთელი ადამიანისათვის წარმოადგენს საკუკეთესო საშუალებას ავადმყოფობისგან დასაცავად, ხოლო ავადმყოფისათვის კი საშუალებაა მათ დროულად განსაკურნავად.
დამრჩა შთაბეჭდილება, რომ წინასაახლწლო განწყობა უდევს ამ ტექსტს საფუძვლად :)
ცოტას დავამატებ: ღვინით სრულდება ყველაზე დიდი საეკლესიო საიდუმლო -ზიარება, (სისხლი უფლისა ჩვენის იესო ქრისტესი_ საკურნებელი სულისა და ხორცისა) რომლის გარეშეც ადამიანის სული ვერ ცოდვისგან იწმინდება და ვერც ცხონდება. ღვინით იკურთხება მიწა და ისმევა მიცვალებულის სულის შესანდობარი...ღვინის პატივით მიღება ადამიანისთვის მადლის მიღებას ნიშნავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა გამოვლინებებიც ემართება ადამიანს მისადმი უღირსი მიდგომა- მოხმარების გამო, მოგეხსენებათ. ``ღვთივკურთხეული ქართველი ერი" უწყვეტ კავშირშია ვაზის, ღვინის და ჯვრის საიდუმლოსთან და მისი გაცნობიერების გარეშე, ღვინოს მთელი თავისი საოცრებით ადამიანი ვერც შეიგრძნობს.
მახსოვს, ჩემს წინაპარი საკუთარ შვილებს და საახლობლოს როგორ ტუქსავდა, ღვინის მოჭარბებულად დალევის შემდეგ: ღვინოს ნუ აფუჭებთ, თორემ კაცობაში გაფუჭდებითო.
და კიდევ ერთი: ღვინის "გაუპატურება" მძიმე ცოდვაში აგდებს და აგიჟებს მის უღირსად მომხმარებელს, მაგრამ მხოლოდ ღვინის სმით ადამიანი ალკოჰოლიკი არ ხდება :)
14. საინტერესოა :) საინტერესოა :)
13. ანინეს ვეთანხმები... მართლაც რომ ამდენად მრავალფეროვანია ქართული ვაზი. ეს ჯიშები დაცულია დღესდღეობით სპეციალურ მისთვის შექმნილ მეურნეობებში. არის კიდევ უამრავი დაკარგული ჯიშები,რომელთა აღდგენაზე მიმდინარეობს მუშაობა და იმედია აღადგენენ და ეს ყველაფერი მეცენატეების მიერ ხორციელდება უანგაროდ. კარგია რომ ასეთი ხალხი კიდევ არსებობენ. საქართველო ღვინის სამშობლოა! ანინეს ვეთანხმები... მართლაც რომ ამდენად მრავალფეროვანია ქართული ვაზი. ეს ჯიშები დაცულია დღესდღეობით სპეციალურ მისთვის შექმნილ მეურნეობებში. არის კიდევ უამრავი დაკარგული ჯიშები,რომელთა აღდგენაზე მიმდინარეობს მუშაობა და იმედია აღადგენენ და ეს ყველაფერი მეცენატეების მიერ ხორციელდება უანგაროდ. კარგია რომ ასეთი ხალხი კიდევ არსებობენ. საქართველო ღვინის სამშობლოა!
12. საახალწლო განწყობისათვის :) :) :) გილოცაააავ საახალწლო განწყობისათვის :) :) :) გილოცაააავ
11. ასევე აქვე უნდა ითქვას - უკვე სადაო აღარაა ის საკითხი რომ საქართველო არის ის ქვეყანა სადაც პირველად დაიწყეს ამ კურთხეული სითხის დაყენება, ველური ყურძნისგან. ისიც რომ საქართველო არის ქვეყანა რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მეტი 500-მდე ვაზის ჯიში აქვს და დაინტერესებულ პირებს შემიძლია მთელი სია მივაწოდო. არცერთ სხვა ქვეყანას მსოფლიოში არ შეუძლია იამაყოს ყურძნის ამდენი სახეობით. იმიტომ რომ ადრეულ ხანებში ევროპაში გავრცელებულმა პეპელამ, ფილოქსერამ მუსრი გაავლო იქაურ ყურძნის ჯიშებს. მაგრამ როცა ამ პეპელამ ჩვენამდე მოაღწია უკვე მისი საწინააღმდეგო საშუალება გამოგონებული იყო და ქართული ყურძნის ჯიშები ასე გადარჩა. ისიც უნდა ითქვას რომ საქართველოა ერთადერთი ქვეყანა რომელსაც აქვს უამრავი ღვინოსთან დაკავშირებული ატრიბუტები, ქვევრი ქართული მოვლენაა, ჭინჭილები, დოქები, ყანწები... თამადაზე არაფერს არ ვამბობ, და ეს ის არააა, დღეს რაც გვაქვს სახეზე, ღიპიანი კაცი, რომელიც რაც უფრო ხმამაღლა ყვირის და რაც უფრო მეტს ჩაისხამს მით უფრო მაგარია. თამადობა არც გაზეპირებული სადღეგრძელოებია. თუმცა ეს ცოტა სხვა თემაა. და ასევე აქვე უნდა ვთქვა, რომ საქართველოა სწორედ ის ქვეყანა რომელიც დაუნდობლად აუპატიურებდა და (ეხლა უფრო ნაკლები სიხშირით) აუპატიურებს ამ შესანიშნავ სითხეს სხვადასხვა საშუალებით, დიმედროლით, ქიმიური საღებავებით, შაქრით, წყლით და ათასი უბედურებით რომელიც არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე. მაშინ, როცა ჩვენ ყველაზე მეტად უნდა გავფრთხილებოდით ამ სტატუსს - ქვეყანა სადაც დაირწა ღვინის აკვანი. სასმელს რომელიც ასევე ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული ჩვენს რელიგიასთან, წმინდა ნინოს ჯვარი გავიხსენოთ და გავიხსენოთ წითელი ღვინო - ქრისტეს სისხლი.
ასევე აქვე უნდა ითქვას - უკვე სადაო აღარაა ის საკითხი რომ საქართველო არის ის ქვეყანა სადაც პირველად დაიწყეს ამ კურთხეული სითხის დაყენება, ველური ყურძნისგან. ისიც რომ საქართველო არის ქვეყანა რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მეტი 500-მდე ვაზის ჯიში აქვს და დაინტერესებულ პირებს შემიძლია მთელი სია მივაწოდო. არცერთ სხვა ქვეყანას მსოფლიოში არ შეუძლია იამაყოს ყურძნის ამდენი სახეობით. იმიტომ რომ ადრეულ ხანებში ევროპაში გავრცელებულმა პეპელამ, ფილოქსერამ მუსრი გაავლო იქაურ ყურძნის ჯიშებს. მაგრამ როცა ამ პეპელამ ჩვენამდე მოაღწია უკვე მისი საწინააღმდეგო საშუალება გამოგონებული იყო და ქართული ყურძნის ჯიშები ასე გადარჩა. ისიც უნდა ითქვას რომ საქართველოა ერთადერთი ქვეყანა რომელსაც აქვს უამრავი ღვინოსთან დაკავშირებული ატრიბუტები, ქვევრი ქართული მოვლენაა, ჭინჭილები, დოქები, ყანწები... თამადაზე არაფერს არ ვამბობ, და ეს ის არააა, დღეს რაც გვაქვს სახეზე, ღიპიანი კაცი, რომელიც რაც უფრო ხმამაღლა ყვირის და რაც უფრო მეტს ჩაისხამს მით უფრო მაგარია. თამადობა არც გაზეპირებული სადღეგრძელოებია. თუმცა ეს ცოტა სხვა თემაა. და ასევე აქვე უნდა ვთქვა, რომ საქართველოა სწორედ ის ქვეყანა რომელიც დაუნდობლად აუპატიურებდა და (ეხლა უფრო ნაკლები სიხშირით) აუპატიურებს ამ შესანიშნავ სითხეს სხვადასხვა საშუალებით, დიმედროლით, ქიმიური საღებავებით, შაქრით, წყლით და ათასი უბედურებით რომელიც არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე. მაშინ, როცა ჩვენ ყველაზე მეტად უნდა გავფრთხილებოდით ამ სტატუსს - ქვეყანა სადაც დაირწა ღვინის აკვანი. სასმელს რომელიც ასევე ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული ჩვენს რელიგიასთან, წმინდა ნინოს ჯვარი გავიხსენოთ და გავიხსენოთ წითელი ღვინო - ქრისტეს სისხლი.
10. სიც სასარგებლოა ლიკან:) სიც სასარგებლოა ლიკან:)
9. მოგიკითე დათო:)
ის ყანწი გამახსენდა შენი:D მოგიკითე დათო:)
ის ყანწი გამახსენდა შენი:D
8. :D:D არამითო შე ჯიგარო :D:D არამითო შე ჯიგარო
7. ფუფ ე როგორ მიყვარხარ, ჩემო ალკოგოლიკო! დათ1 მე-სი ხარ! მიხარიხარ1 ფუფ ე როგორ მიყვარხარ, ჩემო ალკოგოლიკო! დათ1 მე-სი ხარ! მიხარიხარ1
6. სწორედ რომ საახალწლოდ აქტუალურია!... სწორედ რომ საახალწლოდ აქტუალურია!...
5. ძალიან კარგი ცნობები წავიკითხე. წავიღებ ამას დღიურში.
ბოლო-ბოლო ქრისტიანული სამყროსთვის ღვინო უფლის სისხლადაა მიჩნეული.
ძალიან კარგი ცნობები წავიკითხე. წავიღებ ამას დღიურში.
ბოლო-ბოლო ქრისტიანული სამყროსთვის ღვინო უფლის სისხლადაა მიჩნეული.
4. აქვე რჩევა ნაბახუსევ პოეტებს და არამარტო:) ეს იმ შემთხვევაში,თუ მოცემულ ნორმას გადააჭარბებთ და ეჭვიც არ მეპარება რომ ძირითადად ასე ქნება.... მოკლედ ნაბახუსევზე ძალიან ბევრს არ შეუძლია ალკოჰოლის მიღება,ანუ საშინლად სძულს ყველანაირი ალკოჰოლის არა მარტო სუნი,არამედ წარმოდგენაც კი,ამ მდგომარეობას სისხლძარღვების შევიწროვება და ტვინში სისხლის და შესაბამისად ჟანგბადის მიწოდების შეფერხება იწვევს. ამიტომ სასურველია რაც შეიძლება მეტი სითხის მიღება,კერძოდ ცხელი წვნიანის ან ჩაის სახით. თუ შესძლებთ და ჩაიში ცოტაოდენ კონიაკს დაამატებთ,არაჩვეულებრივი არომატის ჩაის მიიღებთ და დალევც არ შეგეზიზღებათ და 15-20 წუთის მერე საერთოდ ვეღარ იგრძნობთ ცუდად თუ იყავით. ასევე შველის ე.წ. ფანტა,რაც შეიძლება ცივი და გაზიანი(საკუთარი გამოცდილებით გეუბნებით) არაყზე და ლუდზე არაფერს ვამბობ,ეგ გამოცდილ ხალხს ჩემზე უკეთ ეცოდინება:) ვინც სხვა რამე საშუალება იცით,გთხოვთ დაამატოთ კომენტარებში,იმედია ვინმეს მაინც გამოადგება... აქვე რჩევა ნაბახუსევ პოეტებს და არამარტო:) ეს იმ შემთხვევაში,თუ მოცემულ ნორმას გადააჭარბებთ და ეჭვიც არ მეპარება რომ ძირითადად ასე ქნება.... მოკლედ ნაბახუსევზე ძალიან ბევრს არ შეუძლია ალკოჰოლის მიღება,ანუ საშინლად სძულს ყველანაირი ალკოჰოლის არა მარტო სუნი,არამედ წარმოდგენაც კი,ამ მდგომარეობას სისხლძარღვების შევიწროვება და ტვინში სისხლის და შესაბამისად ჟანგბადის მიწოდების შეფერხება იწვევს. ამიტომ სასურველია რაც შეიძლება მეტი სითხის მიღება,კერძოდ ცხელი წვნიანის ან ჩაის სახით. თუ შესძლებთ და ჩაიში ცოტაოდენ კონიაკს დაამატებთ,არაჩვეულებრივი არომატის ჩაის მიიღებთ და დალევც არ შეგეზიზღებათ და 15-20 წუთის მერე საერთოდ ვეღარ იგრძნობთ ცუდად თუ იყავით. ასევე შველის ე.წ. ფანტა,რაც შეიძლება ცივი და გაზიანი(საკუთარი გამოცდილებით გეუბნებით) არაყზე და ლუდზე არაფერს ვამბობ,ეგ გამოცდილ ხალხს ჩემზე უკეთ ეცოდინება:) ვინც სხვა რამე საშუალება იცით,გთხოვთ დაამატოთ კომენტარებში,იმედია ვინმეს მაინც გამოადგება...
3. ჰო სულ არა რაღაცეები რა...
კაია ხვალ უკეთ წავიკითხავ .
მევასება ასეთი რამეები. ჰო სულ არა რაღაცეები რა...
კაია ხვალ უკეთ წავიკითხავ .
მევასება ასეთი რამეები.
2. არა მგონია გიო,შეიძლება რაღაც ნაწილი გქონდეს წაკითხული,ეს ინფორმაცია დაახლოებით 5-6 წიგნიდან არის მოკრეფილი,ის ოდესღაც ჩემი საკონფერენციო ნაშრომი იყო და შეკვეცილი ფორმით თქვენამდე მოვიტანე :);) არა მგონია გიო,შეიძლება რაღაც ნაწილი გქონდეს წაკითხული,ეს ინფორმაცია დაახლოებით 5-6 წიგნიდან არის მოკრეფილი,ის ოდესღაც ჩემი საკონფერენციო ნაშრომი იყო და შეკვეცილი ფორმით თქვენამდე მოვიტანე :);)
1. საღოლ კაი ცნობებია.
წაკითხული მაქ სადღაც მგონი.
საღოლ კაი ცნობებია.
წაკითხული მაქ სადღაც მგონი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|