უნაზესი თეთრი ქალწული ციდან უმშვიდეს მწვერვალზე ჩამოაბიჯებს და ზამთრის ქედებს გადმოხედავს ათრთოლებული. მერე ფარფატით ჩამოივლის ტყიან ფერდობებს, ყინულით შემკულ ნაკადულებს გადმოევლება და სოფლისაკენ გამოჰყვება დათოვლილ ბილიკს. დიდხანს ივლის ფიფქთა ცვენითა და ქარების ქილიკით გართული. შებინდებისას ტყის პირას შედგება, თეთრი ქულებით მორთული ნაძვის ხის ძირას შეისვენებს, - ცოტა ხნით გაირინდება ფანტელების მშვიდ ჩურჩულში. მერე დაფიფქულ თმებს შეისწორებს, მთიდან მომავალ ნიავს ჩაჰკიდებს ხელს და თოვლიანი წიფლნარების გამოვლის შემდეგ ამ ჩვენს სუფრასთან ღამის თორმეტ საათზე მოვა. ბუხარში მუხისა და წიფლის კუნძები იწვის, ტყიდან მოტანილი ჭყორის ტოტებით ნაკვერჩხლებს ასობით ნაპერწკალს აყრევინებენ, - "ამდენი ვაჟი, ამდენი ხარი, ამდენი ღვინო, ამდენი პური, ამდენი... ამდენი... ამდენი"... - ბუხრის ყელიდან უამრავი ნაპერწკალი მიფრინავს ცაში... სავსე სუფრაზე შუაში ჩანს ბასილის პური. სუფრის კიდეზე, საპატიო ადგილას მდგარი ღვინით სავსე დოქი, რომელსაც ჭიქები და ფიალები თვალს უკრავენ, მედიდურად გადაჰყურებს ცხვირაშვერილ ღორის თავს... ყველა გახარებულია თეთრი ქალწულის მოსვლით, ყველა მას ეფერება, ეალერსება, ყველას მისი იმედი აქვს... გარეთ კი ისევ თოვს, ეზოში თეთრი ქალწულის ნაკვალევს ფუძის ანგელოზი დაჰყურებს და კეთილად იღიმება...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. : ) უსუსტესია ეს ნაწერი. ამას ნებისმიერი ბავშვი დაწერს, ძალიან გაცვეთილი და ბანალური ფრაზებით არის სავსე. ქვემოთ ხუმრობენ კომენტარებში????: ): )) : ) უსუსტესია ეს ნაწერი. ამას ნებისმიერი ბავშვი დაწერს, ძალიან გაცვეთილი და ბანალური ფრაზებით არის სავსე. ქვემოთ ხუმრობენ კომენტარებში????: ): ))
23. ეს ლექსი კი არა ლოცვაა, გაიხარე ავტორო, რაღაც, რომ მომაწვება გულზე, მონატრება.. თქვენ ლექსებს ვკითხულობ, ,ძალიან ჩემი გემოვნებისაა ეს ლექსი კი არა ლოცვაა, გაიხარე ავტორო, რაღაც, რომ მომაწვება გულზე, მონატრება.. თქვენ ლექსებს ვკითხულობ, ,ძალიან ჩემი გემოვნებისაა
22. ძალიან ლამაზიაა ... ძალიან ლამაზიაა ...
21. მრავალ ახალ წელს,, მრავალ ახალ წელს,,
19. რა კარგია! გაიხარეთ! მრავალ შობა-ახალ წელს დაესწარით ბედნიერი!
რა კარგია! გაიხარეთ! მრავალ შობა-ახალ წელს დაესწარით ბედნიერი!
18. ..
მრავალს - ყველა სიკეთით.. ..
მრავალს - ყველა სიკეთით..
17. ბუხრის ყელიდან უამრავი ნაპერწკალი მიფრინავს ცაში... სავსე სუფრაზე შუაში ჩანს ბასილის პური. სუფრის კიდეზე, საპატიო ადგილას მდგარი ღვინით სავსე დოქი, რომელსაც ჭიქები და ფიალები თვალს უკრავენ, მედიდურად გადაჰყურებს ცხვირაშვერილ ღორის თავს...
გაიხარე... ლამაზი სუფრა გაგვიშალე... თამადობას იკისრებ? - მოვდივართ! 5 ბუხრის ყელიდან უამრავი ნაპერწკალი მიფრინავს ცაში... სავსე სუფრაზე შუაში ჩანს ბასილის პური. სუფრის კიდეზე, საპატიო ადგილას მდგარი ღვინით სავსე დოქი, რომელსაც ჭიქები და ფიალები თვალს უკრავენ, მედიდურად გადაჰყურებს ცხვირაშვერილ ღორის თავს...
გაიხარე... ლამაზი სუფრა გაგვიშალე... თამადობას იკისრებ? - მოვდივართ! 5
16. უმშვენიერესი ახალი წელის აქ, შენთან..... ძალიან ლამაზია და თბილი... ქართულად ეშხიანი და დახვეწილი...............:) უმშვენიერესი ახალი წელის აქ, შენთან..... ძალიან ლამაზია და თბილი... ქართულად ეშხიანი და დახვეწილი...............:)
15. დაგლოცოთ ღმერთმა! +5 დაგლოცოთ ღმერთმა! +5
14. 5
გილოცავთ ახალ წელს 5
გილოცავთ ახალ წელს
13. გივი, ახალ წელს გიიიიილოოოოოცაააააავ!!!!!!!!!!!!!!! გივი, ახალ წელს გიიიიილოოოოოცაააააავ!!!!!!!!!!!!!!!
12. ეზოში თეთრი ქალწულის ნაკვალევს ფუძის ანგელოზი დაჰყურებს და კეთილად იღიმება... მრავალ ახალ წელს! +5 ეზოში თეთრი ქალწულის ნაკვალევს ფუძის ანგელოზი დაჰყურებს და კეთილად იღიმება... მრავალ ახალ წელს! +5
11. გაიხარე კარგო ადამიანო,გილოცავ ახალ წელს,დაესწარი მრავალს+777 გაიხარე კარგო ადამიანო,გილოცავ ახალ წელს,დაესწარი მრავალს+777
10. გივი, თქვენ ისეთი ნათელი და სითბო მოგაქვთ !!! პირდაპირ გასაოცებელი ! უნებურად ვიღიმები !
მომეწონა. ბასილამაც ბავშვობა გამახსენა, როცა ჩემი დიდი ბებია ასი წლის ხელებით ბასილებს მიცხობდა თონეში. :) :) :) დიდი მადლობა, ასეთი სასიამოვნო განწყობის მოტანისათვის და გილოცავთ ახალ წელს!!! მრავალს დაესწარით !!!
პატივისცემით: ტენდი :) გივი, თქვენ ისეთი ნათელი და სითბო მოგაქვთ !!! პირდაპირ გასაოცებელი ! უნებურად ვიღიმები !
მომეწონა. ბასილამაც ბავშვობა გამახსენა, როცა ჩემი დიდი ბებია ასი წლის ხელებით ბასილებს მიცხობდა თონეში. :) :) :) დიდი მადლობა, ასეთი სასიამოვნო განწყობის მოტანისათვის და გილოცავთ ახალ წელს!!! მრავალს დაესწარით !!!
პატივისცემით: ტენდი :)
9. რა ლამაზია... ჩამოვჯექი ცოტახნით ზრაპრულ სუფრასთან... შევსვი თეთრი ქალწულის სადღეგრძელო...:) მშვენიერი იყო...555 რა ლამაზია... ჩამოვჯექი ცოტახნით ზრაპრულ სუფრასთან... შევსვი თეთრი ქალწულის სადღეგრძელო...:) მშვენიერი იყო...555
8. გივი, გილოცავ, ჩემო ძველო მეგობარო:) სიხარული, ბედნიერება და სიკეთე შენთან:) ლექსი, როგორც ყოველთვის ნატიფი, თბილი და ლამაზი. გივი, გილოცავ, ჩემო ძველო მეგობარო:) სიხარული, ბედნიერება და სიკეთე შენთან:) ლექსი, როგორც ყოველთვის ნატიფი, თბილი და ლამაზი.
7. იხარეთრ და იდღეგრძელეთ! უდოდესი სითბოთი და პატივისცემით... მრავალ ახალ წელს, ბედნიერად! თქვენს საყვარელ ადამიანეთან ერთად! უფალი გფარავდეთ...
იხარეთრ და იდღეგრძელეთ! უდოდესი სითბოთი და პატივისცემით... მრავალ ახალ წელს, ბედნიერად! თქვენს საყვარელ ადამიანეთან ერთად! უფალი გფარავდეთ...
6. გილოცააააააააავ!!!!!!!!! :)))))))) გილოცააააააააავ!!!!!!!!! :))))))))
5. მრავალ ახალ წელს, ბატონო გივი!
გაიხრეთ თქვენს ოჯახთან ერთად! მრავალ ახალ წელს, ბატონო გივი!
გაიხრეთ თქვენს ოჯახთან ერთად!
4. ეზოში თეთრი ქალწულის ნაკვალევს ფუძის ანგელოზი დაჰყურებს და კეთილად იღიმება... ეზოში თეთრი ქალწულის ნაკვალევს ფუძის ანგელოზი დაჰყურებს და კეთილად იღიმება...
3. რა მყუდრო, კეთილი და მართლა საახალწლო განწყობა მოაქვს!მეც გილოცავთ! +2:) რა მყუდრო, კეთილი და მართლა საახალწლო განწყობა მოაქვს!მეც გილოცავთ! +2:)
2. და თოვლიანი წიფლნარების გამოვლის შემდეგ ამ ჩვენს სუფრასთან ღამის თორმეტ საათზე მოვა. ბუხარში მუხისა და წიფლის კუნძები იწვის, ტყიდან მოტანილი ჭყორის ტოტებით
უხ,რა კარგია..ბუხართან თან...
მეც გილოცავთ,მრვალ ახალ წელს,სულ სიკეთით და სიხარულით..:-* და თოვლიანი წიფლნარების გამოვლის შემდეგ ამ ჩვენს სუფრასთან ღამის თორმეტ საათზე მოვა. ბუხარში მუხისა და წიფლის კუნძები იწვის, ტყიდან მოტანილი ჭყორის ტოტებით
უხ,რა კარგია..ბუხართან თან...
მეც გილოცავთ,მრვალ ახალ წელს,სულ სიკეთით და სიხარულით..:-*
1. შობა-ახალწელს გილოცავთ, მეგობრებო, ყველას, მრავალს დაესწარით ბედნიერად. :) შობა-ახალწელს გილოცავთ, მეგობრებო, ყველას, მრავალს დაესწარით ბედნიერად. :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|