ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პოეზია
3 იანვარი, 2011


Last Christmas

შეახმა მზის სხივი იანვრის უაზრო ამინდებს,
ვიღვიძებ გვიან და სიგარეტს ვაყოლებ უზმოზე
მძიმე ქარს - ადესას, რომ ახლის აივნის ცივ კიდეს
შიშველი ბგერებით... ტიტველი ტოტები მოვზომე.

და ახლა გამხმარი ფოთოლი კადრებად ამოძვრა,
სევდიან განწყობას ყელღია ნაძვები დანათის
პარალელურად, რომ აქა-იქ ხშირ-ხშირი მიწისძვრა
გააქვთ და ბეღურებს უფრთხობენ ძილს და საათი -

თერთმეტი... ბიაზი იშლება კედლებზე დროდადრო
ბებერი ნაძვისხე (სულ ორი) ყვითელი ნათურით
ხვდება, რომ იქცევა ოთახში თოვლით და უდროო
სიცილი აუტყდა მშრალ ფირებს, აუხდათ ბავშვური

ოცნება... ახლა კი კალენდარს ჩამოვხსნი ძველისძველს
მუსიკა - Last Christmas ისმის და ქარივით ყელშია
გინება... მომბეზრდა ყურება ლურჯთვალა გამვლელის
ფოე-ფოეთი, რომ მიყვება ბილიკს და წლებია

დავმარხე ცნება, რომ არ დათვრე! მეტია ზომაზე!
დრო არის მოვირგო ახალი ფორმა და ყალიბი
ბევრმა იანვარში სხივები დატია ცივ ცაზე -
ზოგი - უფერულად გალეშილი რჩება ძაღლივით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები