 | ავტორი: ქეთ ჟანრი: პროზა 4 იანვარი, 2011 |
ევა ერთადერთი ქალია, რომელსაც მუდამ ავიწყდება თუ როგორი შემართებით იწყებს ყოველ ახალ დღეს მისი თვალების ხილვისას. გასაოცარი სიზუსტით შეუძლია გამოარჩიოს ბოროტებიდან ერთადერთი ნათელი წერტილი და მასზე დაყრდნობით ააგოს ცხოვრება. და იცით? ევა უკანასკნელია იმ ქალთა შორის, ვინც ვერაფრით მიაღწია ქალურ ბედნიერებას, თუმცა არ ნანობს ამას. მისი აზრით, ყველა ქალი გაჩენილია კონკრეტული არსებისთვის, რომლის პოვნაც ყველას შეუძლია, მაგრამ უმეტესობას არ აქვს მათი შენარჩუნების ნიჭი. ის კი თავს უნიჭოდ თვლის ბედნიერებისთვის. სამაგიეროდ მას შეუძლია არაჩვეულებრივი ლაზანიების გამოცხობა და სიამოვნებით უმასპინძლდება თავის კარის მეზობელს ჟაკს. ჟაკი უიღბლო იურისტია, რომელიც საფრანგეთის ერთ-ერთ მიყრუებულ ქალაქში დაიბადა და თავისი პროფესიის გარდა წესიერად გამრავლების ტაბულაც კი არ იცის, ამიტომაც თავისი პროფესიითაც კი ვერ მუშაობს. ის თავს იმით იმართლებს, რომ კარზე ტექნიკური კატაკლიზმებია მომდგარი და მალე კომპიუტერები ჩაანაცვლებენ ადამიანს. ევას ვერაფრით წარმოუდგენია, როგორ უნდა დაწვეს რობოტთან, ამიტომაც გასაოცარი მონდომებით ამზადებს ლაზანიებს ჟაკისთვის. მათი ქუჩის პარალელურად ახალგაზრდა, მოკლეთმიანი კელი ცხოვრობს, რომელიც ყოველ მეორე დღეს საღამოობით საშინელ სცენას აწყობს, მიუხედავად იმისა რომ კატასთან ერთად მშვიდ ცხოვრებას ეწევა დანარჩენ დღეებში. მას თავდავიწყებით უყვარს კვირა საღამოობით ბანქოს თამაში მეზობლებთან ერთად და თავის მგზნებარე მიდრეკილებას ხალხთან ურთიერთობის წყურვილს აბრალებს. სინამდვილეში მას ყოველ ღამე, როცა სკანდალების გარეშე ატარებს დროს, ჩახუტებული ჰყავს თავისი კატა და ცდილობს ცრემლები გადაყლაპოს. კელი საკმაოდ ახალგაზრდა, პერსპექტიული გოგონაა, რომელსაც ხეირიანად არაფერი გამოსდის ბანქოს თამაშის გარდა, რის გამოც მეზობლები სინანულს გამოთქვამენ. მის გვერდით შენობაში მისტერ ჯეფრი სახლობს, რომელიც სადაზღვევო კომპანიაში საკმაოდ მაღალ ადგილზე მუშაობს. იგი დარბაისელი მამაკაცია, რომელსაც მოშვებული წვერი მეტად სასაცილოდ მოუჩანს. ყოველ დილას იგი უხმოდ ტოვებს ბინას, დინჯი, გამოზომილი ნაბიჯებით კვეთს ქუჩას და ხელის აწევით ესალმება ყველა მეზობელს. მხოლოდ ერთი უცნაური ჩვეულება აქვს, ყოველთვის, როცა ქალბატონ ევას დაინახავს ჯენტლმენურად მოიხდის ხოლმე ქუდს და მდაბლად უკრავს თავს. ამ უცნაურობას ყველა მეზობელი სიყვარულს უწოდებს, მხოლოდ ევა თვლის, რომ იგი უბრალოდ ძალიან ზრდილობიანი მამაკაცია ამიტომაც მუდამ ცდილობს ბევრი ლაზანია დააცხოს, რათა მასაც მიართვას, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ ჟაკს უგზავნის ხოლმე ყველა მათგანს...
ერთ კვირა საღამოს ევას სახლში, როცა ოთხივე მათგანი მაგიდასთან იჯდა და ბანქოს თამაშობდა უეცრად კელიმ კარტი დაყარა და ისტერიული სიცილი აუვარდა. - რა მოგივიდათ, კელი? თბილად დაეკითხა ევა. მას ხმა არ ამოუღია მხოლოდ აქეთ-იქით სიარულს მოყვა. - მგონი გვიანია და დროა დაგტოვოთ. თქმა უხერხულად ჟაკმა და ზლაზვნით წამოიმართა სკამიდან. მხოლოდ მისტერ ჯეფრი იჯდა გაუნძრევლად და თვალს არ აშორებდა ევას ოდნავ შეხსნილ გულისპირს. - ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ჟაკ, ნუთუ არ გესმის? უეცრად პირდაპირ იერიშზე გადავიდა კელი და დაღლილი მზერა შეაგება მის თვალებს. ჟაკი ადგილზე აწრიალდა და თავის ხელებს ჩააჩერდა. სიტუაცია ნელ-ნელა იძაბებოდა და თითქოს ჰაერიც ჩაიხუთა. ევა გაოგნებული წამოდგა და კელის გადაეხვია, რადგან ეს უკანასკნელი უკვე უხმოდ ტიროდა. მსუბუქად უთრთოდა მხრები და თვალებს უმწეოდ აცეცებდა. მიუხედავად იმისა, რომ ევასა და მას შორის სულ რაღაც 10 წელი იყო სხვაობა, მაინც მშობელი დედასავით ჩაეხუტა მტირალ ქალს ევა. მისტერ ჯეფრი არ იყო შეჩვეული ასეთ გარჩევებს. მას შემდეგ, რაც მეუღლეს გაშორდა და ინგლისში გადმოსახლდა ასეთ სენტიმენტალურ სცენებს მხოლოდ ტელევიზორში თუ მოჰკრავდა თვალს. ახლაც იმდენად მოსაბეზრებლად ეჩვენა ეს ყველაფერი, რომ ლამის იქვე დაამთქნარა მოწყენილობისგან. სიმართლე, რომ ითქვას მას არც ბანქოს თამაში ხიბლავდა, უბრალოდ ევას სანახავად იმიზეზებდა ხოლმე ამ უწყინარ გასართობს. ახლაც, რომ სცოდნოდა ასეთი შაბლონური და გაცვეთილი სცენა გაიმართებოდა მის წინ, აუცილებლად ჩააგდებდა ამ კვირა საღამოს და საკუთარ სახლში რძიან ჩაის დალევდა ნებიერად გაწოლილი ტელევიზორის წინ. მართლად, რა კარგი იქნებოდა ყველაფერი რომ წინასწარ ვიცოდეთ.. - დამშვიდდი ჩემო საყვარელო. მზრუნველად ეფერებოდა ევა ახალგაზრდა ქალს. ჟაკს ეტყობოდა, რომ საბოლოოდ წაუხდა განწყობა და გაფითრებულ ტუჩებს იკვნეტდა. მან ფრთხილად გადაკვეთა ოთახის კუთხე და კელი აივანზე გაიხმო სასაუბროდ. ევამ უკან დაიხია და იქვე მაგიდაზე ჩამოჯდა, სადაც მისტერ ჯეფრი უკვე მოწყენილობისგან დამთქნარების მეტს არც არაფერს აკეთებდა. - რა უცნაური საღამოა, ხომ? დაეკითხა ევა მას ისე, რომ მზერა არ მოუშორებია დახურული ფანჯრისთვის, რომელზეც კელის ფარდები ჩამოეფარებინა და ისე გასულიყო აივანზე. ეტყობა ერიდებოდა ცხარე კამათი მათ თვალწინ.. მაინც როდის გამოეპარა ეს ყველაფერი ევას? ო, დიახ, ადვილი მისახვედრია, რომ ამ წყვილს საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან, მაგრამ როგორ დარჩა ეს ყველაფერი მის მიღმა? ნუთუ მართლაც ასეთი ბრმაა გრძნობები, რომ ევა საკუთარი ლაზანიების იქითაც კი ვეღარ იხედება.. 40 წლის ასაკში, როცა ქალი წესით თავიდან უნდა იწყებდეს ცხოვრებას, ზუსტად მაგ დროს დაანარცხეს იგი მიწაზე. რაღა შერჩა ევას გარდა იმისა, რომ მისტერ ჯეფრის კომპანიით დატკბეს და აღარ იფიქროს ამ საშინლად სიმპატიურ მამაკაცზე, რომელიც ახლა გაცხარებით ეკამათება მისსავე მეზობელ კელის. მისტერ ჯეფრი საბოლოოდ გამოარკვია ევას შეკითხვამ და აღმოაჩინა, რომ წყვილი აივანზე გასულიყო თვითონ კი მარტო დარჩენილიყო სასურველ ქალთან ერთად. - ო, დიახ, დიდებული საღამოა მართლაც, თქვენ კი უმშვენიერესი ხართ ახლა, როგორც არასოდეს... გაბედა, როგორც იქნა მან ამის თქმა ღიად და ხელი დაადო ევას აცახცახებულ ხელს. ქალი ოდნავ შეკრთა და მიხვდა, რომ ხანდახან ბედნიერება იმაზე ახლოს არის, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია აღვიქვათ იგი, ამიტომაც გვიჭირს ასე დაჯერება. როცა ძაფების გაბმა დაიწყო ამ ორ მარტოსულს შორის ზუსტად მაშინ შემოაღეს აივნის კარები ჟაკმა და კელიმ, ისე ძლიერად რომ ფარდები ჩამოგლიჯეს ლამის. - სად მიდიხარ? გამაგებინე! მიაძახა ქალმა მას, მაგრამ თითქოს ჟაკს არ ესმოდა არაფერი, ხმაურით გაიკეტა კარი და დატოვა გაოგნებული ყველა. - არადა სრულებით არ ჩანდა ასეთი ფიცხი ეს ახალგაზრდა. დააკომენტარა მისტერ ჯეფრიმ. - თქვენ არ გესმით, მე იგი მიყვარს. იცით, როგორ მიყვარს? - მე იმაზე უკეთ მესმის, ვიდრე თქვენ წარმოიდგენთ ამას.. უპასუხა კაცმა და ჩუმ-ჩუმად გააპარა ევასკენ მზერა, ის მსუბუქად წამოწითლდა სახეზე და თვალები დახარა. - ჟაკი აუცილებლად მოეგება გონს და არ დაკარგავს შენნაირ ლამაზ ქალს. მზრუნველად გაუღიმა ევამ და მეტი დამაჯერებლობისთვის თავიც დაუქნია თანხმობის ნიშნად. კელიმ ჩანთიდან სიგარეტი ამოიღო და უცერემონიოდ გააბოლა. კარგა ხანს ისხდნენ ასე ჩუმად, როცა ტელეფონმა დარეკა. ევა წამოდგა და გაოცებულმა აიღო ყურმილი, რადგან, როგორც წესი საღამოს 10 საათისთვის მასთან არავინ რეკავდა ხოლმე. სულ რამდენიმე წუთში ევას გაოცებისგან ყურმილი გაუვარდა ხელიდან და ალბათ იქვე ჩაიკეცებოდა მისტერ ჯეფრის უჩვეულო სისხარტე, რომ არ გამოევლინა და ხელი არ ეტაცა ღონემიხდილი ქალისთვის. კელისაც ფერი ეცვალა. - ვინ დარეკა? ხმამაღლა ჰკითხა მან და ფეხზე წამოიჭრა. ევა დუმდა, ხმას ვერ იღებდა გაოგნებისგან. საწყალს წვრილ-წვრილი ოფლის წვეთებით დასცვარვოდა შუბლი. - ვინ იყო, კი მაგრამ, ევა, გამაგებინეთ? უკვე ხმადაბლა იკითხა კელიმ და ავი წინათგრძნობისგან ტუჩი მოიკვნიტა. - ჟაკის მანქანა გადაჩეხილა ხრამში... ძლივს წარმოთქვა მან და მისტერ ჯეფრის მიეხუტა. კელი მოწყვეტით ჩამოჯდა სკამზე და თვალები გაუუფერულდა...
ძველებური მანქანა ინგლისის შემოგარენთან შეჩერდა, საიდანაც ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვიდა და იქვე შორიახლოს მდგარ ქალს კარი გამოუღო გალანტურად. - არ იცვლები, სიკვდილის მერეც კი. ფრთხილად გაუღიმა ქალმა და მოხდენით ჩაჯდა მანქანაში. მუხლს ზემოთ აცდენილი ქვედაბოლო უფრო კვეთდა მის ლამაზ ფეხებს და კაცს ხშირ-ხშირად გაურბოდა თვალი მისკენ. - აღიარე, რომ გენიალური გეგმაა და უბრალოდ შეუდარებელი მამაკაცი ვარ! ხმამაღლა იცინოდა ჟაკი და ქედმაღლურად იყურებოდა სივრცეში. - შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. - ხო, 15 წუთი ზუსტად მეყო იმისთვის, რომ სახანძრო კიბით დაბლა ჩავსულიყავი და იქვე მდგარი იუველირული მაღაზია გამეძარცვა. შემდეგ გეგმის მიხედვით უკან ამოვბრუნდი და გაბრაზებულმა დავტოვე ევას ბინა. შემდეგ ჩემი მანქანით ინსცენირება გავაკეთე საკუთარი სიკვდილის და წინა ღამით დატოვებულ მანქანამდე ფეხით მივედი. - მიყვარხარ! უთხრა ქალმა და თვალებგაბრწყინებულმა დააყოლა. - თან მგონი ერთი სიკეთეც ჩავიდინეთ შემთხვევით. ეშმაკურად გაეღიმა კელის. - რა? - მისტერ ჯეფრი და ევა დაახლოვდნენ. ჟაკს ხმამაღლა გაეცინა. - ეშმაკმაც დალახვროს, გინდა ცუდი გააკეთო და მაინც კარგი გამოდის.. ყველაფერი დაბალანსებულია ამ ქვეყნად. ამაზე ორივეს ხმამაღლა გაეცინა. გემრიელი გემო აქვს თავისუფლებას..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ბანალურია და, ჯაჭვებითაა ყველაფერი გადაბმული, რას ვიზამთ :)
ამ ნაწერში ყველას შეცოდება მოვასწარი მიუხედავად იმისა, რომ ეს არავის სჭირდება (თითქმის) :) ბანალურია და, ჯაჭვებითაა ყველაფერი გადაბმული, რას ვიზამთ :)
ამ ნაწერში ყველას შეცოდება მოვასწარი მიუხედავად იმისა, რომ ეს არავის სჭირდება (თითქმის) :)
8. ძალიან ნაჩქარევად დაწერილის შთაბეჭდილება დამრჩა. ქეთ-ისათვის ნაჩქარევად :)
ძველებური მანქანა ინგლისის შემოგარენთან შეჩერდა... _ ამ ტიპის რამდენიმე ლაფსუსიც არ ეკადრება ქეთს. მოკლედ, ქეთ-ისაგან ასეთი რამ არ მომეწონა. ფინალურ ეფექტზე გათვლილი პროზა, შენი არა არის ქეთ! ძალიან ნაჩქარევად დაწერილის შთაბეჭდილება დამრჩა. ქეთ-ისათვის ნაჩქარევად :)
ძველებური მანქანა ინგლისის შემოგარენთან შეჩერდა... _ ამ ტიპის რამდენიმე ლაფსუსიც არ ეკადრება ქეთს. მოკლედ, ქეთ-ისაგან ასეთი რამ არ მომეწონა. ფინალურ ეფექტზე გათვლილი პროზა, შენი არა არის ქეთ!
7. არ მეგონა ქართველსაც თუ შეეძლო სუფთა ინგლისური ამბის სუფთა ინგლისურად თხრობა. საღოლ! არ მეგონა ქართველსაც თუ შეეძლო სუფთა ინგლისური ამბის სუფთა ინგლისურად თხრობა. საღოლ!
6. მომეწონა!!! ვკითხულობდი და ვხედავდი!!! მომეწონა!!! ვკითხულობდი და ვხედავდი!!!
4. ქეთ, კარგად რომ წერ, ამას წყალი არ გაუვა! ყოჩაღ!
ქეთ, კარგად რომ წერ, ამას წყალი არ გაუვა! ყოჩაღ!
3. მე-კალ-მეს დაუწერია ჩემი სათქმელი:) მე-კალ-მეს დაუწერია ჩემი სათქმელი:)
2. - ეშმაკმაც დალახვროს, გინდა ცუდი გააკეთო და მაინც კარგი გამოდის.. ყველაფერი დაბალანსებულია ამ ქვეყნად... -ნეტა, ყოველთვის ასე ხდებოდეს :( კარგი ნაწერია საკმაოდ... მომეწონა! - ეშმაკმაც დალახვროს, გინდა ცუდი გააკეთო და მაინც კარგი გამოდის.. ყველაფერი დაბალანსებულია ამ ქვეყნად... -ნეტა, ყოველთვის ასე ხდებოდეს :( კარგი ნაწერია საკმაოდ... მომეწონა!
1. :) კარგიააა... :) კარგიააა...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|