ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პოეზია
6 იანვარი, 2011


მცონარა სხივი

საბაგირო გზას დაკიდული დამრეცი სკამი
დაგვისხამს მალე და ქარბუქში სხვაგვარად ვნახავთ
ღამეს, რომელიც კატას ჰგავს და სიცივეს კნავის,
(აქ) მგლების ხროვა (მბრძანებელი) ფხოჭინით მარხავს -

ლოლუებს... (ხშირად თხილამურის ბაკუნით ვიფშვნეტთ)
იმედი, როცა გადაიღებს გამთენიისას
შიშის წკარუნი. ვხვდებით ახლა მოაპნევს ზედმეტ
ყინულის ნატეხს მოაჯირს და ნელ-ნელა გუმანს -

აუტყდა ლოცვა… გათენდება - „არასდროს“ „გვიან“
სიბნელის კედლებს პლინთუსები ძარღვებად აქნევს
ჩვენ ორნი მარტო აღმასვლით და ზედაპირს თლიან
მთვარე და პირქვე დაკიდული ყრუ მემანქანე.

დალაგდა დრო და გვამურ ლაქას ვგრძნობდით შიგნიდან
მლაშე სხივები გადაკიდებს დილას ტრამალზე
თითქოს ხმაური, მაგრამ ფიქრმა ძილში იკბინა
ნეკა თითზე და წამწამები ისევ დახარე.

აყრილი სახით აშლილ ნერვებს ვუკრავდით ზონარს
გინდა იყვირო - და ნატეხებს დაგროვილს ტუჩთან
კოცნისგან ვალღობ(თ), მაგრამ ქარი (არა) არ გვზოგავს,
მცონარა სხივიც ჩვეულებრივ ტიროდა ფუჭად -

და გავიყინეთ ერთმანეთში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები