ხარ მთისა წყარო ანკარა, ხან ზღვის ტალღები მღელვარე, ხან მზე ხარ მწველი,თაკარა, შეგხედე,ამამღელვარე... ხან გაზაფხულის წვიმა ხარ, ხან საოცარი მაისი, ხან სიყვარულის სიგიჟე და მთვარის სიდარბაისლე. შემოპარული ცისკარი და ალიონის ნათება, ხანაც სამოთხის ჭიშკრიდან ვარსკვლავთა გამონათება. ხან სილამაზის ქალღმერთი, ხანაც სამოთხის ფერია, სხვა ქალთა ხიბლი,სინაზე, მაგ შენი ფეხთა მტვერია. უცხოდ მორთული მცენარე, ან იქნებ რტო ხარ ვაზისა, ქვეყანას მოვდებ მშვენებას მაგ მკერდის სილამაზისას, ხან სიოს ნაზი სუნთქვა ხარ, ხანაც სუნთქვა ხარ ქარიშხლის, ხან ღრუბლის მზესთან ალერსი, შენს ქებას ვერვინ დამიშლის... და მე უცნობი პოეტი ციდან მოგიკრეფ იელებს, ყველას შენს ფერხთით მოვრეკავ ვარსკვლავებს გადამთიელებს, ყველას შენს თვალწინ შევკრებავ:- პლანეტებსა და კომეტებს, შენ თაყვანს გცემენ,მე შევთხზავ ლექსად ამნაირ მომენტებს... მთვარეს საყურედ დაგკიდებ შენ ჩემო ვარსკვლავ-ხალებავ, მაგ ლამაზ მკერდზე შეხების სურვილი მომეძალება. ლამაზ ტუჩებზე დაგემსხვრა დღეს ჩემი ტრფობის ფიალა, მომაჯადოვეს თვალებმა, გრძნობებმა გამატიალეს. მოდი გავიქცეთ სხვა მხარეს, ვაჭენოთ მუზის რაშები, მწვერვალზე შევხვდეთ რიჟრაჟებს, გვეახლონ ღრუბლის პაჟები, მზედ და დედოფლად გაკურთხებ, ფერებით გაქცევ ფერიად, ამქვეყნად შენზე ლამაზი ვერ ვნახე,არაფერია, არც ვეძებ,აღარც მოვძებნი, მეყოფა შენი ნათება, -მოძებნე!კარგად მოძებნე! ვარსკვლავი მეკამათება... ხარ უცნაური არსება, ფიქრი ხარ ჩემი ფიქრისა, ჩემს ფიქრში მუდამ არსებობ და ფიქრის ქარი მიქრისა.. დმ.14.08.2008წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
30. ++++++55555 ყოჩაღ დავით :) სად ხარ დაკარგული? :) ++++++55555 ყოჩაღ დავით :) სად ხარ დაკარგული? :)
29. :D:D:D სად წავიდა და ტააში;) :D:D:D სად წავიდა და ტააში;)
28. დააათ, ისმის კითხვა: სად წავიდა ის მშვენიერი ასული (იმედია ასული), 2008 წელს ასეთ ლამაზ ლექსებს რომ გაწერინებდა? ;) +5 დააათ, ისმის კითხვა: სად წავიდა ის მშვენიერი ასული (იმედია ასული), 2008 წელს ასეთ ლამაზ ლექსებს რომ გაწერინებდა? ;) +5
27. მშვენიერი ლექსი ძამი!!! როგორც იქნა მოვიცალე შენთვის!!! მომხიბლა ლექსმა დავით!!! გაიხარე შენა!!! მშვენიერი ლექსი ძამი!!! როგორც იქნა მოვიცალე შენთვის!!! მომხიბლა ლექსმა დავით!!! გაიხარე შენა!!!
26. ულამაზესია 5555555555555 ულამაზესია 5555555555555
25. ხარ მთისა წყარო ანკარა, ხან ზღვის ტალღები მღელვარე, ხან მზე ხარ მწველი,თაკარა, შეგხედე,ამამღელვარე...
მომწონს ხარ მთისა წყარო ანკარა, ხან ზღვის ტალღები მღელვარე, ხან მზე ხარ მწველი,თაკარა, შეგხედე,ამამღელვარე...
მომწონს
24. toms Tanxmoba toms Tanxmoba
23. მილიონი ლექსია ასეთი და ნახევარი მილიონი ამაზე კარგი. ტომ სოიერი. 2011-01-11 19:58:00
ტომისნაირი შემფასებლები, დავიჯერო, სანთლითაა საძებარი?! ;) მილიონი ლექსია ასეთი და ნახევარი მილიონი ამაზე კარგი. ტომ სოიერი. 2011-01-11 19:58:00
ტომისნაირი შემფასებლები, დავიჯერო, სანთლითაა საძებარი?! ;)
22. მშვენიერი სიტყვებია და სასიამოვნო ლექსია,მაგრამ ძალიან დიდია,ამ ყველაფრის თქმა ცოტა მოკლედაც შეიძლებოდა.თუმცა ეს შენი სტილია,მთავარია რომ კარგია.წარმარტებები დათო! მშვენიერი სიტყვებია და სასიამოვნო ლექსია,მაგრამ ძალიან დიდია,ამ ყველაფრის თქმა ცოტა მოკლედაც შეიძლებოდა.თუმცა ეს შენი სტილია,მთავარია რომ კარგია.წარმარტებები დათო!
21. პირველი სამი სტროფი წავიკითხე და შევწყვიტე კითხვა.
ნუთუ რატომ არ ცდილობთ რომ რაღაიც სიახლისკენ გადაიხაროთ.
მილიონი ლექსია ასეთი და ნახევარი მილიონი ამაზე კარგი. პირველი სამი სტროფი წავიკითხე და შევწყვიტე კითხვა.
ნუთუ რატომ არ ცდილობთ რომ რაღაიც სიახლისკენ გადაიხაროთ.
მილიონი ლექსია ასეთი და ნახევარი მილიონი ამაზე კარგი.
20. საოცრად ლამაზი სატრფიალოა... ლაღი და ხალასი :) :-*
ერთი ორ შენიშვნას მოგცემ რაა? ;;) :-* შევკრებავ არა რაა :) შევკრიბავ :)
აქ პუნქტუაცია მგონი ასე უნდა : მთვარეს საყურედ დაგკიდებ, შენ, ჩემო ვარსკვლავ-ხალებავ,
ვერ ვნახე,არაფერია, არაფერი არაა რაა :( ვერაფერი :) :-*
მოკლედ, ძალიან ვისიამოვნე :D იმდენჯერ წავიკითხე!!! :) 55555!!! საოცრად ლამაზი სატრფიალოა... ლაღი და ხალასი :) :-*
ერთი ორ შენიშვნას მოგცემ რაა? ;;) :-* შევკრებავ არა რაა :) შევკრიბავ :)
აქ პუნქტუაცია მგონი ასე უნდა : მთვარეს საყურედ დაგკიდებ, შენ, ჩემო ვარსკვლავ-ხალებავ,
ვერ ვნახე,არაფერია, არაფერი არაა რაა :( ვერაფერი :) :-*
მოკლედ, ძალიან ვისიამოვნე :D იმდენჯერ წავიკითხე!!! :) 55555!!!
19. არც ვეძებ,აღარც მოვძებნი, მეყოფა შენი ნათება, -მოძებნე!კარგად მოძებნე! ვარსკვლავი მეკამათება...
მთის კაციო, დევკაციო... რა მერე, ისეთი სინაზით სავსე სული აქვს, ისეთიიი :) გაიხარე, დავით :) არც ვეძებ,აღარც მოვძებნი, მეყოფა შენი ნათება, -მოძებნე!კარგად მოძებნე! ვარსკვლავი მეკამათება...
მთის კაციო, დევკაციო... რა მერე, ისეთი სინაზით სავსე სული აქვს, ისეთიიი :) გაიხარე, დავით :)
18. ხან გაზაფხულის წვიმა ხარ, ხან საოცარი მაისი, ხან სიყვარულის სიგიჟე და მთვარის სიდარბაისლე.
ძალიან ლამაზი და ხატოვანი ლექსია :) ხან გაზაფხულის წვიმა ხარ, ხან საოცარი მაისი, ხან სიყვარულის სიგიჟე და მთვარის სიდარბაისლე.
ძალიან ლამაზი და ხატოვანი ლექსია :)
17. :D:D:D კი მითხარი და აკი ვწერ კიდეც? :D:D:D კი მითხარი და აკი ვწერ კიდეც?
16. შენ უნდა მხოლოდ ქალებზე წერდე!...გითხარი მგონი ეს უკვე...:) მომწონს...55555
შენ უნდა მხოლოდ ქალებზე წერდე!...გითხარი მგონი ეს უკვე...:) მომწონს...55555
15. ანკარა და რაკრაკა ლექსიააააააააა მაგარიაააააააააააა +++++++2 ანკარა და რაკრაკა ლექსიააააააააა მაგარიაააააააააააა +++++++2
14. ამქვეყნად შენზე ლამაზი ვერ ვნახე,არაფერია, არც ვეძებ,აღარც მოვძებნი, მეყოფა შენი ნათება, -მოძებნე!კარგად მოძებნე! ვარსკვლავი მეკამათება...
კარგიააა, მაგრამ ვერ ვნახე არაფერიას ნაცვლად -ვერ ვნახე ვერაფერია ჯობია, მაგონი, თორემ თქვენი მუზა ადამიანი (ქალბატონი) არ გამოდის :) ამქვეყნად შენზე ლამაზი ვერ ვნახე,არაფერია, არც ვეძებ,აღარც მოვძებნი, მეყოფა შენი ნათება, -მოძებნე!კარგად მოძებნე! ვარსკვლავი მეკამათება...
კარგიააა, მაგრამ ვერ ვნახე არაფერიას ნაცვლად -ვერ ვნახე ვერაფერია ჯობია, მაგონი, თორემ თქვენი მუზა ადამიანი (ქალბატონი) არ გამოდის :)
13. მოკლედ, სალაღობო ლექსის მაესტრო ხარ რა! მოკლედ, სალაღობო ლექსის მაესტრო ხარ რა!
12. ალო, არამით, 777-ჯერ მაგარო! ალო, არამით, 777-ჯერ მაგარო!
11. 3. ამდენი სინაზე ამ დევკაცში როგორ იყრის თავს მაოცებს’’ - ეს შეკითხვა მეც დამებადა :))))
სხვებსავით მშვენიერია!!!!!!! 3. ამდენი სინაზე ამ დევკაცში როგორ იყრის თავს მაოცებს’’ - ეს შეკითხვა მეც დამებადა :))))
სხვებსავით მშვენიერია!!!!!!!
10. +555 დათუჩ, მაგარი ხარ!!! +555 დათუჩ, მაგარი ხარ!!!
9. რა დღეში ხარ ლილე?:D:D:D რა დღეში ხარ ლილე?:D:D:D
8. 5. თამრი! შენ რაღაც იუმორი მოგეძალა ალბათ :D:D:D არამითი777. 2011-01-10 21:35:53
თამრის იუმორი მოეძალაააააა??? თამრის იუმორი მოეძალა ხალხნო და ჯამაათნო, მოდით, მოგროვდით აქ!!! :D:D:D რა ქნეს ამ ტომებმა და ფინებმა, იუმორი მოგვაძალეს ( :D ) ფაქტიურად :)) =)) 5. თამრი! შენ რაღაც იუმორი მოგეძალა ალბათ :D:D:D არამითი777. 2011-01-10 21:35:53
თამრის იუმორი მოეძალაააააა??? თამრის იუმორი მოეძალა ხალხნო და ჯამაათნო, მოდით, მოგროვდით აქ!!! :D:D:D რა ქნეს ამ ტომებმა და ფინებმა, იუმორი მოგვაძალეს ( :D ) ფაქტიურად :)) =))
7. კი,ვერც მე წარმომიდგენია;):D:D კი,ვერც მე წარმომიდგენია;):D:D
6. ცხოვრება იუმორის გარეშე? აბა რას ამბობ დავიიიით :-P ცხოვრება იუმორის გარეშე? აბა რას ამბობ დავიიიით :-P
5. თამრი! შენ რაღაც იუმორი მოგეძალა ალბათ :D:D თამრი! შენ რაღაც იუმორი მოგეძალა ალბათ :D:D
4. ლამაზ ტუჩებზე დაგემსხვრა დღეს ჩემი ტრფობის ფიალა, მომაჯადოვეს თვალებმა, გრძნობებმა გამატიალეს. მოდი გავიქცეთ სხვა მხარეს, ვაჭენოთ მუზის რაშები,
ჩემს ფიქრში მუდამ არსებობ და ფიქრის ქარი მიქრისა.
ორიანი შენ:)
ქულა......
მოძებნე!კარგად მოძებნე! ლამაზ ტუჩებზე დაგემსხვრა დღეს ჩემი ტრფობის ფიალა, მომაჯადოვეს თვალებმა, გრძნობებმა გამატიალეს. მოდი გავიქცეთ სხვა მხარეს, ვაჭენოთ მუზის რაშები,
ჩემს ფიქრში მუდამ არსებობ და ფიქრის ქარი მიქრისა.
ორიანი შენ:)
ქულა......
მოძებნე!კარგად მოძებნე!
3. ამდენი სინაზე ამ დევკაცში როგორ იყრის თავს მაოცებს ;;)
ფიქრი ხარ ჩემი ფიქრისა,
555555555 ამდენი სინაზე ამ დევკაცში როგორ იყრის თავს მაოცებს ;;)
ფიქრი ხარ ჩემი ფიქრისა,
555555555
2. მშვენიერია! :) 55555555555
პ.ს. ჩემი ნება რომ იყოს, ერთ ხაზს შევცვლიდი. ;) მშვენიერია! :) 55555555555
პ.ს. ჩემი ნება რომ იყოს, ერთ ხაზს შევცვლიდი. ;)
1. ყველას შენს ფერხთით მოვრეკავ ვარსკვლავებს გადამთიელებს, ყველას შენს თვალწინ შევკრებავ:- პლანეტებსა და კომეტებს,
ვარსკვლავი მეკამათება... ხარ უცნაური არსება,
რად გინდოდა, აბა, ამდენი ქება? დიდი მადლობა, დათო... რაზე წუხდებოდი? :)))))
უი, დედა, ესღა უნდა ამ ხალხს?! - ვინმეს მართალი ეგონება! :)) :)) ყველას შენს ფერხთით მოვრეკავ ვარსკვლავებს გადამთიელებს, ყველას შენს თვალწინ შევკრებავ:- პლანეტებსა და კომეტებს,
ვარსკვლავი მეკამათება... ხარ უცნაური არსება,
რად გინდოდა, აბა, ამდენი ქება? დიდი მადლობა, დათო... რაზე წუხდებოდი? :)))))
უი, დედა, ესღა უნდა ამ ხალხს?! - ვინმეს მართალი ეგონება! :)) :))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|