ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
6 იანვარი, 2011


უკვდავების წყაროსავით

აკიაფდა თვალი მარჯნის,

ისმენ წყაროს ანცობებს.

ჰორიზონტის ყვავილნარში

ვარსკვლავები წაწლობენ.



მიწა მწირის ჯვალოსავით

თბილია და უბრალო.

შენ ხარ ჩემი სალოცავი,

იისგულა უფალო.



რა ჩონგური,რის გიტარა

/ხმა გაკმინდეს მერცხლებმა/,-

სიჩუმეა იმისთანა,

გალობისა შეგრცხვება.



სადღაც ცეცხლი მობრიალე,

ხმა სივრცეში გავიდა.

მთვარის ოქრო მოწკრიალებს

ღრუბლის თეთრი ღარიდან.



მიწა მწირის ჯვალოსავით

თბილია და უბრალო.

შენ ხარ ჩემი სალოცავი,

უკვდავების წყაროსავით

გეწაფები,უფალო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები