ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლომსაძენინო
ჟანრი: პოეზია
6 იანვარი, 2011


ყინულის დედოფლის სამეფოში

სუნთქვა მდუღარე...
    დათრთვილული ორთქლი სახესთან,..
ყინულის ქალაქს
              ოთჯერ ფორთხვით
                        შემოვუარე,...
მეხუთე ჯერზე მაღირსა
                                    და
                                    კარი გამიღო...
ყინულის დედოფლის სამეფოში....
ყინულის მონები....
ყინულის ბუხარი...
წკრიალი ყინულზე დაცვენილი მარგალიტების...
ციალი სხივის არა მზისა,  რაღაც ნათების...
უგრძნობობის ცივი თეთრზე თეთრი თოში...
ვმღერი სიყვარულზე ვმღერი...
დნება,
  დნება  გაყინული კადრი ჩვენი,
                                                      ერთი
                                            (პირველი და ბოლო)
                                                                              კოცნის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები