ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარრურუა...
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
7 იანვარი, 2011


გურამ ასათიანი (ახალი პოეტიკის სათავეებთან)

დღეს, ჩვენი აზრით, ძალიან მწვავედ დგას ქართული პოეზიის, მისი მხატვრული შინაარსისა და ფორმის, მისი განვითარებისა და მომავალი პერსპექტივების საკითხი. არის დიდი შინაგანი ძვრები და, სამწუხაროდ, ეს სრულიად არ აისახება ჩვენს ლიტერატურულ კრიტიკაში. ძალზე იშვიათად, ძუნწად იწერება წერილები პოეტური ოსტატობის შესახებ. მივიწყებულია მთელი რიგი მტკივნეული საკითხებისა, რომლებიც გამომზეურებასა და სერიოზულ განხილვას მოითხოვენ. დღევანდელ ქართულ კრიტიკაში არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც თანამედროვე პოეზიის კონკრეტული ნაწარმოები განიხილება უკვე საკმაოდ მოძველებული და ამის გამო ფაქტობრივად უვარგისი კრიტერიუმებით. ბუნებრივია, ეს დროგასული, ტრაფარეტული საზომები შეუძლებელს ხდიან ჩვენი დროის ამა თუ იმ მნიშვნელოვანი პოეტური მოვლენის ნამდვილ შეფასებას. გარდა ამისა, ეს იწვევს კრიტიკული მომთხოვნებლობის შესუსტებას. ის სტანდარტული განსაზღვრებები, რომლებიც დღემდე შემორჩა ქართულ კრიტიკას (ყველა ეს ''გულწრფელი'', ''ომახიანი'', ''ერთი ამოსუნთქვით ნათქვამი'' და ა.შ.) სინამდვილეში ხშირად წარმოადგენენ ამა თუ იმ პოეტური ნაწარმოების მხატვრული უნიათობისა და პრიმიტიულობის ხელოვნურ საფარველს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები