 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 7 იანვარი, 2011 |
რაღაც ვერ ვმეგობრობთ მე და ხასიათი, ხან ამინდს ვაბრალებთ, ხანაც უძილობას. სარკემ დილიდანვე "დაკერა" სიფათი, ჯერ ყავაშეუსმელს, კიდევ ეს მინდოდა? ფიქრები რეჟიმში არიან აბსურდულ, წააგავს განწყობა მძიმე "პახმელიას". არც სიცხე არა მაქვს, მე მგონი, არც სურდო, და ეს სიგარეტიც, მწარე და ძველია. დილიდან დაჰყეფენ ბედს ქუჩის ძაღლები, იქნება, როგორმე გავიიანვარო. გავდივარ ქუჩაში ამ ყოფის თანხლებით, როგორ ხარ? -თუ მკითხავ, გეტყვი, რომ ვარ, რა-თქო... სადღაც მიწისქვეშას უხდება მუსიკა, ჩაუგდებ ლოთცხვირას, ხურდებს ან ლარიანს. და გიკვირს შენ თვითონ, მშვიდად რომ უზიხარ, ამ მიწისქვეშეთში მათხოვრის არიას... თითქოს ვიტრინებმა ღიმი გამაყოლეს, რა ტკბილად დამლოცა ხურდისთვის ბებიამ. უცებ, ხასიათმა მხარს წამკრა,- საღოლ შენ! - ჩემი კორექცია რა მაგრად გჩვევია...
07.01.11
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. 17. პოშჩეჩინა ობშესტვენომუ ვ კუსუ - სიცილით კვდება ახლა ალბათ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი ნიქ.ტო. 2011-01-10 13:02:53
საზოგადოებრივი გემოვნების განმსაზღვრელ "მეტრს" კარგი იქნებოდა სცოდნოდა, რომ: შეცდომაა "ვ კუსუ", სწორია - ვკუსუ ახლა კი ვხვდები, თქვენს "კუსუ"-ს რატომაც არ აკმაყოფილებს ჩემი ლექსი...
17. პოშჩეჩინა ობშესტვენომუ ვ კუსუ - სიცილით კვდება ახლა ალბათ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი ნიქ.ტო. 2011-01-10 13:02:53
საზოგადოებრივი გემოვნების განმსაზღვრელ "მეტრს" კარგი იქნებოდა სცოდნოდა, რომ: შეცდომაა "ვ კუსუ", სწორია - ვკუსუ ახლა კი ვხვდები, თქვენს "კუსუ"-ს რატომაც არ აკმაყოფილებს ჩემი ლექსი...
17. პოშჩეჩინა ობშესტვენომუ ვ კუსუ - სიცილით კვდება ახლა ალბათ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი პოშჩეჩინა ობშესტვენომუ ვ კუსუ - სიცილით კვდება ახლა ალბათ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი
16. პოშჩეჩინა ობშესტვენომუ ვ კუსუ - სიცილით კვდება ახლა ალბათ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი პოშჩეჩინა ობშესტვენომუ ვ კუსუ - სიცილით კვდება ახლა ალბათ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი
15. თითქოს ვიტრინებმა ღიმი გამაყოლეს, რა ტკბილად დამლოცა ხურდისთვის ბებიამ. უცებ, ხასიათმა მხარს წამკრა,- საღოლ შენ! - ჩემი კორექცია რა მაგრად გჩვევია...
თქვენი პოეზია იმაზე მეტია, ვიდრე პირადად მე შემიძლია შევაფასო. სლენგი? იყოს, თუკი სათქმელს ამბობს, თუკი ემოცია გულწრფელია. ჯანყია თქვენი პოეზია, სილის გაწვნაა, ამიტომ მომწონს, სახეში ნასროლი ხელთათმანივითაა და მით უფრო. ხანდახან მგონია მთელ სამყაროს იწვევთ დუელში :) შობას გილოცავთ, თანანა :) თითქოს ვიტრინებმა ღიმი გამაყოლეს, რა ტკბილად დამლოცა ხურდისთვის ბებიამ. უცებ, ხასიათმა მხარს წამკრა,- საღოლ შენ! - ჩემი კორექცია რა მაგრად გჩვევია...
თქვენი პოეზია იმაზე მეტია, ვიდრე პირადად მე შემიძლია შევაფასო. სლენგი? იყოს, თუკი სათქმელს ამბობს, თუკი ემოცია გულწრფელია. ჯანყია თქვენი პოეზია, სილის გაწვნაა, ამიტომ მომწონს, სახეში ნასროლი ხელთათმანივითაა და მით უფრო. ხანდახან მგონია მთელ სამყაროს იწვევთ დუელში :) შობას გილოცავთ, თანანა :)
14. ეი, ლიუდიიი, აუუუ... ეი, ლიუდიიი, აუუუ...
13. ქალბატონო თამარ ჩემი გემოვნება და აზრი რა საკვირველია არც გადამწვეტია და არც ერთადერთი, ამიტომ ნუ გეწყინებათ თუ არ მომწონს. ბატონ ვახუშტის მოსწონდა, მე არა. მე მიყვარს პლურალიზმი. ქალბატონო თამარ ჩემი გემოვნება და აზრი რა საკვირველია არც გადამწვეტია და არც ერთადერთი, ამიტომ ნუ გეწყინებათ თუ არ მომწონს. ბატონ ვახუშტის მოსწონდა, მე არა. მე მიყვარს პლურალიზმი.
12. დილიდან დაჰყეფენ ბედს ქუჩის ძაღლები,
შობას გიოლოცავთ! დილიდან დაჰყეფენ ბედს ქუჩის ძაღლები,
შობას გიოლოცავთ!
11. რაღაც ვერ ვმეგობრობთ მე და ხასიათი, ხან ამინდს ვაბრალებთ, ხანაც უძილობას. სარკემ დილიდანვე "დაკერა" სიფათი, ჯერ ყავაშეუსმელს, კიდევ ეს მინდოდა? +++++ მომეწონა!555 რაღაც ვერ ვმეგობრობთ მე და ხასიათი, ხან ამინდს ვაბრალებთ, ხანაც უძილობას. სარკემ დილიდანვე "დაკერა" სიფათი, ჯერ ყავაშეუსმელს, კიდევ ეს მინდოდა? +++++ მომეწონა!555
10. 2. ეს იუმორისტულია?
„ჯერ ყავა დაულევს“ და „თითქოს ვიტრინებმა ღიმილი მაყოლეს“ ალბათ „ხმა ტკბილი და ტკბილ-ქართულია“ ნიქ.ტო. 2011-01-07 21:02:17
ვერ მოვითმინე-კომენტარი "ნი-ჩტო!" მოდი ახალ მეჩხუბე- არაფერს გიპასუხებ!!!!!!!!!!!!!!! 2. ეს იუმორისტულია?
„ჯერ ყავა დაულევს“ და „თითქოს ვიტრინებმა ღიმილი მაყოლეს“ ალბათ „ხმა ტკბილი და ტკბილ-ქართულია“ ნიქ.ტო. 2011-01-07 21:02:17
ვერ მოვითმინე-კომენტარი "ნი-ჩტო!" მოდი ახალ მეჩხუბე- არაფერს გიპასუხებ!!!!!!!!!!!!!!!
9. და გიკვირს შენ თვითონ, მშვიდად რომ უზიხარ, ამ მიწისქვეშეთში მათხოვრის არიას... გასაკვირს ვერაფერს ვხედავ...ყველანი ადამიანები ვართ...:) სახასიათო ლექსია...:) და გიკვირს შენ თვითონ, მშვიდად რომ უზიხარ, ამ მიწისქვეშეთში მათხოვრის არიას... გასაკვირს ვერაფერს ვხედავ...ყველანი ადამიანები ვართ...:) სახასიათო ლექსია...:)
8. პოეზიაში ჟარგონის ან სლენგის გამოყენება, მით უმეტეს, როცა ბრჭყალებშია ჩასმული, არავის აუკრძალავს... აქვე მოვიტან ჩემს წიგნზე ვახუშტი კოტეტიშვილის წინათქმიდან ამონარიდს: "თამარ ბოლქვაძე არ ერიდება სლენგს, თუკი ეს მისი გრძნობების რელიეფურად გამოკვეთას ემსახურება. მისი ლექსები თანამედროვეა არა მარტო ანტურაჟით, არამედ შინაგანი ექსპრესიითაც"... ლექსისთვის შემთხვევით არ დამირქმევია "ნატურალისტური"... პოეზიაში ჟარგონის ან სლენგის გამოყენება, მით უმეტეს, როცა ბრჭყალებშია ჩასმული, არავის აუკრძალავს... აქვე მოვიტან ჩემს წიგნზე ვახუშტი კოტეტიშვილის წინათქმიდან ამონარიდს: "თამარ ბოლქვაძე არ ერიდება სლენგს, თუკი ეს მისი გრძნობების რელიეფურად გამოკვეთას ემსახურება. მისი ლექსები თანამედროვეა არა მარტო ანტურაჟით, არამედ შინაგანი ექსპრესიითაც"... ლექსისთვის შემთხვევით არ დამირქმევია "ნატურალისტური"...
7. არ მომწონს და რატომ: საღოლ, სიფათი დაკერა, პახმელია და ა.შ არ არის საპოეზიო. ამდენი ერთად განსაკუთრებით. არ მომწონს და რატომ: საღოლ, სიფათი დაკერა, პახმელია და ა.შ არ არის საპოეზიო. ამდენი ერთად განსაკუთრებით.
6. აი, რაღაცნაირად - ვერ - გეფიცებით ვეცადე, მაგრამ ვერ.. :D განსაკუთრებით მე-3 კომენტარის გამო ვეცადე.... შობას გილოცავთ ავტორო :) აი, რაღაცნაირად - ვერ - გეფიცებით ვეცადე, მაგრამ ვერ.. :D განსაკუთრებით მე-3 კომენტარის გამო ვეცადე.... შობას გილოცავთ ავტორო :)
5. ჯერ ყავა დაულევს ––––>>> "ყავაშეუსმელს" სჯობს...
იმიტომ რომ მაშინ "ყავადაულეველი" უნდა იყოს... :))) ჯერ ყავა დაულევს ––––>>> "ყავაშეუსმელს" სჯობს...
იმიტომ რომ მაშინ "ყავადაულეველი" უნდა იყოს... :)))
4. უცებ, ხასიათმა მხარს წამკრა...
ნაცნობი სახეა:) უცებ, ხასიათმა მხარს წამკრა...
ნაცნობი სახეა:)
3. ნიქტო, რაღა ჩემს ლექსზე მოგინდა "კტო ტა" რომ გახდე?... ნიქტო, რაღა ჩემს ლექსზე მოგინდა "კტო ტა" რომ გახდე?...
2. ეს იუმორისტულია?
„ჯერ ყავა დაულევს“ და „თითქოს ვიტრინებმა ღიმილი მაყოლეს“ ალბათ „ხმა ტკბილი და ტკბილ-ქართულია“ ეს იუმორისტულია?
„ჯერ ყავა დაულევს“ და „თითქოს ვიტრინებმა ღიმილი მაყოლეს“ ალბათ „ხმა ტკბილი და ტკბილ-ქართულია“
1. და გიკვირს შენ თვითონ, მშვიდად რომ უზიხარ, ამ მიწისქვეშეთში მათხოვრის არიას...
უჰ,რა ნაცნობია ეს!:) მრავალ შობას დაესწარი ჩემო კარგო. მიყვარს ეს გვერდი მე! და გიკვირს შენ თვითონ, მშვიდად რომ უზიხარ, ამ მიწისქვეშეთში მათხოვრის არიას...
უჰ,რა ნაცნობია ეს!:) მრავალ შობას დაესწარი ჩემო კარგო. მიყვარს ეს გვერდი მე!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|