ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი.ჯ.
ჟანრი: პოეზია
18 იანვარი, 2011


sheni-qalis

შენი სიყმაწვილე ატმის ყვავილობას ჰგავს გაზაფხულზე,

ზაფხულში ტალღებს სიკეკლუცით მსურს შეგადარო,

შემოდგომისას ფერშეცვლილი შენი სილამაზე,

ზამთარში სპეტაკ და ფაფუკ თოვლს მინდა ვადარო.




შენი სიცოცხლით მარადჟამობს სხვისი სიცოცხლე

და არ არსებობს შენზე უფრო ნაზი არსება,

ჭაბუკი როცა მოვა გეტყვის:''ხელი მიბოძე''

მასვე დააბნევს შენი სახის მკვეთრი ნათება.




მე რომ შემეძლოს ისეთ რამეს შეგადარებდი,

რაც იქნებოდა იდუმალი, წყნარი, თავნება,

მაგრამ რა ვუყოთ, მეც ქალი ვარ, აჰა, დავნებდი

და დღეს მე წერით დავარღვიე იდუმალება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს