ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან63
ჟანრი: პოეზია
12 იანვარი, 2011


საქართველოვ….…

ჩემი სამშობლოს ცქერაში,
შუბლზედ მაწვება ბიდბუნდი,
წელი ვერ აგიწევია,
კლდეზე ხარ თითქოს მიბმული.
შენი შემყურე ეს გული,
ლამის მკერდს შემოეხია,
ამ ოდენობის წურბელა,
როდისღა შემოგეხვია?!
ვერც ხარ-ირემის ხმასა ვცნობ,
დანაჭექს მთისა ფერდიდან,
ტურის ჭყავილი მას ახშობს,
დამგლეჯ მოსულსა ბნელიდან.
ამისთვის არ შეწირულა,
ჩვენს მამა-პაპათ მოდგმაი,
რომ ტურა, ვირთხამ დაგჭამოს,
და აღისრულოს ვნებაი.
თურმე ჩაფრობა ყოფილა,
ბალღთა ნატვრები სიზმარში,
ვიცი რომ მომავალი გყავთ,
ამოღებული მიზანში.
ჩვენ შვილთა შხამით დაწამლვა,
განგებით არად გვეგების,
ავ ზრახვებს ვერასგზით მალავთ,
ყორანი არ გათეთრდების!
ლოცვით, და არა მის მხოლოდ,
ბრძოლაი გველის ნამდვილი,
არა, არ გადაჯიშდების,
გენი ქართული მარტვილი.
არა დაჰმონდეთ ქართველნო,
ლაჩრად მონაქცევ ჩაფრებსა,
ჩვენი ხომალდი ხვალ გადის,
ქარი დაჰბერავს აფრებსა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ebraeli2 ვულოცავთ დაბადების დღეს