ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: N O D O
ჟანრი: პოეზია
14 იანვარი, 2011


ბავშვი(ძეწ)-ს გამოხმაურება

რას ერჩი საკუთარ მეუღლეს,
სახლში რომ იღლება ლოდინით,
იმ სახლში, რომელიც არა გაქვს,
რადგანაც არა გყავს მეუღლე ჯერ კიდევ,
გაცვითეს ფიქრებმა ჩვეული მანძილი,
სინიორს მეძახი, არც მე მაქვს ხელები ფაფუკი,
არც შენს ქმარს ექნება (ჩემს ენას სიმწარე აკლია),
სიმართლე ის არის, იზრდები, აღარ ხარ პატარა,
გეზრდება ოცნებაც, თეთრ ცხენზე რა უნდა მეომარს,
ან შენ რა გინდოდა იმ შავი მეკობრის ხელებში,
ან მე რას ვერჩოდი საკუთარ ბედსა და ირონი -
ას კაცში არჩიე, მხდალი და ორასში უძლური,
მაგრამ შენ იჯერებ, ზღაპრების უაზრო შინაარსს,
მოდიხარ კარავში, რომელიც სავსეა სითბოთი ერთჯერად,
რომელშიც მე და შენ არა გვაქვს არცერთი საწოლი,
რომელსაც არა აქვს, არც კარი, ფანჯარაც (რა უნდა კარავში),
გიხდება, რომ ქალის სუნი გდის, არომატს
არ ირჩევ, მილედის მსგავსად ან მდიდრების
და ასე იზიდავ, ყველაფერს რაც ჩემში დაბადე...
და ასე თენდება ის ღამე, რომელიც მაჩუქე.

მიდახარ და უკან ბრუნდები, მიყურებ მძინარეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს