 | ავტორი: ლევან63 ჟანრი: პოეზია 15 იანვარი, 2011 |
"მე-კალ-მე"-ეს გვერდზე, ერთი არაჩვეულებრივი ჩანახატი აღმოვაჩინე დედაზე და ლექსად რომ არ მექცია, ვერ მოვისვენებდი. აი, ისიც:
დე! დე! ვაი, მაპატიე ჩაგძინებია. მე შენს ჭაღარას ვითვლი ჩუმ-ჩუმად, ხუთი, ათი, ასი, ვაჰ რამდენია, და ეს სიბერეც რას მედავება შენს საყვარელ თავს, ნეტავ რა უნდა?!
დე! მხოლოდ ჩემი ხარ, და სხვებისთვის, ასე იოლად არ მემეტები, ამ ცხოვრებისგან დაღლილ-მძინარეს, უსიტყვოდ, მარად მოგეფერები.
დე! მსოფლიოს ყველა შვილის, დედებისადმი ჯამურ სიყვარულს, შენდამი ჩემი ათასჯერ სჯაბნის! და სიკვდილამდე ასე იქნება, აწ და მარადის!
დე! ამოსუნთქვა ხომ ჩემი შენ ხარ, ორივენი კი, ცხოვრების აზრი, გადაგიკოცნი ნაოჭებს შუბლზე, სხვას ვერ მივანდობ, სხვისას ვერ ვადრი!
დე! მე მოგიშლი იმ ბოლო ნაოჭს, და მაგ სიბერეს ბოლომდე დავძლევ, დე! აი, ნახავ! სულ მალე, მალე, რომ არ ყოფილხარ ისეთად გაქცევ.
დე! დილიდან მსურს რომ კვლავ უჩუმრად, ხელზე, თვალებზე, ცხვირზე, ნიკაპზე, მძინრეს ნაზად რომ გეამბორო მაგრამ არ ძალმიძს დე!…. დღეს ვეზიარე, მე ამ ცისკარზე!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ამგვარი თემატიკის ნაწარმოებებზე კომენტარი მიჭირს, ყველა შედევრი მგონია:) ამგვარი თემატიკის ნაწარმოებებზე კომენტარი მიჭირს, ყველა შედევრი მგონია:)
9. ra alalia :S gulidan..... ragacnairad gamixarda es leqsi! ra alalia :S gulidan..... ragacnairad gamixarda es leqsi!
8. ლევანი ჩემი მეგობარია, ლანა, და... აუცილებლად გაითვალისწინებს. :) მინდა, რომ გამართული ქართულით წეროს ყველამ, ვისაც მწერლობაზე თუ პოეტობაზე აქვს "პრეტენზია". მათ შორის - ლევანმაც. :))))) ლევანი ჩემი მეგობარია, ლანა, და... აუცილებლად გაითვალისწინებს. :) მინდა, რომ გამართული ქართულით წეროს ყველამ, ვისაც მწერლობაზე თუ პოეტობაზე აქვს "პრეტენზია". მათ შორის - ლევანმაც. :)))))
7. ქალბატონო თამარ, გმადლობთ. სწორი შესწორებებია და ვიცი, ლევანიც გაითვალისწინებს. დედაჩემს წავაკითხე წეღან და ძალიან, ძალიან გაუხარდა :) ქალბატონო თამარ, გმადლობთ. სწორი შესწორებებია და ვიცი, ლევანიც გაითვალისწინებს. დედაჩემს წავაკითხე წეღან და ძალიან, ძალიან გაუხარდა :)
6. თემატიკა იდეალური, ლექსი ისე რა, წარმატებები ავტორს მე მუდამ მოვალ....-ზე კარტგი ლექსი არ გაქვს შენ ძმა ის ლექსი შესანიშნავია თემატიკა იდეალური, ლექსი ისე რა, წარმატებები ავტორს მე მუდამ მოვალ....-ზე კარტგი ლექსი არ გაქვს შენ ძმა ის ლექსი შესანიშნავია
5. შენსადმი ჩემი ათასჯერ სჯაბნის! --->>> შენდამი... და არა შენსადმი.
თითებზე, თვალებს, ცხვირს და ნიკაპზე, ---->>> "ხელზე, თვალებზე, ცხვირზე, ნიკაპზე"... ან "თითებზე, ხელზე, ცხვირზე, თვალებზე"...
მძინრეს ნაზად მოგეამბორო ----->>> მძინარეს ნაზად რომ გეამბორო... მაგრამ არ მძალუძს დე!…. ------>>> მაგრამ არ ძალმიძს, დე!….
:))))))))))))))) მაპატიე, ლევან, გული არ მითმენს-ხოლმე, როცა გრამატიკულად არაა გამართული წინადადება! შენსადმი ჩემი ათასჯერ სჯაბნის! --->>> შენდამი... და არა შენსადმი.
თითებზე, თვალებს, ცხვირს და ნიკაპზე, ---->>> "ხელზე, თვალებზე, ცხვირზე, ნიკაპზე"... ან "თითებზე, ხელზე, ცხვირზე, თვალებზე"...
მძინრეს ნაზად მოგეამბორო ----->>> მძინარეს ნაზად რომ გეამბორო... მაგრამ არ მძალუძს დე!…. ------>>> მაგრამ არ ძალმიძს, დე!….
:))))))))))))))) მაპატიე, ლევან, გული არ მითმენს-ხოლმე, როცა გრამატიკულად არაა გამართული წინადადება!
4. ძალიან, მართლა ლამაზი და კარგი ლექსია.555 ძალიან, მართლა ლამაზი და კარგი ლექსია.555
3. გნებავთ, სუბიექტურობა დამაბრალეთ, მაგრამ შემიყვარდა ეს ლექსი... თავიდანვე, ლევან... დიდი მადლობა! მასიამოვნე ძალიან! გნებავთ, სუბიექტურობა დამაბრალეთ, მაგრამ შემიყვარდა ეს ლექსი... თავიდანვე, ლევან... დიდი მადლობა! მასიამოვნე ძალიან!
2. გნებავთ, სუბიექტურობა დამაბრალეთ, მაგრამ შემიყვარდა ეს ლექსი... თავიდანვე, ლევან... დიდი მადლობა! მასიამოვნე ძალიან! გნებავთ, სუბიექტურობა დამაბრალეთ, მაგრამ შემიყვარდა ეს ლექსი... თავიდანვე, ლევან... დიდი მადლობა! მასიამოვნე ძალიან!
1. ჩვევა მაქვს უაზრო, რამე თუ დასაწყისში არ მომწონს ბოლოში ვკითხულობ ხოლმე თუ გრძელია,მერე თუ დასასრულმა მაინც გაამართლა ჩემთვის ვუბრუნდები და მთლიანად ვკითხულობ... ჰოდა აქ დასასრულისკენ რომ წამოვედი "მძინრეს" წავიკითხე... მომიტევეთ ვერ მოვიწონე ანუ ჩვევა მაქვს უაზრო, რამე თუ დასაწყისში არ მომწონს ბოლოში ვკითხულობ ხოლმე თუ გრძელია,მერე თუ დასასრულმა მაინც გაამართლა ჩემთვის ვუბრუნდები და მთლიანად ვკითხულობ... ჰოდა აქ დასასრულისკენ რომ წამოვედი "მძინრეს" წავიკითხე... მომიტევეთ ვერ მოვიწონე ანუ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|