 | ავტორი: სპილუკა ჟანრი: პროზა 27 აგვისტო, 2008 |
- გრძნობ რამეს? - რა არის გრძნობა? - გრძნობა? ეს არის სიხარული, მწუხარება, ისე, ყველაზე მძაფრი გრძნობა სიყვარულია. - სიყვარული რა არის? - სიყვარული, ეს დიდი ბედნიერებაა, უდიდესი სიხარული. - ყოველთვის? - არა, რა თქმა უნდა. ზოგჯერ დიდი უბედურებაც მოაქვს, უდიდესი მწუხარება. - სიხარული, მწუხარება, ეს ხომ გრძნობაა?! - გრძნობაა, გრძნობა, თანაც როგორი გრძნობა, ეს... ეს არის... ეს მთელი პოეზიაა. - პოეზია? ვიცი პოეზია, „ტანო ტატანო”... - არა, არა, მარტო პოეზია არა... - აბა პროზაც? პროზაც ვიცი... - ეგეც, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს უფრო მეტია... - მეტია რაზე? - ყველაფერზე, ცაზე, მიწაზე, სიტყვაზე, ადამიანზე... ეს... ეს მთელი სამყაროა, რომელიც გულში არ ეტევა. - სწორია, სამყარო დიდია და გულში არ ჩაეტევა. - ზოგჯერ ეტევა კიდეც. - როგორ, ეს პარადოქსია! - დიახ, დიახ, სიყვარული სწორედ რომ პარადოქსია. - ვერ გავიგე... - ასეა ვერც ჩვენ ვიგებთ, ვიტანჯებით, ვეძებთ. ხან ვპოულობათ, ხან ვერა. - რას? - ჭეშმარიტებას. - ესეიგი სიყვარული ჭეშმარიტებაა? - ჭეშმარიტებაა, ჭეშმარიტება და ვინც ამ ჭეშმარიტებას ბოლომდე შეიგნებს, იძულებულია ეს მძიმე ტვირთი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ზურგით ატაროს. - ტვირთის აწევა მეც შემიძლია. - კი... შეგიძლია... ბევრს შეუძლია, მაგრამ ზოგი ამ ტვირთს ვერ უძლებს, ზოგი კი პირიქით, სწორედ ამ ტვირთის მეშვეობით დაფრინავს. - დაფრინავს? რიგორ?! - არ ვიცი... დაფრინავს სიყვარულის ფრთებზე და უხარია, რომ ამ გრძნობით იტანჯება, ზოგი კი მათ ქვემოდან შეჰყურებს და წუხს, რომ ეს ტანჯვა არ განუცდია. - ისევ პარადოქსი... - პარადოქსია ცხოვრებაც და სიყვარულიც. თუ უსაზღვროდ გიყვარს, თუ გიხარია მისთვის ცხოვრება, მაშინ ტანჯვაც კი ტკბილია, გული რომ ამოიღო და მას აჩუქო არ გენანება. - ესეიგი, მე რომ ჩემი სქემიდან ტრანზისტორი ამოვიღო და მას ვაჩუქო შემიყვარებს? - ვის?! - ისე სიტყვაზე. - არა, ეს თავისთავად უნდა მოხდეს, ჯერ შენთვითონ უნდა იგრძნო. - თავისთავად?.. მე თვითონ უნდა ვიგრძნო?.. გასაგებია!.. მივხვდი!.. თავისთავად აკუმულატორი მიჯდება და მე ამაზე ინფორმაცია მაქვს, ეს სიყვარულია? - ეგ სიბერეა, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით შენ ენერგიის აღდგენა შეგიძლია. - ენერგიის აღდგენა კი შემიძლია, მაგრამ სიყვარული რა არის ვერ გავიგე. - ეგეც პარადოქსია, არა? - წეღან რომ მკითხე, ვგრძნობ, თუ არ... - მერე? - ვგრძნობ, რომ რაღაც მაკლია. - მართლა გრძნობ?! - არ ვიცი!.. ახლა რა ვქნა, როგორ გავერკვე ამ ყველაფერში?! - ვერაფერს გეტყვი... სანამ შენ თვითონ ამას არ იგრძნობ, მანამდე სიყვარულს ვერაფერს გაუგებ, ამ შემთხვევაში მე ვერაფრით დაგეხმარები, მაპატიე, სიყვარულის ჩიპი ვერანაირად ვერ გავაკეთე... - გაპატიო?!. ვერ დამეხმარები?!. მაშინ რატომ ჩამიდგი აზროვნების ჩიპი?!. ან საერთოდ, რატომ ამაწყვე?!. რატომ?!.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. ჰო... ეს ვიცი :) ჰო... ეს ვიცი :)
13. რაღაც აკლია იდეა კარგია
4 ქულა რაღაც აკლია იდეა კარგია
4 ქულა
11. დაახლოებით ასეთივე დიალოგი იქნება ალბათ ადამიანსა და ღმერთს შორის... მომეწონა. ძალიან ჩემია.5 დაახლოებით ასეთივე დიალოგი იქნება ალბათ ადამიანსა და ღმერთს შორის... მომეწონა. ძალიან ჩემია.5
8. ასაფრენ ხომალდს გაავს,ოღონდ მიწაზე დგას ასაწყობად საოჯახო ნივთებით არის აწყობილი ანუ თემა ძაან მსუბუქია და შესაბამისად სიმსუბუქე და დისტანცია სიღრმისეული როგორც ერთი მონეტის ორივე მხარე ასე ახლოს უნდა მოგზაურობდეს დიალოგში ...რაც ამ შემთხვევაში არ იგრძნობა წარმატებებს გისურვებ:) ასაფრენ ხომალდს გაავს,ოღონდ მიწაზე დგას ასაწყობად საოჯახო ნივთებით არის აწყობილი ანუ თემა ძაან მსუბუქია და შესაბამისად სიმსუბუქე და დისტანცია სიღრმისეული როგორც ერთი მონეტის ორივე მხარე ასე ახლოს უნდა მოგზაურობდეს დიალოგში ...რაც ამ შემთხვევაში არ იგრძნობა წარმატებებს გისურვებ:)
7. მოვისურვებ და დიდი სიამოვნებითაც წავიკითხავ ყველა შენიშვნას, რომ მომავალში გავითვალისწინო. მოვისურვებ და დიდი სიამოვნებითაც წავიკითხავ ყველა შენიშვნას, რომ მომავალში გავითვალისწინო.
6. ძალიან ჭკვიანი ადამიანის ფრაზაა ასეთ ტექსტებზე -რა თქვენი ბრალია თუ 21 საუკუნე პრაგმატულია და ზედმეტი სენტიმენტალიზმისთვის არ ცალიათ ადამიანებს.:) მაქვს რამდენიმე შენიშვნა,რასაც თუ ავტორი მოისურვებს პირადში მივწერ.ვწუხვარ,მ გრამ ახალგაზდრა კრიტიკოსების,ლიტერატორების უმრავლესობა ჩემს მხარეზე იქნება.საუკეთესო სურვილებით :)
ძალიან ჭკვიანი ადამიანის ფრაზაა ასეთ ტექსტებზე -რა თქვენი ბრალია თუ 21 საუკუნე პრაგმატულია და ზედმეტი სენტიმენტალიზმისთვის არ ცალიათ ადამიანებს.:) მაქვს რამდენიმე შენიშვნა,რასაც თუ ავტორი მოისურვებს პირადში მივწერ.ვწუხვარ,მ გრამ ახალგაზდრა კრიტიკოსების,ლიტერატორების უმრავლესობა ჩემს მხარეზე იქნება.საუკეთესო სურვილებით :)
5. აქ ზედმეტი სენტიმენტალიზმია .ეს არაა ცუდი ზოგადად,:) მოკლედ ''შაქარყინულოვანოვანია''ნამეტანი.
აქ ზედმეტი სენტიმენტალიზმია .ეს არაა ცუდი ზოგადად,:) მოკლედ ``შაქარყინულოვანოვანია``ნამეტანი.
4. მოდი ასე ვიტყვი წერის კარგი სტილი. ხუთოსანი მოწაფის,ქარტულის მასწავლებლის საყვარელი მოწაფე იქნებოდა ავტორი.:) მაგრამ პროზა არის სათქმელი და ამ სათქმელის თქმის ხერხები ახალი და ორიგინალური. აი ეს სიახლე, ნოვაცია და ინტერესი მაკლდება აქ. სხვატაშორის წინა ნაწერზე დავაკვრდი,გრამატიკულ პუნქტუაციურად კარგად მოწესრიგებული ტექსტია.მარა ეს ცოტაა.
ზოგჯერ პროზა ამ ზედმეტი ''მოწესრიგებულობით ''აგებს. წინა ნაწერზეც დაგიტოვე კომენტარი და ნახე. პატივისცემით. აქ
''მოსაწყენი ერთფეროვნებაა'''
მოდი ასე ვიტყვი წერის კარგი სტილი. ხუთოსანი მოწაფის,ქარტულის მასწავლებლის საყვარელი მოწაფე იქნებოდა ავტორი.:) მაგრამ პროზა არის სათქმელი და ამ სათქმელის თქმის ხერხები ახალი და ორიგინალური. აი ეს სიახლე, ნოვაცია და ინტერესი მაკლდება აქ. სხვატაშორის წინა ნაწერზე დავაკვრდი,გრამატიკულ პუნქტუაციურად კარგად მოწესრიგებული ტექსტია.მარა ეს ცოტაა.
ზოგჯერ პროზა ამ ზედმეტი ``მოწესრიგებულობით ``აგებს. წინა ნაწერზეც დაგიტოვე კომენტარი და ნახე. პატივისცემით. აქ
``მოსაწყენი ერთფეროვნებაა```
3. სიყვარულის ჩიპი :) მიდი რაააა გააკეთეეეე :) 5 შენ სიყვარულის ჩიპი :) მიდი რაააა გააკეთეეეე :) 5 შენ
2. სპილუკა, მიხარია, რომ მომწონს შენი ყველა მოთხრობა. ხომ შეიძლებოდა, ერთხელ გამოგსვლოდა რაღაც და მერე - მორჩა? არა... შენი ყველა მოთხრობა ძალიან კარგია. კარგი სპილუკა ხარ შენ. 5 სპილუკა, მიხარია, რომ მომწონს შენი ყველა მოთხრობა. ხომ შეიძლებოდა, ერთხელ გამოგსვლოდა რაღაც და მერე - მორჩა? არა... შენი ყველა მოთხრობა ძალიან კარგია. კარგი სპილუკა ხარ შენ. 5
1. მაგარი ხარ... მაგარი ხარ...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|