 | ავტორი: როლანო ჟანრი: საბავშვო 16 იანვარი, 2011 |
თავი მეოთხე
შეშინებული ბავშვები ერთმანეთს ეკვროდნენ. დარბაზში კივილისა და ხრიალის ხმა არ წყდებოდა, პირიქით უფრო ძლიერდებოდა. Uუცებ სარდაფის კარი გაიღო და კიბეზე ჭინკა-გურილმა ჩამოირბინა. Dდილეგთან მივიდა, ჯიბიდან გასაღები ამოიღო, კარი გააღო და ბავშვებს შეუძახა: - ჩქარა, ჩქარა გამოდით. დარბაზში უნდა ამოხვიდეთ. Lლილიას ჩვენი დახმარება სჭირდება. ბავშვებმა ჭინკასთან ერთად აირბინეს კიბე და დარბაზში შევიდნენ, სადაც საშინელი სურათი დახვდათ. Qქალი-ჩონჩხს ხელზე დაეხვია ლილიას გრძელი, ლამაზი თმა და მიწაზე ათრევდა. - ხუთივე ალმასი უნდა მომცე გაიგე? ხუთივე მჭირდება. თუ არა და შენც მიგახრჩობ და იმ შენ გველის წიწილებსაც. - გაუშვი ლილიას ხელი! - დაიყვირა ინაინამ და ქალი-ჩონჩხისაკენ გაიქცა. Gგაკვირვებულმა ჯადოქარმა გოგონასაკენ მოიხედა და კიდევ უფრო ხმამაღლა დაიხრიალა: - ვინ გამოუშვა ეს ლეკვები გალიიდან?! - მიმართა იქვე მდგარ ჭინკა-გურილს. ჭინკა ქალი-ჩონჩხს მიუახლოვდა და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. - შენ ხომ არ გაგიჟდი, - წამოიძახა ქალმა და ხელი აიქნია, რათა ჭინკა-ბიჭისათვის სილა გაერტყა. Gგურილმა დრო იხელთა და ქალი-ჩონჩხს მაჯაში სწვდა. თან ისეთი ძალით უჭერდა, რომ მიუხედავად ჯადოქრობისა, ქალმა ვერაფრით ვერ გაითავისუფლა თავი. ინაინამ მოჩხუბრებთან მიირბინა და სამაჯურს სტაცა ხელი, რომელიც ბოროტ ჯადოქარს ეკეთა. Eეს ის სამაჯური იყო, ლილიამ რომ აჩუქა გოგონას, შემდეგ კი ქალი-ჩონჩხმა მოტყუებით წაართვა. შეეხო თუ არა ინაინა ქალის ხელს, სამაჯური თავისით გაიხსნა და გოგონას ფეხებთან დაგორდა. Aაკაკომ სამაჯური იატაკიდან აიღო და სასწრაფოდ გაუკეთა ხელზე დაიკოს. იმავე წამს ქალი-ჩონჩხმა ლილიას თმას ხელი გაუშვა და მუხლებზე დაეცა. - მაპატიეთ პატარებო, ძალიან გთხოვთ მაპატიეთ. ჩემი ბრალი არ არის. Aამ ჭინკებმა შემაცდინეს. მათ მაიძულეს, რომ თქვენ დამეჭირეთ. საბოლოოდ თქვენი შეჭმა უნდოდათ. - ხმამაღლა მოთქვამდა ქალი-ჩონჩხი და თან ცხარე ცრემლით ტიროდა. - თუ არა და შენ შეგჭამთო, ასე მეუბნებოდნენ. მაპატიეთ. - განაგრძობდა ჯადოქარი. Lლაპარაკი რომ დაამთავრა ქალი-ჩონჩხმა აქეთ-იქით მიმოიხედა და ახლა უკვე მართლა შეეშინდა. ოთახში პატარა ჭინკები შემოდიოდნენ და ნელ-ნელა გარს ერტყმოდნენ მას. ცოტა ხანში შუაში მოიმწყვდიეს და ლილიას მიმართეს. - ლილია, რა ვუყოთ ამ უწმინდურ არსებას? შენ გვირჩიე, არ გვინდა ზედმეტი ცოდვა ავიღოთ თავზე, ამის გადამკიდე ისედაც ბევრი ცუდი საქმე ჩავიდინეთ. - უკან დაიხიეთ ძვირფასებო. Mმე ყველაფერი ვიცი. ვიცი რომ თქვენ, მთისძირას მდებარე სოფლის მაცხოვრებლები ხართ და თქვენი ნებით არ მოსულხართ აქ. ისიც ვიცი, რითია ეს კოშკი შეღებილი. ამ საღებავში თქვენი სისიხლიც ურევია. Uუკან დაიხიეთ, ახლა ყველაფერი დამთავრდება და თქვენც ჯადო მოგეხსნებათ. - ცრემლნარევი ხმით ლაპარაკობდა ლილია. ბავშვებმა ჭინკებთან ერთად უკან დაიხიეს. Lლილიამ ჯიბიდან ალმასის ბურთულა ამოიღო და ჭერისკენ ააგდო. Aალმასი შურდულიდან ნასროლი ქვასავით ავარდა ზემოთ, შემდეგ თითქოს აალდა და კოშკის კედლებს ცეცხლი მოედო. კოშკთან ერთად ქალი-ჩონჩხიც იწვოდა და მისი ჩუმი ხრიალიღა ისმოდა. ცოტა ხანში ლილია ბავშვებთან ერთად მთის წვერზე იდგნენ, სადაც აღარც კოშკი იყო და აღარც ქალი-ჩონჩხი. კოშკის ადგილას კი ალმასის ბურთულა ეგდო. Aნიკოლოზმა ალმასი აიღო და ლილიას მიაწოდა. - ყოჩაღ ბავშვებო, თქვენ კი დიდი მადლობა. - მიმართა ლილიამ ჭინკებს, რომლებიც ნენლ-ნელა ადამიანურ იერ-სახეს იღებდნენ და ერთმანეთს გაკვირვებით შესცქეროდნენ. Mმალე ლილიასა და ბავშვების წინ, ჭინკების მაგივრად ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე ყმაწვილები აღმოჩნდნენ - მადლობთ ბავშვებო! მადლობ ლილია! თქვენ რომ არა, ჩვენ ახლაც ქალი-ჩონჩხის მონობაში ვიქნებოდით. - დაიწყო ლაპარაკი ერთ-ერთმა ყმაწვილმა. თან ინაინასაკენ იყურებოდა და უღიმოდა. - ინაინა, შენ ხომ არ დაგავიწყდა პირობა? Mმე მთელი ცხოვრება შენი მცველი უნდა ვიყო. - არ დამვიწყებია და ძალიანაც მიხარია, მაგრამ შენი მშობლები? მათ როგორ დატოვებ? - ჰკითხა გოგონამ. - მე მშობლები არ მყავს, ბებია მყავდა და ისიც ჩემი გაუჩინარების შემდეგ დარდს გადაყვა და სრულიად მარტო დამტოვა. Aასე რომ, აქედან შენთან მოვდივარ. - ვფიქრობ კარგი აზრია, - მიუგო ლილიამ გურილს. - ინაინას მშობლებიც მშვიდად იქნებიან, როცა მათ შვილებს შენნაირი მცველი ეყოლებათ. Gშენ კი სამსახური გექნება. - მე ოჯახი მინდა, და-ძმა მინდა და მშობლები, არ მინდა სამსახური ერქვას. ისე კი ყველაფერს გავაკეთებ რასაც მთხოვენ და არა მიბრძანებენ. - ანთებული სახით ლაპარაკობდა გურილი. - ინაინას ოჯახში არავინ არ იძლევა ბრძანებებს. შენ ამათ მშობლებს არ იცნობ. ძალიან კეთილშობილი ხალხია. Nნახავ როგორ მოგეპყრობიან. - მიუგო ლილიამ. - როგორც შვილი ისე იქნები მათთვის. Aახლა წავიდეთ, თორემ დაგვიღამდება. Eეს ყმაწვილები სოფლამდე მივაცილოთ. Lლილიას სიტყვების შემდეგ ყველანი სოფლისაკენ დაიძრნენ. მთელი სოფელი გარეთ გამოფენილიყო. Yყველამ დაინახა კოშკის გაუჩინარება და თითოეული ოჯახი სულმოუთქმელად ელოდა თავისი შვილის დაბრუნებას. ცოტა ხანში მონატრებული მშობლები ტირილნარევი სიხარულით ეგებებოდნენ ყმაწვილებს. Lლილია გაღიმებული სახით შესცქეროდა სოფლის მაცხოვრებლებს, შემდეგ მიუბრუნდა ბავშვებს და მიმართა. - აბა, წავედით თქვენი მშობლები ალბათ ძალიან ნერვიულობენ, დილიდან გამოსულები ხართ და სადაცაა დაღამდება. Gგურილ, ეს შენც გეხება. - ლილიამ ფრთები გაშალა და ბავშვებთან ერთად ნელ-ნელა დაიწყო აფრენა. Gგურილი იდგა, განცვიფრებული და ცოტა არ იყოს შეშინებული სახით შესცქეროდა მეგობრებს. - გურილ ხელი მომკიდე, რაღას ელოდები, - დაუძახა ლილიამ და ისევ დაბლა დაეშვა. Gგურილმა ხელი დაადო ლილიას ფრთაზე და ყველანი ერთად გაფრინდნენ უღრუბლო სამეფოსაკენ. - ლილია, რაც ჩვენ სახლიდან წამოვედით, ერთ დღეზე მეტი არ გასულა? - გაკვირვებით იკითხა ინაინამ. - ჰო ჩემო ლამაზო, ჩვეულებრივი დროით ზუსტად ერთი დღე გავიდა, ზღაპრულით კი, ერთ კვირაზე მეტი. - მეც არ გამიკვირდა რატომ არ მომშივდა? - წაილუღლუღა აკაკომ. - შენ სულ ჭამაზე ფიქრობ, შე ღორმუცელა. - დასცინა ნიკოლოზმა. Yყველამ გადაიხარხარა და ასე სიცილ-სიცილით დაეშვნენ უღრუბლო სამეფოს სასახლის კიბესთან, სადაც მეფე-დედოფალი ელოდნენ. Mმეფე ბოლთას სცემდა, დედოფალი კი ცხარე ცრემლით ტიროდა. მოკისკისე ბავშვების დანახვაზე მშობლებსაც სახე გაუბრწყინდათ. - სად იყავით ამდენ ხანს? - ტირილნარევი ხმით წამოიძახა დედოფალმა და ინაინა გულში ჩაიკრა. ბიჭები დედ-მამას შემოეხვივნენ. Mმხოლოდ გურილი იდგა განმარტოებით და სევდიანად შესცქეროდა მხიარულ ოჯახს. Mმეფე-დედოფალმა უცხო ბიჭს გახედეს. - ეს გურილია, თქვენი ოჯახის ახალი წევრი, ბიჭების მეგობარი და ინაინას პირადი მცველი. - გააცნო ლილიამ. - დანარჩენს მერე მოგიყვებით. - ძალიან სასიამოვნოა, - ინაინას მამამ გურილს ხელი მოხვია და სახლისაკენ წაიყვანა. - წავიდეთ ვივახშმოთ, ალბათ მოშიებულები იქნებით. იმედია ასეთი რამ აღარ განმეორდება - ცოტა არ იყოს მკაცრი ხმით მიმართა მეფემ შვილებს. - ლილიასა და გურილის ხათრით, თორემ სხვანაირ დახვედრას იმსახურებთ თქვენ. Dდამორცხვებული ბავშვები სასადილო ოთახისაკენ გაემართნენ. ვახშმის შემდეგ კი ოთხივე ბავშვის ოთახიდან მშვიდი ფშვინვის ხმა ისმოდა.
Dდასასრული
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მიყვარს ეს არადამჯერი ბავშვები, მარტო კილ მეზღაპრეს რომ უჯერებენ:) ნან... მიყვარს ეს არადამჯერი ბავშვები, მარტო კილ მეზღაპრეს რომ უჯერებენ:) ნან...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|