ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მედეა მოლოდინი
ჟანრი: პროზა
16 იანვარი, 2011


მიირთვით..

  ...როცა გონებით გადავხედე საჭირო ინგრედიენტებს,მესიამოვნა-თითქმის ყველაფერი მქონდა და სახლიდან გასვლა არ მომიწევდა.
      თორმეტი თვე-ახალთახალი ცხვირწინ მედო-მთავარი!სხვა მასალას როგორმე მივაგნებ,ჯერ სასურველი ფონიც მოვძებნო-სიყვარული,ისე არაფერი გამომივა-უგულოდ მომზადებული უგემურია ყოველთვის.
      მაშ ასე..
    დიდხანს ვასუფთავე სათითაოდ სიძულვილისგან,სიბრაზეები ფრთხილად მოვაშორე,ოჰ,ეს სიჯიუტე როგორ მეჯიუტება-რა ცუდად მისადგომ ადგილას იზრდება მუდამ!
ეგოიზმი?ბევრს უყვარს, მაგრამ ჩემს მომავალ შემოქმედებას,რისი მომზადებაც გადავწყვიტე, ნამდვილად არაფერში წაადგება.ცივი, ისეთი სლიპინაა,მე პირადად ახლოს ვერ ვეკარები.
      რა საწვალებელია თორმეტის სამად გაყოფა,ისე რომ პროპორცია არ დაგერღვეს,სიზუსტეა საჭირო,ერთი ნაწილი აუცილებლად შრომით უნდა შევკაზმო-ფერსაც სხვანაირს აძლევს მზად ყოფნისას,დანარჩენი ორი-სიხარულით,ოპტიმიზმით,რწმენით,რამდენიმე მარცვალი-მოთმინება არ დამავიწყდეს.
    ჰო,ზრდილობა აუცილებლად!სიკეთეს ჩემი გემოვებით დავამატებ-ხშირად ზედმეტი მომდის,მაგრამ რა მოხდა-ჯერ არავის დაუწუნია ჩემი ნახელავი! იუმორი არ დამავიწყდეს,სადღაც მომეძევება.
    რა ადვილი ყოფილა-აკი მეუბნებოდა დედა,იოლია და არ მოგბეზრდება დაგემოვნებაო...
  ყველაზე თბილი ადგილია ახლა საჭირო,რომ ერთმანეთს შეერიოს ეს ყველაფერი.
    მგონი,ვიცი სადაც დავაყოვნებ-გულში!
    მინაწერიც აქვს ამ რეცეპტს-"მიიღე ყოველდღე საფერებელი სიტყვების გარნირთან ერთად გულიანი ღიმილით,რომელიც სხვებს სიხალისეს შესძენს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები