ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მე_
ჟანრი: პროზა
16 იანვარი, 2011


უსათაუროდ *

ქალაქში ძალიან ცივა,საღამოობით საშინელი ქარი იცის...ისეთი,რომ მისი კივილი მთელ ქალაქს აღვიძებს, აღვიძებს და ერთიანად თენდება ჩვენს ქალაქში.მხოლოდ  ქარის კივილი არღვევს ჩვენი სახლის მყუდროებას,სიმშვიდეში გიჟივით შემოვარდება და ღელავს თავისებურად...მთელი საათობით გრძელდება ასე ..
  ჩვენთვის ყოველი დღე თავისებურად გამორჩეულია. საოცარი ან სასიამოვნო. ჩვენი ოჯახი პატარაა : მე, ჩემი და , ძმა და დედა . მე,ჩემს დას და ძმას ერთ ძალიან პატარა ოთახში გვძინავს,სულ ერთად ვართ, ერთი სამეცადინო მაგიდა გვაქვს და ერთი სალოაცავი კუთხე,ამ ძალიან პატარა და ძალიან მყუდრო ოთახში..
მოვრჩებით თუ არა სწავლას,ვიტყვით ლოცვებს და ვიძინებთ, თუ ვთამაშობთ მხოლოდ მასწავლებლობანას და დედაშვილობანას ... ან თუ დრო არის ეზოში ჩავდივართ ბავშვებთან.დედას კი ცალკე ოთახი აქვს, სულ ლოცულობს,თითქმის არასდროს არ სძინავს ... საღამოობით  შემოვა დაგვხედავს,პირჯვარს გადაგვწერს,თითოეულის ლოგინთან მოვა, კარგად დახედავს და მერე გაბრუნდება უკან .  იგი სულ ჩვენთვის ლოცულობს, სულ დადის წირვაზე,გამიგონია,როგორ ამბობს ხალხი რომ ღვთისნიერი ქალიაო ... როდესაც ჩვენ სკოლაში მივდივართ, მოჰკიდებს ჩემს პატარა ძმას ანდრიას ხელს  და წაიყვანს ხოლმე ეკლესიაში, იგი ახლა ორი წლის გახდა,  მამაო  ჩვენო იცის ,  დედამ ასწავლა, პირჯვრის გადაწერა კი რვა თვიდან იცოდა, ისეთი დამჯერია რომ მთელი წირვა დიდი კაცივით ჩუმადაა ...
დედა სულ გველოდება ჩვენ დიდი სიხარულით, სკოლიდან მოვალთ თუ არა ჩაგვიკრავს გულში,თითქოს დიდი ხნის უნახავი ვყავდეთ. და როგორც იცის ხოლმე იტყვის ღერთმა დაგლოცოთ !
სულ ასე ცხოვრობს,მშვიდად და წყნარად..არასდროს საუბრობს თავის პრობლემებზე, თავის დარდს გულშივე მალავს...თბილი პიროვნებაა,საოცრად ლამაზი ღიმილით და თვალებით ...ღვთისნიერი ქალია . ამ ქვეყნად ახარებს ერთადერთი რამ,რომ ვყავართ ჩვენ,ამბობს რომ თქვენით მიხარია ცხოვრება,გათენებაც და დაღამებაცო . ჩვენ დიდი სიყვარულით ვცხოვრობთ,ვზრუნავთ ერთმანეთზე.
აი ისე ერთი დღეც...ყველაზე ჩვეულებრივი  (თითქოს) ... ყველაფერი ისე მოხდა , როგორც ხდებოდა ხოლმე ... ალბათ დედას  ქონდა რაღაც წინათგრძნობა, ან რავიცი, მართლა გაურკვეველია... მთელი ღამე განუწყვეტლივ,ყოველწუთას შემოდიოდა აფორიაქებული დაგვხედავდა და გავიდოდა როგორც წესია... ასე გრძელდებოდა მთელი ღამე,ჩვენ სამივე ვგრძნობდით,თვალებს არ ვახელდით, განაბულები ვიწექით და ხმას არ ვიღებდით... ესეც იმიტომ რომ დედას არ ენერვიულა და ეფიქრა რომ გვეძინა ... როგორც იქნა  გათენდა,როგორც იქნა,ერთხმად ვთქვით სამივემ გულში ...
მერე ჩვენც ავდეგით,ვთქვით ლოცვა ჩანთა ჩავალაგეთ,დედას ვუთხარით : ,,დაგვლოცე დედა!,,  დედამ დაგვლოცა და გაგვიშვა,მაგრამ ჩვენ დედა ასეთი აფორიაქებული პირველად ვნახეთ ...კიბებზე მივრბოდით,როცა მოგვაძახა : ,, დღეს დამაგვიანდება,წირვაა და მივდივარ ,, ... ჩვენც ხან სირბილით, ხან სიცილით მივდივართ სკოლისკენ, მე  პატარა და მიმყავს ხელ ჩაკიდებული...ალბათ გულმა უგრძნო, დავინახე რომ უკან დედაც მოდიოდა . ჩვენ ქუჩაზე გადავდიოდით,ამ დროს საშინელი სისწრაფით მომავალი მანქანა დაეჯახა ჩემს დას..სისხლი გამეყინა,ხელები გამიცივდა,მიწაზა დავვარდი,არ ვიცოდი რა მექნა, ჩემი დის გულის ცემა მესმოდა და სადღაც გამიხარდა  ამ სიტუაციაში რაღაც, რომ გადარჩა ! 
მაგრამ ამ დროს გონებას მითიშავდა დედის ცივი კივილი,სისხლს მიყინავდა... მართლაც ამ კივილმა მთელი ქალაქი მოიცვა,მთელი ქალაქი ...და გაყინა სიცივემ ყველაფერი...
დედას საშინლად ეცვალა ხასიათი,არ უნდოდა აქ გაჩერება, ამბობდა :  ,,უნდა წავიდეთ,ჩქარა ,, და არაფერს არ ამბობდა მეტს.
იყო სულ ჩუმად...ლოცულობდა ჩემი დისთვის.
მართლაც, ჩვენც  წავედით..
და სითბო სიცივემ შეცვალა  ... უკან წავიდა ყველაფერიი ... თითქოს სხვანი ვართ .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები