ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
22 იანვარი, 2011


გუდამაყრელებს

სალამი გუდამაყრელნო,
მტერს დაუბნელეთ თვალები.
მამნატრებია ჩოხი და
გოდერძის ნატერფალები.
მესმის... მთის ხმაზე მღერიან,
გუდამაყრელი ქალები.
ბალღივით დაბარბაცებენ
ჟიპიტაურით მთვრალები.
ისე წავიდა გოდერძი,
არ დარჩენია ვალები.
ჯიხვის რქით დამილოცნია
ჩოხელთა ნასახლარები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები