ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა ცუცქირიძე
ჟანრი: საბავშვო
17 იანვარი, 2011


ბაბული–ბუბული

(ენის საკვნეტელა ლექსები:)

ბაბული–ბუბული

ბაბული–ბუბული და თივის ბულული,
მუხლუხო მოხოხავს ხვნეშით და კრუსუნით:
მძიმეა ძალიან ეს თივის ბულული,
ჩემს მეტი ვინ დაძრავს? ბაბული–ბუბული.

–კარგი რა, მუხლუხო, გეყოფა კრუსუნი,
ზვინი ხომ არ არის პატარა ბულული?
...და უცებ ბეღურამ მუხლუხოს ბულული
მოსტაცა ბუდისთვის, ბაბული–ბუბული.

მძიმე კი არ იყო პატარა ბულული,
უბრალოდ, მუხლუხოს უყვარდა  კრუსუნი.
ახლა კი რას იზამს, რაღაზე იკვნსებს?
აღარ აქვს ბულული,  ბაბული–ბუბული.


აკალა–მაკალა

აკალა–მაკალა,
აკალა–მაკალა,
კალია კაკალზე კალათით ამხტარა.
რად უნდა კალიას კალათით კაკალი?
ვარიკამ აიკლო კალია კაკანით:
_ოქროს კვერცხს გაგიცვლი ერთ კალათ კაკალში,
უნდა გამოვუცხო ყვინჩილას ნამცხვარი.

აკალა–მაკალა,
აკალა–მაკალა,
მოკრიფა  კალიამ კაკალი, მაგრამ რა?
გამოდგა ისეთი კერკეტი,  მაგარი,
ვერაფრით გატეხა ვარიკამ კაკალი.
რა ექნა? არ ღირდა ამაზე კამათი,
არ იყო ვარიკა ავი და კაპასი.

აკალა–მაკალა,
აკალა–მაკალა,
კალია კალათით კაკალზე ამხტარა.







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები