ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
27 აგვისტო, 2008


######

ახლა ღამეა სარკმლების მიღმა
და ნათურები ანთებენ სახლებს,
ნათურა ღამეს იფარებს ნიღბად,
ღამე ნათურით ინიღბავს სახეს.

ჩემს სადარდებელს მივყვები ნელა,
და აღმოჩენა მაოცებს უცებ,
ფურცელი ნიღბად მოირგებს მელანს,
მელანი ნიღბად მოირგებს ფურცელს.

გზაგასაყართან უსიტყვოდ ვდგევარ,
საბრალოდ მზეზე ჭკნება მიხაკი
და ჩემი ლექსის ნიღაბი მე ვარ,
ჩემი ლექსი კი ჩემი ნიღაბი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები