ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ebraeli2
ჟანრი: პოეზია
21 იანვარი, 2011


რთველი

ახალ ფიქრების ფონზე,
მზა სინანული მათრობს,
გრიალ სიბედეს ფერზე,
სიალ სიკეთე მართობს,
შენ მაგ მშვენიერ ბაგეს,
ეგ სილაჟვარდე ახმბოს,
ღამის სევდიან თმებზე,
ფიქრს გილაღლაღებ მარტო,
თითქმის დაშვებულ ფარდას,
ახსნა აღარა შველის,
და დასრულებულ ზღაპარს,
გადავიწყება ელის,
ანდაც სად აღარ ჩანდა,
ჩვენდა იმედად გემი,
ცუდ დროს გამოჩნდა რადგან,
არავინ აღარ დარჩა...
ფიქრს არ მაცდიან თითქოს,
ჩემზე სიყვარულს წერენ,
გაუარესდა მაგრამ,
ვეღარ იცლიან მწერებს,
შენზედ ნაამბობ სიტყვებს,
ეს სითამამე მალავს,
შენგან დაკოცნილ თითებს,
სიბერე კრძალვით ჰკარგავს,
აღარ არსებობს ერი,
აღარ არსებობს ბერი,
არც კი ყოფილა აქ და,
დაურღვევია ქვერი,
სანამ ფიქრობდა ადამს,
გაუარესებ ტკივილს,
სანამ ელოდა დაღმართს,
გადასდებოდა მითი,
მე და ის მხოლოდ შენზე,
ერთად ვფიქრობდით და ის,
შენი ყოფილა ფიქრი,
მე შენზე ჩემი დივლი,
აქ ხარ უზნეო რად ხარ,
სანამ გესროდა წამებს,
სანამ დახედავ რა სჭირს,
და დაუნიშნავ წამლებს,
სანამ ფიქრის დროს მოგცემს,
გამწარებული გზირი,
სანამ დადგება ჟამი,
ამოიოხრებს ზვავი,
დაუმესიჯე ღრუბლებს,
სწრაფად შეწყვიტონ თოვა,
ჩამოუარე მინდვრებს,
აღარ გამართო რბოლა,
გასძახე მთას და კალთას,
შეატყობინე ვეზირს,
რომ შენ მეფე ხარ, მაგრამ
ყმობაც მშვენივრად გშვენის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები