ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
21 იანვარი, 2011


***

მისი უბიდან შემომხედა
და მითხრა ფრინველმა:
"უყვარხარ..."

***
სამშობლო-თაიგული,
ღმერთისგან ბოძებული,
ყვავილ-ყვავილ
ქარს გატანებული...

***
ღრუბლები ერთმანეთს შეხარიან,
როგორც დედის ხელისგულები,
სანთლის ალით განათებული.

***
ზარი,ფანდური თუ ხელადა-
რაღას არ მოგაგონებს,
რა მშვენიერია ფეხმძიმე ქალი.

***
საღამო და ასეთი ნათელი?!-
თითქოს დედამიწა
ღმერთის უბეს შეეფარაო.

***
სიტყვები გულისა-
სიყვარულის
თვალებად ანთებული.

***
დედის ხელები-ჰორიზონტის
კელაპტრებივით
და მათ ზემოთ ჩვილი და მზე.

***
ტაძრის ჩრდილიდან გამოსულმა
სინათლეში
უფრო მოიწყინა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები