 | ავტორი: ჰარირამა ჟანრი: პროზა 26 იანვარი, 2011 |
შეგრძნება ჰქონდა რომ ვერ გადარჩებოდა. გაღვიძებას არგაღვიძება და სიკვდილი ერჩივნა, მაგრამ არ იცოდა როგორ მომკვდარიყო. დღე იწყებოდა, ახალი დღე , რომლის არც რიცხვი ახსოვდა და ვერც იმას ხვდებოდა, რომელი საათი შეიძლება ყოფილიყო. ასეთი დღეები ბევრჯერ გასთენებია, როცა გაურკვეველი იყო, დღე იყო თუ ღამე, ახლაც ზუსტად ასეთი მომენტი დამდგარიყო. ფარდები ეფარებოდა ფანჯრებს. მისი დაჟინებული მოთხოვნით, ორმაგი სქელი ფარდები იყო დაკიდებული ოთახში , სინათლე ვერ აღწევდა საძინებელში. კმაყოფილი იყო ძილი გვიანობამედე შეეძლო , მაგრამ როდის თენდებოდა, ამას კი ვეღარ იგებდა. სხეულის მთავარი ნაწილი, თავი, საშინლად ტკიოდა, გაზომვა არ შეეძლო თორემ დარწმუნებული იყო, დიამეტრში მინიმუმ ნახევარი მეტრით გაზრდილი იქნებოდა, ხელს სადაც იკიდებდა ყველგან თავი ხვდებოდა. მარიამ.... მარიამ .. ყვირილი დაიწყო, არავინ ეპასუხებოდა. საწოლიდან გვერდზე გადაყო ხელი, ბორჯომიანი ბოთლი ხვდებოდა ხოლმე . ახლა ხელს ტყუილად ასასვსავებდა. კარების მიღმა რაღაც ხმაური მოესმა . გაუხარდა , სულიერი გაუხარდა . შეიძლება ვიღაც დახმარებოდა. მარიამ.... კიდევ გასძახა ცოლს. კარები ფრთხილად შემოაღეს . ელენე იყო, უფროსი ქალიშვილი. ელე , მიშველე რამე , ხომ ხედავ გაიმეტეს მამაშენი სასიკვდილოდ, ყველამ ფეხებზე დაიკიდა. მიშოვნე ბორჯომი , ნახე ეგებ არი მაცივარში და ფარდებიც გადაწიე. ბოლომდე გადავწიო? კი ელენე, ბოლომდე. უცბად შემოსულ დღის შუქს, თავიდან ვამპირივით დაემალა , მერე ნელ-ნელა შეაჩვია თვალი. მაცივარში არაფერია მა, ფულს თუ მომცემ გადავალ მაღაზიაში და მოგიტან. დედა სადაა ? ლიასთან წავიდა. ლიასთან? ლიასთან რა უნდა დილაუთენია? დილუთენია სულაც არაა, უკვე 11 საათია. დღეს შაბათია? არა სამშაბათი. აბა სკოლაში რატომ არ ხარ? დედამ თქვა; დარჩი სახლში, რამე რომ მოუვიდეს სასწრაფოს მაინც გამოიძახებო. რა ჯანდაბა უნდა მომსვლოდა? მამი ისე საშინლად ხვრინავდი გვეგონა დაიხრჩობოდი. ხანდახან სუნთქვასაც სწყვეტდი და მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ იწყებდი ხრიალს და მაგით ვხვდებოდით რომ ცოცხალი იყავი. თითქმის მთელი ღამე არ გვიძინია. სინდისმა შეაწუხა , მაგრამ ცოტახნით. ფული არ დატოვა დედაშენმა? არა , დილით პური , ხაჭო და არაჟანი იყიდა დედამ , მერე ირინკა წაიყვანა სკოლაში , შენ კი ეს წერილი დაგიტოვა, რომ გაიღვიძებს წაიკითხოსო. ვა , წერილი? "ზნაჩიტ" უსტარი ? რა წაიკიტხავს მაგას , არ შეიძლებოდა ჩაეწერა მაგნიტოფონზე? მოვუსმენდი, ეხლა მე წერილების წაკითხვის თავი მაქვს ? მომე შარვალი, მგონი სავარძელზე მივაგდე იქნებ დამრჩა ფული. . მიაწოდეს შარვალი და საშინლად დაკუჭული ორლარიანი ამოიღო უკანა ჯიბიდან. რა აჯობს , რომ ვიყიდოთ ბორჯომი თუ ლუდი? არ ვიცი მამი, შენ რაც გინდა იმას გიყიდი , მაგრამ იქნებ დედას წერილი წაგეკითხა? თუ შენ არ გაქვს მაგისი თავი , მე წაგიკითხავ. დავიჯერო რამე ისეთი წერია, რომ პახმელიაზე ლუდივით იმოქმედოს? მიდი, მაშინ წაიკითხე. მარიამის უსტარი გიო, მე, მეტის ატანა აღარ შემიძლია. სანამ შენ ამ ლოთობას არ შეეშვები, მე სახლში მომსვლელი არ ვარ. იყავით შენ და ბავშვები. შენებიც ხომ არიან ? ხოდა მოუარე. მე ვისვენებ, შენგან და შენი ლოთი მეგობრებისგან , ერთი შანსი, ჩემი დღეს მობრუნრბისა , ისაა რომ ამასწინდელი ჩემი თხოვნა გაიხსენო და ფსიქოლოგთან მიხვიდე, გადააბიჯემად შენ ენით უთქმელ ამპარატავნობას და მიდი ექიმთან , მხოლოდ მაგის მერე ვიფიქრებ სახლში მობრუნებაზე და შენს გვერდზე დგომასა. ოჰ, ოჰ რა გულის ამაჩუყებელია...გვერდზე დგომას ლუდი დაგეტოვებინა ერთი ბოთლი. უშნოდ ანგლობს და იხტიბარს არ იტეხს, უფრო ელენეს გასაგონად იძახის, არ იმჩნევს გულზე რომ შემოეყარა, არადა მართლა დიდხანს გასტანა, ამ ბოლო "ზაპოიმ" , 3 თვე იყო, დღე არ ჩაუგდია, კიდევ კარგი დილას არ უყვარდა დალევა და ამ სამ თვეში, რამდენიმე დღე თუ იქნებოდა ისეთი , პახმალიაზე გამოსული ისევ რომ დამთვრალა დილიდანვე. სამაგიეროდ როგორც კი მოსაღამოვდებოდა მოწოლილ სევდას უშანსოდ დანებებული , თავისნაირებს მოძებნიდა და საღამოს სევდასთან ბრძოლას უთმობდა. სახლში გამარჯვებული ბრუნდებოდა. მეორე ბოთლ არაყზე სევდა მარცხდებოდა და შერცხვენილი მიიყუჟებოდა ხოლმე სადღაც გულის და ტვინის უხილავ კუნჭულში, რომ მეორე დღეს კვლავაც რევანშისთვის მზადმყოფი დახვედროდა, სევდასთან მებრძოლებს. ელენე კითხვას აგრძელებს; მოკლედ ნება შენია, გინდა გყავდეს ოჯახი? ცოლი, ბავშვები? სმას შეეშვები და მკურნალობას დაიწყებ, არადა იყავი სახლში მარტო ,მაგ ბავშვებსაც წავიყვან და შენს მშობლებს გამოვუძახებ, ეხლა იმათ გიყურონ, როგორ იკლავ თავს, ამ მუქარამ ყველაზე მეტად შეაშინა. ცუდათ ხდებოდა დედამისი მის ლოთობაზე და ამითომ ყოველთვის ცდილობდა მთვრალი არ დანახვოდა , კინაღამ გული გაუსკდა, დედამისის გასაცოდავებული სახე რომ წარმოიდგინა კარგი, გეყოფა აღარ გინდა, ყველაფერი გასაგებია . ბორჯომი მომიტანე, ძალიან გთხოვ. მოიცა რა მა, სულ ცოტა დარჩა დავამთავრებ. თუ გადაწყვეტ ფსიქოლოგთან მისვლას, ის კაცი 12-საათისთვის გელოდება , ძლივს მოძებნა თავისუფალი დრო, ხოდა თუ არ წახვალ, ტყუილად რომ არ მოცდეს დამირეკე. კარგი რა, წადი ელენე, მოვკვდი, შენც დედაშენივით კაციჭამია ხომ არ ხარ, მომიტანე ეს შობელძაღლი ბორჯომი . წავედი, წავედი, კარის მოხურვის ხმა რომ გაიგო , წამოდგა , ბარბაცით შეაბიჯა აბაზანაში, თავბრუ ეხვეოდა აშკარად წნევა ჰქონდა , ბორჯომი ვერ უშველიდა აშკარად ამ საქმეს , რამე სერიოზული სჭირდებოდა, ეშინოდა , პახმელიაზე არ გავფართხალდეო და ას გრამს ყოველთვის სვამდა . ან ნახევარლიტრა ოდნავ წყალგარეულ ღვინოს, ეხლა არცერთი ჰქონდა სახლში და არც მეორე. პრინციპში შოვნა ძნელი არ იყო. საათს შეხედა, უსტარის კითხვაში, თორმეტის თხუტმეტი წუთი გამხდარიყო, თუ წასვლას აპირებდა, დროზე უნდა მოწესრიგებულიყო. შხაპის დრო აღარ იყო , თავი შეყო დუშის ქვეშ , ოდნავ თბილი წყალი ესიამოვნა, არა უშხაპოდ არ გამოვიდოდა. არც სასმელი, არც შხაპი? უცბად გაიხადა და დუშის ქვეშ შეხტა . თვალდახუჭული იდგა და ცხვირპირს უშვერდა წყლის ჭავლს . სამიოდ წუთი იდგა ასე ,ესიამოვნა, მაგრამ დრო არ იტმენდა. მალევე მორჩა და შემშრალება დაიწყო, თან ტელეფონი მოძებნა , ჯობდა სანამ ბავშვი დაბრუნდებოდა მანამდე დაერეკა მარიამთან. სამი ზარის შემდეგ აიღეს ყურმილი , თავიდან ვერ იცნო ხმაზე ვინ იყო და ცოტათი დაბნეულმა, თუ შეიძლება მარიამს სთხოვეთ? გიო შენა ხარ? კი მე ვარ. ლია შენა ხარ? გამდიდრდები აი, ვერ გიცანი. მე გავდიდრდები, შენ გალოთდები. ეხლა შენ ნუ გაახურე, შენ ქმარს მიხედე. მივხედე და გავისტუმრე. სად გაისტუმრე? სად და სისხლის გადასხმის ინსტიტუში დაწვა . ერთ კვირას გაატარებს, სისხლს გაუსუფთავებენ, დიეტაზე ეყოლებათ. მერე თუ ჭკუაზე მოვა მობრძანდება სახლში, არადა გზები დამილოცია. ვახ თქვენი დედაც, როგორ ყველგან ერთიდაიგივე ხდება. გაიფიქრა გულში , მაგრამ ხმამაღლა ამის თქმა აღარ ღირდა , არ იყო ლიას მტრად გადაკიდების დრო. ვა, რა მაგარი ხარ ლია, შენ გაუჩალიჩე იქ დაწოლა? "მამენტ" , არც მე მაწყენადა ეგ ამბავი, აბა ერთი შევხედოთ ლევანჩიკას, თუ ეშველე , მერე მეც გამიშანსე ეგ ამბავი, "ხარაშო"? კი ბატონო. ეხლა მარიამს დამიძახე ჩემო კარგო ,--დაითაფლა რაც შეეძლო. \ მარიამ მოდი გიო გირეკავს . გისმენ გიო, რა გადაწყვიტე? მივდივარ , მივდივირ და შენ კიდევ მოდი, თუ ძმა ხარ, სახლში. სირცხვილია . ჯერ ერთი შენი ძმა არა ვარ მე და თუ გაინტერესებს ,სირცხვილი შენი ლოთობაა. კაი , ხო ნუ დაიწყე , მოდი ბავშვებს მიხედე , ირინკა რომ მოვა სახლში ვინმე ხომ უნდა იყოს? ელენე დახვდება , ნუ გეშინია. ელენეს თვითონ სჭირდება დახვედრა და მოდი ეხლა ნუ გაახურე , თორემ არ წავალ არსად. იმ ფსიქოლოგის დედაც ვატირე, გაიგე? მოვალ, ოღონდ იქიდან დამირეკე, რომ მიხვალ და მერე წავალ სახლში . კარგი , ბატონო გადმოგირეკავ და იმ ფსიქოლოგს დაგალაპარაკებ, რომ დარწმუნდე. მომხედე, ფულს არ უნდა გადახდა? უი , ეგ დამავიწყდა რომ მეთქვა, სეანში 20 ლარია. მერე სადა მაქვს ოცი ლარი? გამოართვი ვინმეს. ვის გამოვართვა , ვის ექნება ? მაღაზიაში მიდი და ვოვას გამოართვი , ეგეც შენნაირი ლოთია და მოგცემს. მართალი იყო მარიამი, ვოვა ნაღდი ასესხებდა 20 ლარს, მთავარია ნავაჭრი ჰქონოდა. კაი, ეგრე ვიზამ. , იცოდე იქიდან რომ დაგირეკავ სახლში წახვალ , გაიგე? -------გავიგე, გავიგე. კარზე ზარის ხმა. წავედი მარიამ . ელენე მობრუნდა, იქიდან დაგირეკავ.--- თიშავს ტელეფონს. ვახ, ელენე რა ბავშვი ხარ. რამდენჯერ გითხარი, კარს ნუ კეტავ, ეხლა მე რომ დაწოლილი ვყოფილიყავი კარს ვინ გაგიღებდა ? ბურდღუნით გააღო კარები. მოგიტანე მამ, ახარა ბავშვმა. მამიკოს ოქრო ხარ ,წითურ თმებზე მოეფერა და ლოყაზე აკოცა, ბოთლს თავი მოხსნა და მაცოცხლებელი სითხე პირდაპირ ბოტლიდან მოიყუდა. საჭმელი ნაჭამი გაქვს ენი? კი მამ. დილით ერთად ვჭამეთ. წავედი მაშინ მე და შენ რამე წაიკითხე, დრო არ დაკარგო ტყუილად კარგი ? დედას გაფიცებ, კომპიუტერზე არ ითაშო გაგაგიჟებს. გაიგე? გივიკოს , მურთაზას შვილს, გაუფრენია , მაგ თამაშებისგან. კაი, რა მამა მოეშვი მაგ სისულეელებს. რა სისულელე ენო , მესამე დღეა, საავდმყოფოში ყავთ, თავი რემბო გგონია, მამამისი კიდევ რემბოს მასწავლებელი, ბებერი პოლკოვნიკი.. ჰო ვიცი ვიცი, გაეცინა ბავშვს. შენ იცინე და დამხვდები ერთხელ გაგიჟებული. ნუ გეშინია მამი, მე რემბოდ ქცეული არ დაგხვდები, პირობას გაძლევ. კიდევ კარგი შვილო , კიდევ კარგი. თვითონაც გაეცინა. მოვრჩი, ვიცმევ ფეხსაცმელებს და წავედი, ვოვა უნდა ვნახო, ფული გამოვართვა . მაღაზიაში იყო? ხომ არ დაგინახია? აბა სად იქნებოდა . ეგ და ათარბეგოვზე, რომ მელოტი კაცი ცხოვრობს. ზურა? ხო, ხო ზურა. მოგიკითხა ორივემ. ძალიანაც კარგი. გარეთ ყველა ხე და ყველა , სულიერი , მზითა და დილის სიგრილიტ გაჯერებული ოდნავი ნიავით ხარობდა. "ზიჩის" ბაღთან , ნაცნობები დაინახა, ლუდსა სვამდნენ და რაღაცაზე იცინოდნენ, ერთი პირობა იფიქრა მივალო მაგრამ მაღაზია მარცხნივ იყო , ბაღი მარჯვნივ, პირდაპირ აკადემიის კარები. ნაღდი ზღაპრის გმირივით ვარ , მარცხნივ წავალ დავთვრები, მარჯვნივ ან დავტვრები, ან სამკურნალო ფულს ვისესხებ. პირდაპირ ? ხელოვნებით დავტკბები და ეგრე დავთვრები. გაეცინა და თავის აღმოჩენილი კანონი N-1 გაახსენდა ცხოვრება ისეა მოწყობილი, თუ მოინდომებ დასალევს და დალევის მიზეზს ყოველთვის იპოვი. ცდუნებებს სძლია და მარცხნივ მაღაზიისკენ წავიდა. "არ დააგვიანოო," ახსოვდა მარიამის გაფრთხილება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. მომეწონა,ვაგრძელებ,2 ადგილას კორექტურას წავაწყდი:)+++++ მომეწონა,ვაგრძელებ,2 ადგილას კორექტურას წავაწყდი:)+++++
19. momecona kargi naceria +2 momecona kargi naceria +2
18. ძალიან კარგია. მოთხრობა-მეთქი, :) :) :)
"დავიჯერო რამე ისეთი წერია, რომ პახმელიაზე ლუდივით იმოქმედოს? მიდი, მაშინ წაიკითხე. :) :) :) :) :)
ერთი მეზობელი მყავს თვეში ერთხელ თვრება უთი დღით. :) :) იმ 5 დღის გამო, დანარჩენი ოცდახუთი დღეც ვერიდებით.
ძალიან კარგია. მოთხრობა-მეთქი, :) :) :)
"დავიჯერო რამე ისეთი წერია, რომ პახმელიაზე ლუდივით იმოქმედოს? მიდი, მაშინ წაიკითხე. :) :) :) :) :)
ერთი მეზობელი მყავს თვეში ერთხელ თვრება უთი დღით. :) :) იმ 5 დღის გამო, დანარჩენი ოცდახუთი დღეც ვერიდებით.
17. :) სევდიანია...ღიმილიანი... და აი ისეთი.... ყველაზე დიდი სატკივარს რომ სხვაგვარად დაინახავ..... :) :) სევდიანია...ღიმილიანი... და აი ისეთი.... ყველაზე დიდი სატკივარს რომ სხვაგვარად დაინახავ..... :)
16. მოსაწონია, სევდიანიც და სახალისც მოსაწონია, სევდიანიც და სახალისც
15. ვაიმეეეე:))))) სათაურზევე მივხვდი, რა ამბავი იქნებოდა-როცა მიყვებოდი, მაშინაც ვხოხავდი და ახლა ცხარე ცრემლებით ვხარხარებ:D:D:D:D ვაიმეეეე:))))) სათაურზევე მივხვდი, რა ამბავი იქნებოდა-როცა მიყვებოდი, მაშინაც ვხოხავდი და ახლა ცხარე ცრემლებით ვხარხარებ:D:D:D:D
14. დღეს დავიწყე შენი პროზის კითხვა... და უნდა ვაღიარო, ფრიად მსიამოვნებს ეს ამბავი :))) დღეს დავიწყე შენი პროზის კითხვა... და უნდა ვაღიარო, ფრიად მსიამოვნებს ეს ამბავი :)))
13. ეეეხ,ეს ხომ, სამწუხაროდ, დღევანდელი ქართული ოჯახისა და ქართველი მამაკაცის ზოგადი პორტრეტია! ეეეხ,ეს ხომ, სამწუხაროდ, დღევანდელი ქართული ოჯახისა და ქართველი მამაკაცის ზოგადი პორტრეტია!
12. გაგრძელებას რომ ველოდები და რომ არ ჩანს გაგრძელება? /:) :|
გაგრძელებას რომ ველოდები და რომ არ ჩანს გაგრძელება? /:) :|
11. შესანიშნავია!° ;) შესანიშნავია!° ;)
10. ეს "პახმელიის" დილა და ცოლი გასაგებია, ფსიქოლოგიც - კი, მაგრამ საინტერესოა მერე რა იქნება! :) 555 ეს "პახმელიის" დილა და ცოლი გასაგებია, ფსიქოლოგიც - კი, მაგრამ საინტერესოა მერე რა იქნება! :) 555
9. ძალიან საინტერესოდ გადმოსცემთ ლოთის ფსიქოლოგიურ სურათს,რასაც წერთ რეალურია , თუმცა ფსიქოლოგი ექიმი არ არის, და არც ლოთის მკურნალი. მარიამი, თუ გიოს გააგზავნიდა ფსიქოთერაპევთან, გიო აუცილებლად გამოსწორებული დაუბრუნდებოდა ოჯახს ძალიან საინტერესოდ გადმოსცემთ ლოთის ფსიქოლოგიურ სურათს,რასაც წერთ რეალურია , თუმცა ფსიქოლოგი ექიმი არ არის, და არც ლოთის მკურნალი. მარიამი, თუ გიოს გააგზავნიდა ფსიქოთერაპევთან, გიო აუცილებლად გამოსწორებული დაუბრუნდებოდა ოჯახს
8. ისევ მოვედი...:)
--------. სახლში გამარჯვებული ბრუნდებოდა. მეორე ბოთლ არაყზე სევდა მარცხდებოდა და შერცხვენილი მიიყუჟებოდა ხოლმე სადღაც , გულის და ტვინის უხილავ კუნჭულში, მეორე დღეს, რომ კვლავ რევანშისთვის მზადმყოფი დახვედროდა სევდასთან მებრძოლებს. საწყალი სევდა...:( რას ერჩი...იყოს რა?...უხდება ყველაფერს... ისევ მოვედი...:)
--------. სახლში გამარჯვებული ბრუნდებოდა. მეორე ბოთლ არაყზე სევდა მარცხდებოდა და შერცხვენილი მიიყუჟებოდა ხოლმე სადღაც , გულის და ტვინის უხილავ კუნჭულში, მეორე დღეს, რომ კვლავ რევანშისთვის მზადმყოფი დახვედროდა სევდასთან მებრძოლებს. საწყალი სევდა...:( რას ერჩი...იყოს რა?...უხდება ყველაფერს...
7. მაგრად აზავებ! მშვენიალურია !
5! მაგრად აზავებ! მშვენიალურია !
5!
6. თუ ეს მხოლოდ დასაწყისია... ძალიან კარგი !
5.
ახლა მეც ვეძებდი დალევის მიზეზს და ვიპოვე. ჩვენი ქვეყნის გარე პოლიტიკა.... თუ ეს მხოლოდ დასაწყისია... ძალიან კარგი !
5.
ახლა მეც ვეძებდი დალევის მიზეზს და ვიპოვე. ჩვენი ქვეყნის გარე პოლიტიკა....
5. ყველა გმირი - სახეზეა და... ბარემ სახელებიც თავისი რქმეოდა ყველას? :)))))) ყველა გმირი - სახეზეა და... ბარემ სახელებიც თავისი რქმეოდა ყველას? :))))))
4. ჰარი,როგორ გამიხარდა ახლა შენი წაკითხვა:) მოგიკითხავ სიყვარულით და მონატრებით. ჰარი,როგორ გამიხარდა ახლა შენი წაკითხვა:) მოგიკითხავ სიყვარულით და მონატრებით.
3. საწოლიდან გვერდზე გადაყო ხელი, ბორჯომიანი ბოთლი ხვდებოდა ხოლმე . ახლა ხელს ტყუილად ასასვსავებდა... ალბათ რა დიდხანს ასავსავა ხელი?...:))))
და თავის აღმოჩენილი კანონი N-1 გაახსენდა ცხოვრება ისეა მოწყობილი თუ მოინდომებ ყველგან დათვრები. არმოჩენებს როცა აკეთებენ მიყვარს...;-* და კიდევ...
მიყვარს შენი კითხვა...კარგად წერ...შენებურად...ორიგინალურად....ყველგან ვიცნობ ჰარირამას ხელწერას...;-* დიდი 5-იანი შენ! გაგრძელებას ველი...:) საწოლიდან გვერდზე გადაყო ხელი, ბორჯომიანი ბოთლი ხვდებოდა ხოლმე . ახლა ხელს ტყუილად ასასვსავებდა... ალბათ რა დიდხანს ასავსავა ხელი?...:))))
და თავის აღმოჩენილი კანონი N-1 გაახსენდა ცხოვრება ისეა მოწყობილი თუ მოინდომებ ყველგან დათვრები. არმოჩენებს როცა აკეთებენ მიყვარს...;-* და კიდევ...
მიყვარს შენი კითხვა...კარგად წერ...შენებურად...ორიგინალურად....ყველგან ვიცნობ ჰარირამას ხელწერას...;-* დიდი 5-იანი შენ! გაგრძელებას ველი...:)
2. საწოლიდან გვერდზე გადაყო ხელი, ბორჯომიანი ბოთლი ხვდებოდა ხოლმე . ახლა ხელს ტყუილად ასასვსავებდა... ალბათ რა დიდხანს ასავსავა ხელი?...:))))
და თავის აღმოჩენილი კანონი N-1 გაახსენდა ცხოვრება ისეა მოწყობილი თუ მოინდომებ ყველგან დათვრები. არმოჩენებს როცა აკეთებენ მიყვარს...;-* და კიდევ...
მიყვარს შენი კითხვა...კარგად წერ...შენებურად...ორიგინალურად....ყველგან ვიცნობ ჰარირამას ხელწერას...;-* დიდი 5-იანი შენ! გაგრძელებას ველი...:) საწოლიდან გვერდზე გადაყო ხელი, ბორჯომიანი ბოთლი ხვდებოდა ხოლმე . ახლა ხელს ტყუილად ასასვსავებდა... ალბათ რა დიდხანს ასავსავა ხელი?...:))))
და თავის აღმოჩენილი კანონი N-1 გაახსენდა ცხოვრება ისეა მოწყობილი თუ მოინდომებ ყველგან დათვრები. არმოჩენებს როცა აკეთებენ მიყვარს...;-* და კიდევ...
მიყვარს შენი კითხვა...კარგად წერ...შენებურად...ორიგინალურად....ყველგან ვიცნობ ჰარირამას ხელწერას...;-* დიდი 5-იანი შენ! გაგრძელებას ველი...:)
1. ----დღეს შაბატია? ------- არა სამშაბათი. ამხელა ცდომილებაა,დიამეტრში მინიმუმ ნახევარიმეტრითგაზრდილი თავი,ბიძია ჰარი? ან რა საჭიროა დღეებს სხვადასხვა სახელები ერქვათ,თუ ისინი ერთმანეთს ჰგვანან :))
-ვა , წერილი? ზნაჩიტ უსტარი ? რა წაიკიტხავს მაგას , არ შეუიძლებოდა ჩაეწერა მაგნიტოფონზე მოვუსმენდი :D
მე მიყვარს ბიძია ჰარი,მთელი თავისი ორთოგრაფიული ,,ზაპოით" :D :-* ----დღეს შაბატია? ------- არა სამშაბათი. ამხელა ცდომილებაა,დიამეტრში მინიმუმ ნახევარიმეტრითგაზრდილი თავი,ბიძია ჰარი? ან რა საჭიროა დღეებს სხვადასხვა სახელები ერქვათ,თუ ისინი ერთმანეთს ჰგვანან :))
-ვა , წერილი? ზნაჩიტ უსტარი ? რა წაიკიტხავს მაგას , არ შეუიძლებოდა ჩაეწერა მაგნიტოფონზე მოვუსმენდი :D
მე მიყვარს ბიძია ჰარი,მთელი თავისი ორთოგრაფიული ,,ზაპოით" :D :-*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|