ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სანდრო ბერიძე
ჟანრი: პოეზია
22 იანვარი, 2011


ლექსი

თოვს, ცივა და ეს ქუჩა მთხოვს
თოვაში ყოფნას და სიარულს ასე...
და ყოველ ფიქრს საკუთარ თავში
თოვლივით ვადნები, სიტყვებით ვავსებ.

ჩნდება ლექსი და ქალივით მიზიდავს.
სათქმელი ქარს მიაქვს, სხეულიც მისი აქვს.
სწყდება და მოფრინავს ვით ხიდან ფოთოლი,
არ ვიცი საიდან, არ ვიცი როგორი.

ცვივა და იდება სტრიქონი სტრიქონზე,
ნაბიჯის სისწრაფით ალესილ ლითონზე
იყოფა, სცილდება ერთმანეთს მარცვლები,
ასე თუ ვიარე, ქალაქსაც გავცდები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ebraeli2 ვულოცავთ დაბადების დღეს