ლიზა და ბატის ჭუკი ––––––––––––––––––––– ბუტი–ბუტი, ბუტი–ბუტი, გაიბუტა ბატის ჭუკი, იბუტბუტა, იჭუჭყუნა, შეაქცია ყველას ზურგი:
–მარტო ლიზას რომ უყიდეთ, მეც კი მინდა ბოტები, შევტოპავდი გუბეში დიდი სიამოვნებით.
შეეცოდა ლიზას ჭუკი, გაფუყული, როგორც ბუშტი. ეფერება, კოცნის, კოცნის: _ მიჩუქნია ცალი ბოტი.
გამოვიდნენ ერთად გარეთ, ბოტებს გააქვთ ჭრაჭი–ჭრუჭი. ცალი ბოტით დადის ლიზა, ცალი ბოტით – ბატის ჭუკი.
ღრუბლები –––––––––––––– თამაშობენ ღრუბლები, ონავარი ტყუპები. გორაობენ ცაში, ცაა მათი სახლი. ქუხქუხებენ, ჭექენ და ქვეყნა შეძრეს!
ამ დროს დედა მოვიდა, (სტუმრად იყო მზის სხივთან), ონავარი ტყუპები ელვის ჯოხით მიტყიპა.
წკაპ–წკუპ, წკაპ–წკუპ, წვეთები ეცემიან გუბეში, თქვენ გგონიათ გაწვიმდა? ღრიალებენ ღრუბლები.
იღრიალეს, იტირეს, დედიკომაც იდარდა, მიეფერა ღრუბლებს და უცებ გა–მო–ი–და–რა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. რა საყვარლობაა:)+777 რა საყვარლობაა:)+777
12. ლელა ,რომ ვკითხულობ, საბავშვო ლექსებს, თავი ბავშვი მგონია ისე მიხარია! ლელა ,რომ ვკითხულობ, საბავშვო ლექსებს, თავი ბავშვი მგონია ისე მიხარია!
10. ცოტა რითმებია მისახედი. დანარჩენი მშვენიერი საბავშვო ლექსები გაქვს. :) :) :) :) :) ცოტა რითმებია მისახედი. დანარჩენი მშვენიერი საბავშვო ლექსები გაქვს. :) :) :) :) :)
8. რა კარგად წერ, რა კარგად! 5555 რა კარგად წერ, რა კარგად! 5555
7. +555 ლამაზია და საყვარელი! +555 ლამაზია და საყვარელი!
6. მიყვარს შენი საბავშვოები :) :-* 555! მიყვარს შენი საბავშვოები :) :-* 555!
5. გაიხარეეეთ :) გაიხარეეეთ :)
4. ვაიმე რა კარგებიააააა/...555555555 ვაიმე რა კარგებიააააა/...555555555
3. :) კარგებია. :) კარგებია.
2. რა ლამაზი და საყვარელი ლექსებია :) თანაც ასწავლის ბავშვებს სიკეთეს ძალდაუტანებლად. რა ლამაზი და საყვარელი ლექსებია :) თანაც ასწავლის ბავშვებს სიკეთეს ძალდაუტანებლად.
1. საყვარლობებია.
5 რჩეული ლურსმანი. საყვარლობებია.
5 რჩეული ლურსმანი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|