მომდის აბდაუბდები
და მეაბდაუბდება,
უმეცრება მედება
ტვინზე აბლაბუდებად.
უთქმელოდის ლოდების
არ მსურს გულზე დადება,
მებედება ბოდვების
ლექსებად დაბადება.
არეული გრძნობების
დამდის კორიანტელი,
ვყვირი და საყვირალი
მრჩება ორი ამდენი.
დაობებულ ფრაზებით
ჩემს თავს ომსაც ვუცხადებ,
დაობლებულ ბავშვივით
სულში თალხს და მწუხრსა ვდებ.
დარდებს გულზე დავიბნევ
ბოღმის კვამლის ხრჩოლებით,
უთქმელობას ყვირლით
ყველგან შევებრძოლები!
და სიშლეგე გონების
ვერ შეიძლებს დანდობას,
ნებით შემომადნება
შლეგი ახალგაზრდობა.
თუ გავჩუმდი, დავბრძენდი
სიბერის წლებს მოვები-
შემომრჩება სათრევად
გასაფრენი დროები.
ჰოდა მდორე მდინარის
(ცხოვრების) მყუდროება
მაბედვინებს ბოდვებით
ვაჭენო დრო (რო ება).
და ვაჩვენო ბობოქარ
სიშლეგეთა მორევში
როგორ ვისვრი ბადეს და
ნადავლს რომ ზედ მოლზე ვშლი.
თევზები კი ლექსებად
როგორ იბადებიან-
სულ ადვილი რამეა
(ძნელი გასაგებია).
ტანზე მეღიტინება
გრძნობა როგორც ობობა-
ფიქრთა აბლაბუდაში
მკლავს უჩუმრად მყოფობა.
ჰოდა ვბოდავ! გავბედე!
(და დუმს მიეთმოეთი)
........
ვარ აბურდულ ფიქრების
აბდაუბდა პოეტი!
მომდის აბდაუბდები
და მეაბდაუბდება,
უმეცრება მედება
ტვინზე აბლაბუდებად.
უთქმელოდის ლოდების
არ მსურს გულზე დადება,
მებედება ბოდვების
ლექსებად დაბადება.
არეული გრძნობების
დამდის კორიანტელი,
ვყვირი და საყვირალი
მრჩება ორი ამდენი.
დაობებულ ფრაზებით
ჩემს თავს ომსაც ვუცხადებ,
დაობლებულ ბავშვივით
სულში თალხს და მწუხრსა ვდებ.
დარდებს გულზე დავიბნევ
ბოღმის კვამლის ხრჩოლებით,
უთქმელობას ყვირლით
ყველგან შევებრძოლები!
და სიშლეგე გონების
ვერ შეიძლებს დანდობას,
ნებით შემომადნება
შლეგი ახალგაზრდობა.
თუ გავჩუმდი, დავბრძენდი
სიბერის წლებს მოვები-
შემომრჩება სათრევად
გასაფრენი დროები.
ჰოდა მდორე მდინარის
(ცხოვრების) მყუდროება
მაბედვინებს ბოდვებით
ვაჭენო დრო (რო ება).
და ვაჩვენო ბობოქარ
სიშლეგეთა მორევში
როგორ ვისვრი ბადეს და
ნადავლს რომ ზედ მოლზე ვშლი.
თევზები კი ლექსებად
როგორ იბადებიან-
სულ ადვილი რამეა
(ძნელი გასაგებია).
ტანზე მეღიტინება
გრძნობა როგორც ობობა-
ფიქრთა აბლაბუდაში
მკლავს უჩუმრად მყოფობა.
ჰოდა ვბოდავ! გავბედე!
(და დუმს მიეთმოეთი)
........
ვარ აბურდულ ფიქრების
აბდაუბდა პოეტი!
15 იანვარი. ბობნევი, ღამე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. მომიტევეთ და ამართლებს სათაურს :) მომიტევეთ და ამართლებს სათაურს :)
10. მე მომეწონა, იმიტომ რომ, კარგად იკითხება და აბდაუბდასთვის საკმაოდ კარგი აზრებია შიგ. და რა არ მოგწონთ თქვენ? აუცილებელია არ ან ვერშობილ შვილზე და ნაჭრებად დაჭრილ გრძნობებზე ეწეროს? ყველას ეაბდაუბდება ამ საიტზე (ისე) :) მე მომეწონა, იმიტომ რომ, კარგად იკითხება და აბდაუბდასთვის საკმაოდ კარგი აზრებია შიგ. და რა არ მოგწონთ თქვენ? აუცილებელია არ ან ვერშობილ შვილზე და ნაჭრებად დაჭრილ გრძნობებზე ეწეროს? ყველას ეაბდაუბდება ამ საიტზე (ისე) :)
9. აუ ორჯერ მეორდება და ცვლილებები კიდევ ვერ შემაქვს რომ ჩავასწოროოოო :( აუ ორჯერ მეორდება და ცვლილებები კიდევ ვერ შემაქვს რომ ჩავასწოროოოო :(
8. მეც ვიაბდაუბდე :) მეც ვიაბდაუბდე :)
7. მედეა, ეს ხო აბდაუბდა ლექსია დავინძლო კაიც იყოს ენის დაბმა.
ლურსმანი–ვერევი და ვირევი.
გურანდა– :) :)
მეუდაბნოვე– მადლობა რომ მოგეწონათ. რატომ მოგეწონათ ისე?
ანანე, მადლობა რომ წაიკითხე, რას ვიზავ, სამწუხაროა რომ არ მოგეწონათ. მაგრამ რატომ?
ნია–კო– შენ კი ყველაზე დიდი მადლობა, იმიტომ რომ ასე მგულშემატკივრობ და მამხნევებ. ხომ იცი, თუ რამე არ მოგეწონება შენიშვნებიც თამამად უნდა მომცე. გაიხარე :)
და ყველას დიდი მადლობა ვინც არ დაიზარა და გადაიკითხა ჩემი აბდაუბდები :) მედეა, ეს ხო აბდაუბდა ლექსია დავინძლო კაიც იყოს ენის დაბმა.
ლურსმანი–ვერევი და ვირევი.
გურანდა– :) :)
მეუდაბნოვე– მადლობა რომ მოგეწონათ. რატომ მოგეწონათ ისე?
ანანე, მადლობა რომ წაიკითხე, რას ვიზავ, სამწუხაროა რომ არ მოგეწონათ. მაგრამ რატომ?
ნია–კო– შენ კი ყველაზე დიდი მადლობა, იმიტომ რომ ასე მგულშემატკივრობ და მამხნევებ. ხომ იცი, თუ რამე არ მოგეწონება შენიშვნებიც თამამად უნდა მომცე. გაიხარე :)
და ყველას დიდი მადლობა ვინც არ დაიზარა და გადაიკითხა ჩემი აბდაუბდები :)
6. ჰოდა ვბოდავ! გავბედე!
(და დუმს მიეთმოეთი)
........
ვარ აბურდულ ფიქრების
აბდაუბდა პოეტი!
შენ ძალიან სხვა ხარ, დიდი ხარ და ძლიერი... მომწონხარ სულ და სულ გგულშემატკივრობ. წინ წახვალ შენ, ძალიან წინ, ლევანო. გაიხარე :) ჰოდა ვბოდავ! გავბედე!
(და დუმს მიეთმოეთი)
........
ვარ აბურდულ ფიქრების
აბდაუბდა პოეტი!
შენ ძალიან სხვა ხარ, დიდი ხარ და ძლიერი... მომწონხარ სულ და სულ გგულშემატკივრობ. წინ წახვალ შენ, ძალიან წინ, ლევანო. გაიხარე :)
5. არ მომეწონა სამწუხაროდ. არ მომეწონა სამწუხაროდ.
4. კარგი ლექსია
კარგი ლექსია
2. ექვსის ნახევარია, დღეს დავკალი ვარია. ექვსის ნახევარია, დღეს დავკალი ვარია.
1. ენა დამე... დამეც დამე... დამე (ჰენრი)
ენა დამება, იმდენი "ბ"-ა!:) ენა დამე... დამეც დამე... დამე (ჰენრი)
ენა დამება, იმდენი "ბ"-ა!:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|