| ავტორი: ლელ-ლა ჟანრი: პოეზია 25 იანვარი, 2011 |
ცხოვრება თეატრია, იცვლება როლები, ვართ ერთი ეპოქის ბრმა მსახიობები...
ყველა ნიღბით დადის, დიდი თუ პატარა, ცხოვრებამ თამაში ვერაფრით გვაკმარა.
ვთამაშობთ ქუჩაში გრიმით და ნიღბებით, ერთმანეთს ვუღიმით , ერთმანეთს ვჭირდებით...
ერთმა მსახიობმა კოცნა ვერ გაბედა და ცრემლმორეული მიეყრდნო კედელს... ღერძზე სცენად იდგა მთელი დედამიწა, ფარდების დახურვა ვერაფრით შესძლეს...
გაგრძელდა თამაში,გრძელდება პიესა, ლამაზი გოგონა ვაჟს კოცნას უცვლიდა, იქ ერთმა პოეტმა იმდენხანს ილექსა, რომ ყველა ლექსები გაექცა ფურცლიდან...
მხატვრებმა დახატეს დიდი პირამიდა, და ახლა აქლემებს პატრონებს უჩენენ... მუზები მოდიან ფოთლის შრიალიდან და შენი ტუჩების სურნელი მოაქვთ,
იწევა თამბაქო ,თეატრი კვამლშია და ყველა ჩვენთაგანს ეცვლება მიმიკა... ზოგჯერ საოცნებო ფრთებს ისე გაშლიან, შეაფრინდებიან ცრემლნარევ ლირიკას
და მთელი სისწრაფით ბრუნავს დედამიწა, თითეულ ჩვენთაგანს უყვარს ეს ტრიალი... შენი სახიდან ღიმილს ვერ დავიცავ, როდესაც დაუკრავს ჩვენთვის როიალი...
ზეციდან გვიღებენ,თუ როგორ ვთამაშობთ, ერთმანეთს ზიზღით ვკლავთ,არაფერს არ ვუფრთხით... თითქოს ეღთგულები,ერთმანეთს ვღალატობთ, იქ მოგვეთხოვება სულ ყველას პასუხი...
ყველა ნიღბით დადის, დიდი თუ პატარა, ცხოვრებამ თამაში ვერაფით გვაკმარა...
ვთამაშობთ ქუჩაში გრიმით და ნიღბებით, ერთმანეთს ვუღიმით, ერთმანეთს ვჭირდებით...
ცხოვრება თეატრია, იცვლება როლები... ვართ ერთი ეპოქის ბრმა მსახიობები..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. იქ ერთმა პოეტმა იმდენხანს ილექსა, ––––––––––>>> იმდენ ხანს რომ ყველა ლექსები გაექცა ფურცლიდან... –––––>>> ყველა ლექსი...
არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი... :( იქ ერთმა პოეტმა იმდენხანს ილექსა, ––––––––––>>> იმდენ ხანს რომ ყველა ლექსები გაექცა ფურცლიდან... –––––>>> ყველა ლექსი...
არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი... :(
11. დასაწყისიდანვე მივხვდი რომ ახალს ვერაფერს წავიკითხავდი...ეგ ყველაფერი ნატქვამია იმდენჯერ რომ...არ მომეწონა დასაწყისიდანვე მივხვდი რომ ახალს ვერაფერს წავიკითხავდი...ეგ ყველაფერი ნატქვამია იმდენჯერ რომ...არ მომეწონა
9. ეს გამახსენდა უცებ,რატომღაც:) :)
რა დროა, სხვა დროა, რითმებით ვიტყუებ, რომ არ ვთქვა სიცრუე, მჭირდება თამაში, ჩვენ ვცხოვრობთ დრამაში, კომიკურ დრამაში გრიმით და ნიღბებით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მუდამ, სულ ასე ვიქნებით, ვიპოვეთ სიწმინდე, ჩვენია კარები და გამყინვარება თითქოს და შორია – ქუჩური ჭორია, ჩვენ ბინა არა გვაქვს და არ გვაქვს სახელი და ნაცვალსახელით ერთმანეთს მივმართავთ, დავკარგავთ მისამართს, რომ 1 სიტყვა ვთქვათ: მიყვარხარ! რადგან არაფერი სხვა არ გვაქვს სათქმელი და მარტოობაში წამიც ვერ გავძელით...
გ.ნახუცრიშვილი
ეს გამახსენდა უცებ,რატომღაც:) :)
რა დროა, სხვა დროა, რითმებით ვიტყუებ, რომ არ ვთქვა სიცრუე, მჭირდება თამაში, ჩვენ ვცხოვრობთ დრამაში, კომიკურ დრამაში გრიმით და ნიღბებით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მუდამ, სულ ასე ვიქნებით, ვიპოვეთ სიწმინდე, ჩვენია კარები და გამყინვარება თითქოს და შორია – ქუჩური ჭორია, ჩვენ ბინა არა გვაქვს და არ გვაქვს სახელი და ნაცვალსახელით ერთმანეთს მივმართავთ, დავკარგავთ მისამართს, რომ 1 სიტყვა ვთქვათ: მიყვარხარ! რადგან არაფერი სხვა არ გვაქვს სათქმელი და მარტოობაში წამიც ვერ გავძელით...
გ.ნახუცრიშვილი
8. რაფერი ლექსია იცი?
შორი გზა მოიარე და შინ მშვიდობით მიდიო :) რაფერი ლექსია იცი?
შორი გზა მოიარე და შინ მშვიდობით მიდიო :)
7. რაღაცნაირად მომწონს რაღაცნაირად მომწონს
6. wow ! ძალიან კარგი!!! ++++ წარმატებები ავტორსსს wow ! ძალიან კარგი!!! ++++ წარმატებები ავტორსსს
5. ერთმანეთს ვუღიმით, ერთმანეთს ვჭირდებით... გაიხარე:)+ ერთმანეთს ვუღიმით, ერთმანეთს ვჭირდებით... გაიხარე:)+
4. მეც, შენც და ჩვენც :) მეც, შენც და ჩვენც :)
3. წარმატებები შენ:) წარმატებები შენ:)
2. გმადლობთ მიღებისთვის :) გმადლობთ მიღებისთვის :)
1. კეთილი იყოს შენი შემობრძანება "ურაკპარაკის" დასში :) კეთილი იყოს შენი შემობრძანება "ურაკპარაკის" დასში :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|